ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 1 წუთი
საუდის არაბეთის მინისტრთა კაბინეტმა თურქეთთან უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმება დიპლომატიური და სპეციალური პასპორტების მფლობელებს მოიცავს.
საუდის არაბეთის მინისტრთა კაბინეტმა თურქეთთან უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
საუდის არაბეთის მინისტრთა კაბინეტმა თურქეთთან უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.
 

საუდის არაბეთის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა თურქეთთან შეთანხმება დიპლომატიური და სპეციალური პასპორტების მფლობელთა სავიზო ვალდებულებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ.

ქვეყნის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო SPA-ს ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის სხდომა დედაქალაქ ერ-რიადში, ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანის თავმჯდომარეობით გაიმართა.

სხდომაზე დამტკიცდა თურქეთთან ხელმოწერილი შეთანხმება დიპლომატიური და სპეციალური პასპორტების მფლობელთა სავიზო ვალდებულებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ.

თურქეთმა და საუდის არაბეთმა დიპლომატიური და სპეციალური პასპორტების მფლობელთა სავიზო ვალდებულებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას ხელი ანკარაში, თურქეთ-საუდის არაბეთის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ, 2026 წლის 6 მაისს მოაწერეს.

ამის შემდეგ, თურქეთის „ოფიციალურ გაზეთში“ გამოქვეყნდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომლითაც დამტკიცდა თურქეთსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური და სპეციალური პასპორტების მფლობელთა სავიზო ვალდებულებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმება.

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმოწერით გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული პასპორტის მფლობელები თავისუფლდებიან ვიზისგან მეორე მხარის ქვეყანაში შესასვლელად, ტრანზიტით გასავლელად, ქვეყნის დასატოვებლად და დროებით დასარჩენად ყოველი 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში 90 დღემდე ვადით.

აღმოაჩინეთ
ტრამპი APEC-ის სამიტისა და სამმხრივი შეხვედრისთვის ჩინეთშია
თურქეთის მასპინძლობით ანტალიაში მიმდინარე COP31 მეორე კვირაა გრძელდება.
აშშ-მა ირანის კუნძულ კეშმზე არაერთი თავდასხმა განახორციელა
FBI: კიბერთავდასხმების ავტომატიზაციისთვის ARTEX-ი გამოიყენეს
იაპონიამ საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსული თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლო თვითმფრინავები ააფრინა
178 მსხვილი გლობალური ბრენდი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა
IMF-მ განაცხადა, რომ უკრაინასთან 1,6 მილიარდი დოლარის შეთანხმების მიმართულებით პროგრესია მიღწეული
მინისტრი ფიდანი: თურქეთის ცენტრალურ როლს ყველა აფასებს
კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს „აბსურდულად“ მიიჩნევს
მინისტრი ქურუმი: არ გვსურს, ანტალიაში განხილული საკითხები საკონფერენციო დარბაზებში დარჩეს
ირანი უარყოფს აშშ-სთან არსებულ „არც ომის, არც მშვიდობის“ სტატუს-კვოს
პრეზიდენტი ერდოღანი: პალესტინის საქმეს ყველა პლატფორმაზე ყველაზე ძლიერად დავიცავთ
ეკლესიაზე განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმის გამო სამ პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
აიზენკოტმა ნეთანიაჰუს მოწოდება ერთიანობისკენ „მანიპულაციად“ შეაფასა და უარყო
თურქეთმა და 17-მა ქვეყანამ დაგმეს ისრაელის თავდასხმა ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე