ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
ჩინეთში, ფეიერვერკების ქარხანაში მომხდარი მძლავრი აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ოფიციალურმა პირებმა შემთხვევა საფუძვლიანად უნდა გამოიძიონ და საჭირო ზომები მიიღონ.
ჩინეთში, ფეიერვერკების ქარხანაში მომხდარი მძლავრი აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა
ჩინეთში, ფეიერვერკების ქარხანაში მომხდარი მძლავრი აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა / Reuters
 

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ფეიერვერკების ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა, 61 კი დაშავდა.

ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინხუამ“ (Xinhua) სამშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფეთქება ორშაბათს ნაშუადღევს, ხუნანის პროვინციის ქალაქ ჩანშაში მდებარე ფეიერვერკების ქარხანაში მოხდა.

შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 500 მაშველი გაიგზავნა, საფრთხის ქვეშ მყოფი ზონებიდან კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ხელისუფლება აფეთქების გამომწვევ მიზეზებს იძიებს.

„სინხუას“ ცნობით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა გასცა განკარგულება, რომ მაქსიმალური ძალისხმევა მიემართოს დაკარგულთა ძებნისა და დაშავებულთა გადასარჩენად, ასევე მოითხოვა მომხდარის გამოძიება და სათანადო ზომების გატარება.

ჩინეთში სამრეწველო ავარიები, მათ შორის ფეიერვერკების ინდუსტრიაში, ხშირად ხდება.

გასულ წელს ხუნანში მდებარე სხვა ქარხანაში მომხდარ აფეთქებას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა; 2023 წელს ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტიანძინში აფეთქებები საცხოვრებელ კორპუსებს გადაედო, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. თებერვალში კი ხუბეისა და ძიანსუს პროვინციებში მდებარე ფეიერვერკების მაღაზიებში მომხდარი აფეთქებების შედეგად, შესაბამისად, 12 და 8 ადამიანი დაიღუპა.

აღმოაჩინეთ
აშშ-ის დაზვერვის დირექტორმა კლეიტონმა განაცხადა, რომ სისტემებში შესაძლოა უფრო მეტი შეფერხება მოხდეს
ლიბიაში გაეროს მისიამ განაცხადა, რომ ბენღაზის პორტზე განხორციელებული თავდასხმების გამო შეშფოთებულია
უკრაინა: „რუსეთის სხვადასხვა თავდასხმის შედეგად 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა“
ტრამპი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანზე თავდასხმები შესაძლოა ახალი წლის შემდეგ განახლდეს
თურქეთის წითელი ნახევარმთვარისგან ღაზას 25 ათას ადამიანზე გათვლილი სასურსათო დახმარება
ირანი აცხადებს, რომ ბაჰრეინში აშშ-ის რადარებს დაარტყა
ფიდანი: აშშ თავის გლობალურ სტრატეგიას ხელახლა განიხილავს
მინისტრი ფიდანი: იემენის ტერიტორიაზე სამხედროების განთავსების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ არს
თბილისში თურქეთის ელჩმა, არიმ, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები შეაფასა
ზელენსკი: „მოკავშირეებს ესმით, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების ყველაზე მკაფიო გარანტია ნატოს წევრობაა“
პარა ტაეკვონდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების სპორტსმენებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვეს
უკრაინა: რუსეთის მიერ კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
მინისტრი ფიდანი ანკარაში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფიტოს შეხვდა
მომხმარებელთა ნდობის ინდექსი ნოემბერში გაიზარდა
WSJ: აშშ „უკრაინის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ ნატოს წევრობის“ იდეას აყენებს