ᲛᲔᲪᲜᲘᲔᲠᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲢᲔᲥᲜᲝᲚᲝᲒᲘᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
77-ე საერთაშორისო კოსმოსური კონგრესი ანტალიაში დაიწყო
კონგრესზე კოსმოსის სფეროში კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული...
77-ე საერთაშორისო კოსმოსური კონგრესი ანტალიაში დაიწყო
ანტალიაში 77-ე საერთაშორისო კოსმოსური კონგრესის წინ შეხვედრა გაიმართა
 

საერთაშორისო კოსმოსური ფედერაციის (IAF) მიერ ორგანიზებული კონგრესი, მრეწველობისა და ტექნოლოგიების სამინისტროს კოორდინაციით, თურქეთის კოსმოსური სააგენტოსა (TUA) და SAHA Istanbul-ის თანამასპინძლობით, ანტალიის NEST-ის საკონგრესო ცენტრში იმართება.

ღონისძიება კოსმოსის მშვიდობიანი გამოყენების საფუძველზე, თემით „The World Needs More Space“ (მსოფლიოს მეტი კოსმოსი სჭირდება) ტარდება.

კონგრესის ოფიციალური გახსნის ცერემონია პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით 14:30 საათზე გაიმართება.

კონგრესზე, სადაც 108 ქვეყნიდან 6 893 დელეგატი და მონაწილე დარეგისტრირდა, კოსმოსის სფეროს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება.

კონგრესს საერთაშორისო ინსტიტუტების, კოსმოსური სააგენტოების ოფიციალური პირები და დარგის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები, პანელური დისკუსიები, მოხსენებების პრეზენტაციები და ვორქშოფები.

პარასკევს კარი ყველა ვიზიტორისთვის გაიღება

საერთაშორისო კოსმოსურ კონგრესზე (IAC) სივრცეში „Future Space“, რომელიც პირველად იქნება წარმოდგენილი, გამოიფინება ახალი თაობის კოსმოსური ტექნოლოგიები, სიმულაციები და ინტერაქტიული გამოცდილებები.

ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს ასევე წარედგინებათ გამოფენა „ანატოლიელები“ (Anadolu'dakiler), რომელიც ანატოლიის მდიდარ კულტურულ და საწარმოო მემკვიდრეობას ასახავს.

კონგრესის ფარგლებში ხვალ გასამართი „IAF-ის გლობალური კოსმოსური ლიდერების სამიტი“ 40-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელს გააერთიანებს.

კონგრესი 9 ოქტომბერს, პარასკევს, „სახალხო დღის“ ღონისძიებებით დასრულდება, რომელიც საზოგადოების ყველა ფენას კოსმოსურ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებთან დააახლოებს.

ღონისძიება, რომელიც გასულ წელს ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ჩატარდა, მომავალ წელს პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება.

კონგრესი, რომელიც 9 ოქტომბრამდე გაგრძელდება, 1951 წელს დაარსებულ და 82 ქვეყნის 604 წევრისგან შემდგარ IAF-თან პარტნიორობით ხორციელდება.

აღმოაჩინეთ
FBI: კიბერთავდასხმების ავტომატიზაციისთვის ARTEX-ი გამოიყენეს
იაპონიამ საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსული თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლო თვითმფრინავები ააფრინა
178 მსხვილი გლობალური ბრენდი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა
IMF-მ განაცხადა, რომ უკრაინასთან 1,6 მილიარდი დოლარის შეთანხმების მიმართულებით პროგრესია მიღწეული
მინისტრი ფიდანი: თურქეთის ცენტრალურ როლს ყველა აფასებს
კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს „აბსურდულად“ მიიჩნევს
მინისტრი ქურუმი: არ გვსურს, ანტალიაში განხილული საკითხები საკონფერენციო დარბაზებში დარჩეს
ირანი უარყოფს აშშ-სთან არსებულ „არც ომის, არც მშვიდობის“ სტატუს-კვოს
პრეზიდენტი ერდოღანი: პალესტინის საქმეს ყველა პლატფორმაზე ყველაზე ძლიერად დავიცავთ
ეკლესიაზე განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმის გამო სამ პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
აიზენკოტმა ნეთანიაჰუს მოწოდება ერთიანობისკენ „მანიპულაციად“ შეაფასა და უარყო
თურქეთმა და 17-მა ქვეყანამ დაგმეს ისრაელის თავდასხმა ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე
კრემლი: პუტინი, სი და ტრამპი 19 ნოემბერს სამმხრივ სამიტს გამართავენ
კვლევა: ევროკავშირის 11 ქვეყანაში გამოკითხულთა 71% „ევროპული არმიის“ შექმნას უჭერს მხარს
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქი მესხები გაიხსენა