ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ნავთობის ფასები იზრდება
ვაშინგტონის გეგმების გამო, გააძლიეროს ზეწოლა თეირანზე, ნედლი ნავთობის ფასი ზედიზედ მეშვიდე სესიაა იზრდება.
ნავთობის ფასები იზრდება
ნავთობის ფასები იზრდება / Reuters
 

ოთხშაბათს ნავთობის ფასებმა განაგრძო რამდენიმედღიანი ზრდა იმ ცნობების ფონზე, რომ აშშ აპირებს ირანის პორტების ბლოკადის გაგრძელებას. ეს, სავარაუდოდ, გამოიწვევს ახლო აღმოსავლეთიდან - ნავთობის მოპოვების უმნიშვნელოვანესი რეგიონიდან - მიწოდების შეფერხების გახანგრძლივებას.

როგორც გამოცემა Wall Street Journal სამშაბათს გვიან ღამით, ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანაშემწეებს ირანის ბლოკადის გაგრძელებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება დაავალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი გააგრძელებს ირანის ეკონომიკისა და ნავთობის ექსპორტის შევიწროებას პორტებში გემების მიმოსვლის დაბლოკვის გზით.

ივნისის ბრენტის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 52 ცენტით, ანუ 0,47%-ით გაიზარდა და ბარელზე 111,78 დოლარი შეადგინა, რითაც ზედიზედ მერვე დღეა ზრდას განაგრძობს. ივნისის კონტრაქტს ვადა ხუთშაბათს ეწურება, ხოლო უფრო აქტიური ივლისის ფიუჩერსები ამჟამად 0,4%-იანი მატებით, 104,84 დოლარად ივაჭრება.

აშშ-ის დასავლეთ ტექსასური ნავთობის (WTI) ივნისის ფიუჩერსები, წინა სესიაზე 3,7%-იანი მატების შემდეგ, კიდევ 57 ცენტით (0,57%-ით) გაიზარდა და ბარელზე 100,50 დოლარი შეადგინა. ფასები ბოლო რვა დღიდან შვიდში მზარდი იყო.

საბროკერო კომპანია Haitong Futures-ის ანალიტიკოსმა, იანგ ანმა აღნიშნა: „ნავთობის ფასების ბოლოდროინდელი ზრდა სრუტის ბლოკადითაა გამოწვეული. თუ ტრამპი ბლოკადის გაგრძელებას აპირებს, მიწოდების შეფერხებები კიდევ უფრო გაუარესდება, რაც ფასებს კიდევ უფრო მაღლა დასწევს“.

აშშ-ისრაელ-ირანის ომში, რომელიც 28 თებერვალს დაიწყო, ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა და მხარეები კონფლიქტის ოფიციალურად დასრულებას ცდილობენ. თუმცა, ირანმა ჰორმუზის სრუტეში, სადაც გლობალური ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდების დაახლოებით 20% გადის, გემების მოძრაობა შეაჩერა, აშშ-მა კი ირანის პორტების ბლოკადა მოახდინა. ამ ვითარებამ კონფლიქტი ჩიხში შეიყვანა.

აშშ ირანისგან ბირთვული იარაღის პროგრამის შეწყვეტას მოითხოვს, ირანი კი, თავის მხრივ, ბოლოდროინდელი შეტაკებების გამო კომპენსაციას, ეკონომიკური სანქციების შემსუბუქებასა და ჰორმუზის სრუტეზე გარკვეული კონტროლის დაწესებას ითხოვს.

ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა კვლავ იწვევს გლობალური მარაგების შემცირებას. ბაზრის წყაროებმა სამშაბათს გვიან ღამით განაცხადეს, რომ ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის (API) მონაცემებით, აშშ-ის ნავთობის მარაგები ზედიზედ მეორე კვირაა მცირდება.

წყაროების ცნობით, 24 აპრილს დასრულებულ კვირაში ნედლი ნავთობის მარაგები 1,79 მილიონი ბარელით შემცირდა. ბენზინის მარაგებმა 8,47 მილიონი ბარელით იკლო, ხოლო დისტილირებული საწვავის მარაგებმა - 2,60 მილიონი ბარელით.

აღმოაჩინეთ
აშშ-ის დაზვერვის დირექტორმა კლეიტონმა განაცხადა, რომ სისტემებში შესაძლოა უფრო მეტი შეფერხება მოხდეს
ლიბიაში გაეროს მისიამ განაცხადა, რომ ბენღაზის პორტზე განხორციელებული თავდასხმების გამო შეშფოთებულია
უკრაინა: „რუსეთის სხვადასხვა თავდასხმის შედეგად 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა“
ტრამპი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანზე თავდასხმები შესაძლოა ახალი წლის შემდეგ განახლდეს
თურქეთის წითელი ნახევარმთვარისგან ღაზას 25 ათას ადამიანზე გათვლილი სასურსათო დახმარება
ირანი აცხადებს, რომ ბაჰრეინში აშშ-ის რადარებს დაარტყა
ფიდანი: აშშ თავის გლობალურ სტრატეგიას ხელახლა განიხილავს
მინისტრი ფიდანი: იემენის ტერიტორიაზე სამხედროების განთავსების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ არს
თბილისში თურქეთის ელჩმა, არიმ, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები შეაფასა
ზელენსკი: „მოკავშირეებს ესმით, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების ყველაზე მკაფიო გარანტია ნატოს წევრობაა“
პარა ტაეკვონდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების სპორტსმენებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვეს
უკრაინა: რუსეთის მიერ კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
მინისტრი ფიდანი ანკარაში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფიტოს შეხვდა
მომხმარებელთა ნდობის ინდექსი ნოემბერში გაიზარდა
WSJ: აშშ „უკრაინის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ ნატოს წევრობის“ იდეას აყენებს