ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
აშშ-მა ეპშტეინის საქმის მონაცემთა ბაზაში ტრამპის ფოტო პროტესტის შემდეგ დააბრუნა
შაბათს იუსტიციის დეპარტამენტის ვებსაიტიდან 16 ფოტო წაიშალა, მათ შორის ისიც, რომელზეც ტრამპის სამუშაო მაგიდის უჯრა ჩანდა.
აშშ-მა ეპშტეინის საქმის მონაცემთა ბაზაში ტრამპის ფოტო პროტესტის შემდეგ დააბრუნა
აშშ-მა ეპშტეინის საქმის მონაცემთა ბაზაში ტრამპის ფოტო პროტესტის შემდეგ დააბრუნა / Reuters

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ჯეფრი ეპშტეინის ფაილების არქივიდან ამოღებული აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფოტო კვირას კვლავ გამოქვეყნდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ოფიციალურმა პირებმა დაასკვნეს, რომ სურათზე ეპშტეინის არცერთი მსხვერპლი არ არის გამოსახული.

გამოსახულებაზე ჩანდა ღია უჯრა, რომელშიც იდო ტრამპის ფოტო სხვადასხვა ქალთან ერთად. ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურამ სურათი პოტენციური მსხვერპლების დაცვის მიზნით შეამოწმა.

„შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ფოტოზე ეპშტეინის არცერთი მსხვერპლი არ არის ასახული, რის გამოც იგი ყოველგვარი ცვლილებისა თუ ცენზურის გარეშე ხელახლა გამოქვეყნდა“, - განაცხადა იუსტიციის დეპარტამენტმა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ (Başsavcı Yardımcısı), ტოდ ბლანშმა კვირას დილით განაცხადა, რომ მისმა უწყებამ ფოტო მასზე აღბეჭდილი ქალების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წუხილის გამო წაშალა. „ეს არ ეხება პრეზიდენტ ტრამპს“, - განაცხადა ბლანშმა NBC-ის გადაცემაში „Meet the Press with Kristen Welker“.

პარასკევს იუსტიციის დეპარტამენტმა სექსუალური დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ ჯეფრი ებშტეინთან დაკავშირებული ათასობით დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელმაც 2019 წელს ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თუმცა, გამოქვეყნებულმა მასალებმა კრიტიკა გამოიწვია (მათ შორის ზოგიერთი რესპუბლიკელის მხრიდან) დოკუმენტების დიდი ნაწილის დაფარვის (გაშავების) გამო და იმის გამოც, რომ ტრამპი მათში იშვიათად არის ნახსენები, მიუხედავად მისი ცნობილი მეგობრობისა ეპშტეინთან.

ABC News-თან ინტერვიუში დემოკრატთა უმცირესობის ლიდერმა, ჰაკიმ ჯეფრისმა მოუწოდა „სრული და ამომწურავი გამოძიებისკენ იმის დასადგენად, თუ რატომ არ შეესაბამება წარმოდგენილი დოკუმენტაცია კანონით მკაფიოდ გათვალისწინებულ მოთხოვნებს“.

The New York Times-ის, NPR-ისა და Associated Press-ის ცნობით, შაბათს იუსტიციის დეპარტამენტის ვებსაიტიდან 16-მდე ფოტო წაიშალა, მათ შორის სამუშაო მაგიდის უჯრის ფოტოც. თუმცა, Reuters-მა ამ ფაქტის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო.

იუსტიციის დეპარტამენტმა კვირას განაცხადა, რომ ისინი სიფრთხილის გამო მოქმედებდნენ მას შემდეგ, რაც სავარაუდო მსხვერპლებისა და მათი ადვოკატებისგან ინფორმაციის წაშლის შესახებ მოთხოვნები მიიღეს.

ტრამპის წინააღმდეგ არანაირი ბრალდება არ არსებობს და იგი უარყოფს, რომ რაიმე იცოდა ეპშტეინის დანაშაულების შესახებ.

აღმოაჩინეთ
ირანის გენერალური შტაბის უფროსი: „მტრის ახალ მუქარებს გამანადგურებელ პასუხს გავცემთ“
სიკვდილით დასაჯეს პატიმარი, რომელმაც სათამაშო დარბაზის გადაწვით 5 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია
ნიგერიაში ნავის ჩაძირვის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა
გუტერეშმა მკაცრად დაგმო რუსეთის თავდასხმები კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე
რუსეთი ამბობს, რომ თეირანის წინააღმდეგ წარმოებულ ომში აშშ „აგრესორი“ მხარეა
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი ეგვიპტელ და საუდის არაბეთის კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
იალონი ნეთანიაჰუს თურქეთთან დაძაბულობის ესკალაციაში ადანაშაულებს
სომხეთის მთავრობის ახალ 5-წლიან პროგრამაში ანკარასა და ბაქოსთან ურთიერთობების ნორმალიზება აისახა
100 წელს გადაცილებული ადამიანების იმუნურ სისტემაში კიბოსთან მებრძოლი უჯრედების რაოდენობა იზრდება
ისრაელმა, 2 წელზე მეტი ხნის უარყოფის შემდეგ, 5 წლის ჰინდ რაჯაბის მკვლელობა აღიარა
ისრაელის მიერ ღაზაში პოლიციის საგუშაგოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
„TEKNOFEST Mavi Vatan 2026“ დღეს იწყება
ქეჩელის განცხადება საბერძნეთის განახლებადი ენერგიის ჩარჩო-გეგმის შესახებ
პრეზიდენტმა ერდოღანმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ ტაკაიჩისთან სატელეფონო საუბარი გამართა