ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 1 წუთი
პრეზიდენტი: „ჩვენს ათასწლოვან დიდებულ ისტორიაში მხოლოდ სამართლიანობა და მოწყალებაა“
ერდოღანი: „ჩვენ ოდნავადაც არ ვაქცევთ ყურადღებას იმ მკვლელთა დაჯგუფების ცილისწამებებს ჩვენი ქვეყნის შესახებ, რომელთა ხელებიც 75 ათასი უდანაშაულო ღაზელის, მათ შორის უმეტესად ბავშვებისა და ქალების, სისხლითაა გასვრილი“.
პრეზიდენტი: „ჩვენს ათასწლოვან დიდებულ ისტორიაში მხოლოდ სამართლიანობა და მოწყალებაა“
პრეზიდენტი: „ჩვენს ათასწლოვან დიდებულ ისტორიაში მხოლოდ სამართლიანობა და მოწყალებაა“.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ერს პრეზიდენტის სასახლეში გამართული მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ მიმართა.

თავის გამოსვლაში ერდოღანმა ისრაელის მთავრობა გააკრიტიკა და აღნიშნა: „ჩვენ ვართ დიდი ისტორიისა და დიდი სინდისის მქონე ერის წარმომადგენლები. საუკუნეების მანძილზე ხელს ვუწვდიდით უმწეოებს და ვეხმარებოდით ყველას, ვინც გასაჭირში იყო. კარი გავუღეთ მათ, ვინც ჩვენს ქვეყანას შეაფარა თავი“.

ერდოღანმა განაცხადა: „ჩვენ ოდნავადაც არ განვიხილავთ იმ მკვლელთა ქსელის ცილისწამებებს ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელთა ხელებიც 73 ათასი უდანაშაულო ღაზელის - ძირითადად ბავშვებისა და ქალების - სისხლითაა გასვრილი. ჩვენს ისტორიაში არ არსებობს არც გენოციდი, არც ხოცვა-ჟლეტა, არც ჩაგვრა და არც კოლონიალიზმი. ჩვენს ათასწლოვან დიდებულ ისტორიაში მხოლოდ სამართლიანობა და მოწყალებაა. არსებობს ყველა ჩაგრულისთვის ხელის გაწვდენა მათი რელიგიის, წარმოშობისა თუ იდენტობის მიუხედავად. არსებობს ინკვიზიციისა და ნაცისტური ტირანიისგან გამოქცეულთა მფარველობის სათნოება. არსებობს ჩვენი გმირი წინაპრების ღირსეული პოზიცია, რომლებიც ამბობდნენ: ‘ტახტსაც დავთმობ, გვირგვინსაც, მაგრამ ჩემს სახელმწიფოს შეფარებულებს არ გავცემ’. ამას ყველაზე კარგად ისინი მიხვდებიან საკუთარ ისტორიას თუ გადახედავენ. ისინი, თურქეთსა და თურქ ერს ცილს სწამებენ ღაზაში ჩადენილი ბარბაროსობის დასამალად“.

აღმოაჩინეთ
FETÖ-ს საბოტაჟები თავდაცვის მრეწველობაში და კრიტიკული პროექტები
პრეზიდენტ ერდოღანის სტატია სათაურით „15 ივლისი: თურქეთის საუკუნის დამოუკიდებლობის დეკლარაცია“
15 ივლისის ღამეს მომხდარი მოვლენები
პრეზიდენტმა ერდოღანმა პაკისტანის თავდაცვისა და სახმელეთო ჯარების სარდალი მუნირი მიიღო
მინისტრი ფიდანი უკრაინის საკითხზე გამართულ მოხალისეთა კოალიციის ლიდერთა სამიტს დაესწრო
ლინდსი გრემის ადგილზე აშშ-ის სენატში მისი და დაინიშნა
პრეზიდენტი ერდოღანი კატარში გაემგზავრება
აშშ-ის თავდასხმები ირანზე გუშინ ღამეც გაგრძელდა
„რა არის ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია (FETÖ)?“
15 ივლისის წარუმატებელი გადატრიალებისას გამოვლენილი Bylock-ის იერარქია
MİT-მა ტერორისტული ორგანიზაცია DEAŞ-ის ერთ-ერთი ე.წ. ხელმძღვანელი თალიფ გიულერი დააკავა
ვენესუელაში 24 ივნისს მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4 490-მდე გაიზარდა
ირანმა რეგიონის მასშტაბით „მტრის ბაზების“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სთავდასხმები განახორციელა
ტრამპი: თეირანის თავდასხმის შემთხვევაში, აშშ ირანს „გაანადგურებს“
რუსეთი: უკრაინას კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების სურვილი არ აქვს