ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
ირანელები ისრაელ-აშშ-ის თავდასხმების შედეგად ალი ხამენეის მკვლელობის შემდეგ ქუჩებში გამოვიდნენ
აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად სასულიერო ლიდერის, ალი ხამენეის დაღუპვის შემდეგ, მთელ ირანში მასობრივი დემონსტრაციები და სამგლოვიარო ცერემონიები გაიმართა.
ირანელები ისრაელ-აშშ-ის თავდასხმების შედეგად ალი ხამენეის მკვლელობის შემდეგ ქუჩებში გამოვიდნენ
ირანელები ისრაელ-აშშ-ის თავდასხმების შედეგად ალი ხამენეის მკვლელობის შემდეგ ქუჩებში გამოვიდნენ / Reuters

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო თავდასხმების შედეგად ალი ხამენეის მკვლელობის შესახებ, კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები დაიწყო.

განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში და ირანის შიგნით ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი რეაქცია გამოიწვია.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ დილის საათებში დაადასტურა ხამენეის დაღუპვა აშშ-ისრაელის თავდასხმების შედეგად და გამოაცხადა, რომ „ისლამური რევოლუციის ლიდერმა მოწამეობრივი აღსასრული ჰპოვა“.

მთავრობამ 40-დღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა და შვიდდღიანი ოფიციალური უქმეების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

ხამენეის გარდაცვალების შესახებ ცნობის გავრცელების შემდეგ, ქვეყნის მრავალ ქალაქში ხალხმრავალი მასები ქუჩებში გამოვიდნენ.

ირანული მედიის ცნობით, ირანის დროშებით ხელში დემონსტრანტები ქალაქების ცენტრებში შეიკრიბნენ და თავიანთი მწუხარება გამოხატეს.

თეირანში ასობით ადამიანი შეიკრიბა ინყილაბის მოედანზე. მომიტინგეებს ხამენეის პოსტერები ეჭირათ და აშშ-სა და ისრაელის დამგმობ ლოზუნგებს გაიძახოდნენ.

წმინდა ქალაქ ყუმში ასობით ადამიანი შეიკრიბა ჰაზრათ მასუმეს აკლდამასთან და თავდასხმები გააპროტესტა.

მაშჰადში კი მგლოვიარეებმა ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური ადგილის, იმამ რეზას აკლდამის გუმბათზე შავი დროშა აღმართეს, რაც სიმბოლური გლოვის გამოხატვა იყო.

ასევე დაიღუპნენ ხამენეის ოჯახის წევრები

ოფიციალური პირების განცხადებით, შაბათს გამთენიისას განხორციელებული თავდასხმის სამიზნე ხამენეი იყო, რომელიც იმ დროს თეირანში, თავის ოფისში იმყოფებოდა.

ირანის სახელმწიფო მედიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიწისქვეშა თავშესაფარში დამალვის შესახებ გავრცელებული ცნობების საპირისპიროდ, ხამენეი თავდასხმის მომენტში „თავის პოსტზე და ხალხის გვერდით“ იმყოფებოდა. მისი გარდაცვალება შეფასდა, როგორც მისი მთელი ცხოვრების მანძილზე შესრულებული საზოგადოებრივი ლიდერის როლის ასახვა.

ირანული წყაროების ცნობით, თავდასხმების შედეგად ასევე დაიღუპნენ ხამენეის ოჯახის ზოგიერთი წევრი, მათ შორის მისი ქალიშვილი, სიძე, შვილიშვილი და რძალი.

თავდასხმებს ემსხვერპლნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც. ირანის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის განცხადებით, თავდასხმების შედეგად დაიღუპა 201 და დაშავდა 747 ადამიანი.

აღმოაჩინეთ
COP31-ში მონაწილეობას 6 კონტინენტიდან 102 ლიდერი მიიღებს
ჩინეთის ჩრდილოეთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მრავალი ადამიანი ემსხვერპლა
ჰამასი ღაზაში კარვის ჩამონგრევასთან დაკავშირებით: „პასუხისმგებლობა ისრაელს ეკისრება“
საფრანგეთი: აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან იქნება
ეგვიპტეში მატარებლის ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 112 კი დაშავდა
გამოქვეყნდა თურქეთ-ერაყის ერთობლივი განცხადება პრესისთვის
პრეზიდენტ ერდოღანის მილოცვა აზერბაიჯანის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით
პრეზიდენტი ერდოღანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
საუდის არაბეთის 3 ქალაქში ადრეული გაფრთხილების სისტემა ამოქმედდა
იაპონიაში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
კოლუმბიაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა
ყარაბაღის გამარჯვებიდან 6 წელი გავიდა
ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერი ნაღმზე აფეთქდა
MİT-ის ხელმძღვანელი ქალნი: პრობლემა პალესტინა კი არა, ოკუპაციაა
TRT World Forum 2026-ზე გაიმართა პანელი: „თურქეთი: რეგიონული ძალიდან რეგიონთაშორის აქტორამდე“