ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
თურქეთმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ სომალილენდის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება უკანონოა
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ონჯუ ქეჩელიმ განაცხადა, რომ ისრაელის ეს ნაბიჯი სახელმწიფოს ექსპანსიონისტური პოლიტიკისა და საერთაშორისო ასპარეზზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარების ხელშეშლის მცდელობის ნაწილია.
თურქეთმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ სომალილენდის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება უკანონოა
თურქეთმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ სომალილენდის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება უკანონოა / AA

თურქეთმა დაგმო ისრაელის მიერ სომალის სეპარატისტული რეგიონის, სომალილენდის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება და მას რეგიონული სტაბილურობის ძირგამომთხრელი და უკანონო ნაბიჯი უწოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ონჯუ ქეჩელიმ პარასკევს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ისრაელის განცხადება სომალილენდის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, (ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ) ნეთანიაჰუს მთავრობის იმ უკანონო ქმედებების მორიგი მაგალითია, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონულ და გლობალურ დონეზე არასტაბილურობის შექმნას“.

ქეჩელიმ აღნიშნა, რომ ისრაელის ეს ნაბიჯი სახელმწიფოს ექსპანსიონისტური პოლიტიკისა და საერთაშორისო დონეზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარების დაბლოკვის მცდელობის ნაწილია.

ქეჩელიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომალის ფედერაციული რესპუბლიკისა და სომალილენდის რეგიონის მომავალთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული ისე, რომ ასახავდეს „ყველა სომალელის ნებას“.

თურქეთის ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ისრაელმა პარასკევს სომალილენდი ოფიციალურად აღიარა დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ.

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა „აბრაამის შეთანხმებების სულისკვეთებით“. აბრაამის შეთანხმებები 2020 წელს გაფორმდა ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ბაჰრეინს, სუდანსა და მაროკოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით.

ნეთანიაჰუმ ასევე მიიწვია სომალილენდის პრეზიდენტი ისრაელში ოფიციალური ვიზიტით.

ანკარას მხარდაჭერა სომალის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქეჩელიმ და განაცხადა, რომ თურქეთი, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მშვიდობასა და უსაფრთხოებას აფრიკის რქის რეგიონში, კვლავაც სომალელი ხალხის გვერდით იქნება.

გარდა ამისა, ეგვიპტემ პარასკევს განაცხადა, რომ სომალის, ეგვიპტის, თურქეთისა და ჯიბუტის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს.

ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრსა და მის სომალელ, თურქ და ჯიბუტელ კოლეგებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა: „მინისტრებმა დაადასტურეს, რომ ისინი სრულად უარყოფენ და გმობენ ისრაელის მიერ სომალილენდის რეგიონის აღიარებას და ხაზი გაუსვეს სომალის ერთიანობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას“.

სომალილენდმა სომალისგან დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა, თუმცა საერთაშორისო აღიარება არასოდეს მოუპოვებია.

მიუხედავად იმისა, რომ სომალილენდი დე-ფაქტო ავტონომიური ერთეულის სახით ფუნქციონირებს, სომალი ამ რეგიონს თავისი ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და ამ რეგიონთან ნებისმიერ პირდაპირ კავშირს თავისი სუვერენიტეტისა და ქვეყნის ერთიანობის დარღვევად აფასებს.

აღმოაჩინეთ
COP31-ში მონაწილეობას 6 კონტინენტიდან 102 ლიდერი მიიღებს
ჩინეთის ჩრდილოეთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მრავალი ადამიანი ემსხვერპლა
ჰამასი ღაზაში კარვის ჩამონგრევასთან დაკავშირებით: „პასუხისმგებლობა ისრაელს ეკისრება“
საფრანგეთი: აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან იქნება
ეგვიპტეში მატარებლის ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 112 კი დაშავდა
გამოქვეყნდა თურქეთ-ერაყის ერთობლივი განცხადება პრესისთვის
პრეზიდენტ ერდოღანის მილოცვა აზერბაიჯანის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით
პრეზიდენტი ერდოღანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
საუდის არაბეთის 3 ქალაქში ადრეული გაფრთხილების სისტემა ამოქმედდა
იაპონიაში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
კოლუმბიაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა
ყარაბაღის გამარჯვებიდან 6 წელი გავიდა
ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერი ნაღმზე აფეთქდა
MİT-ის ხელმძღვანელი ქალნი: პრობლემა პალესტინა კი არა, ოკუპაციაა
TRT World Forum 2026-ზე გაიმართა პანელი: „თურქეთი: რეგიონული ძალიდან რეგიონთაშორის აქტორამდე“