ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
გენოციდური ისრაელის თავდასხმების ჩრდილში, ღაზაში 3-წლიანი პაუზის შემდეგ სწავლა განახლდა
გენოციდური ისრაელის თავდასხმების ჩრდილში, ღაზაში 3-წლიანი პაუზის შემდეგ სწავლა განახლდა
გენოციდური ისრაელის თავდასხმების ჩრდილში, ღაზაში 3-წლიანი პაუზის შემდეგ სწავლა განახლდა
გენოციდური ისრაელის თავდასხმების ჩრდილში, ღაზაში 3-წლიანი პაუზის შემდეგ სწავლა განახლდა
 

გენოციდური ისრაელის თავდასხმებისა და მასშტაბური ნგრევის ფონზე, ღაზას სექტორში, სადაც მოსწავლეები თითქმის 3 წელია განათლების გარეშე იყვნენ დარჩენილი, 541 ათასმა ბავშვმა ახალი სასწავლო წელი დაიწყო. მათთვის სწავლება იმ სპეციალურად მომზადებულ ადგილებში მიმდინარეობს, რომლებიც დანგრეული ან დაზიანებული სკოლების ჩასანაცვლებლად მოეწყო.

ღაზაში მოსწავლეები საგანმანათლებლო სივრცეებამდე ომის კვალის მქონე ნანგრევებს შორის გადიან, სწავლაში დაბრუნებას კი სასწავლო რესურსების მწვავე დეფიციტი ართულებს.

დილით ადრე ათასობით მოსწავლემ ნანგრევებსა და მძიმედ დაზიანებულ გზებზე გზა გაიკვლია, რათა სწავლის ადგილებამდე მისულიყვნენ. მოსწავლეთა დიდ ნაწილს, ომამდელი პერიოდისგან განსხვავებით, არც ახალი სასკოლო ფორმა აცვია და არც ჩანთები თუ საკანცელარიო ნივთები აქვს.

ღაზას ოჯახების უმრავლესობას, ომის პერიოდში შემოსავლის წყაროების დაკარგვისა და მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, ბაზარზე არსებული სასწავლო მასალების შეძენაც კი უჭირს.

ღაზას განათლებისა და უმაღლესი განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ ბავშვები დაახლოებით 3-წლიანი პაუზის შემდეგ „ნანგრევების შუაგულში“ უბრუნდებიან სწავლას. სამინისტროს თქმით, სასწავლო წელი „საგანგებო პირობებში“ დაიწყო და აღნიშნა, რომ ომით გამოწვეული დანაკარგების მიუხედავად, საგანმანათლებლო პროცესის აღდგენა იმედისმომცემია. განცხადებაში ნათქვამია: „განათლება რჩება ცხოვრების, ღირსებისა და მომავლის ხელახლა აშენების სივრცედ“.

მას შემდეგ, რაც ღაზას მრავალ სასწავლო წერტილსა და კერძო სკოლაში გაკვეთილების დაწყებიდან ერთ კვირაზე მეტი გავიდა, სწავლა საჯარო სკოლებშიც დაიწყო. ახალი სასწავლო სეზონი გრძელდება გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს (UNRWA) დაქვემდებარებულ სკოლებშიც.

ღაზას განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მომზადდა 700 საკონტაქტო (პირისპირ) სწავლების წერტილი, რომლებიც 500 ათასზე მეტ მოსწავლეს მოემსახურება. სამინისტროს მონაცემებით, ეს ღონისძიებები ღაზას სექტორში დაახლოებით 541 ათას მოსწავლეს მისცემს საშუალებას, არსებული შესაძლებლობების ფარგლებში განაგრძონ განათლების მიღება.

ის ფაქტი, რომ ღაზას მოსწავლეები დაახლოებით 3 წლის განმავლობაში განათლების გარეშე დარჩნენ, საფუძვლიანი ცოდნისა და უნარების სერიოზულ დანაკარგებს იწვევს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამწლიანმა სასწავლო წყვეტამ „მთელი თაობის აკადემიური დონის დაქვეითება“ გამოიწვია.

გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) ადრე განაცხადა, რომ 2026 წლის აპრილის მდგომარეობით, ღაზაში დაახლოებით 700 ათასი ბავშვი 3 სასწავლო წლის განმავლობაში იყო მოწყვეტილი ფორმალურ, საკონტაქტო განათლებას. ფონდის შეფასებით, სასკოლო მასალების, პედაგოგებისა და საგანმანათლებლო სივრცეების ნაკლებობა ბავშვების განათლებაში დაბრუნების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორებად რჩებოდა.

აღმოაჩინეთ
ტრამპი APEC-ის სამიტისა და სამმხრივი შეხვედრისთვის ჩინეთშია
თურქეთის მასპინძლობით ანტალიაში მიმდინარე COP31 მეორე კვირაა გრძელდება.
აშშ-მა ირანის კუნძულ კეშმზე არაერთი თავდასხმა განახორციელა
FBI: კიბერთავდასხმების ავტომატიზაციისთვის ARTEX-ი გამოიყენეს
იაპონიამ საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსული თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლო თვითმფრინავები ააფრინა
178 მსხვილი გლობალური ბრენდი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა
IMF-მ განაცხადა, რომ უკრაინასთან 1,6 მილიარდი დოლარის შეთანხმების მიმართულებით პროგრესია მიღწეული
მინისტრი ფიდანი: თურქეთის ცენტრალურ როლს ყველა აფასებს
კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს „აბსურდულად“ მიიჩნევს
მინისტრი ქურუმი: არ გვსურს, ანტალიაში განხილული საკითხები საკონფერენციო დარბაზებში დარჩეს
ირანი უარყოფს აშშ-სთან არსებულ „არც ომის, არც მშვიდობის“ სტატუს-კვოს
პრეზიდენტი ერდოღანი: პალესტინის საქმეს ყველა პლატფორმაზე ყველაზე ძლიერად დავიცავთ
ეკლესიაზე განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმის გამო სამ პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
აიზენკოტმა ნეთანიაჰუს მოწოდება ერთიანობისკენ „მანიპულაციად“ შეაფასა და უარყო
თურქეთმა და 17-მა ქვეყანამ დაგმეს ისრაელის თავდასხმა ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე