ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი მაიამიში ღაზას საკითხზე დაგეგმილ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი მაიამიში დაესწრება მოლაპარაკებებს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფის თავმჯდომარეობით გაიმართება. შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ კატარისა და ეგვიპტის
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი მაიამიში ღაზას საკითხზე დაგეგმილ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი მაიამიში ღაზას საკითხზე დაგეგმილ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას / AA

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჰაქან ფიდანი პარასკევს აშშ-ის ქალაქ მაიამიში დაესწრება შეხვედრას, რომლის დღის წესრიგის მთავარი თემა ღაზაა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენი მინისტრი ხვალ (19 დეკემბერს), ქალაქ მაიამიში, აშშ-ის, ეგვიპტისა და კატარის ოფიციალური პირების მონაწილეობით გამართულ ღაზას საკითხზე მიძღვნილ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართება მოლაპარაკებები სხვა რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებით.“

მანამდე თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სააგენტო „ანადოლუს“ განუცხადა, რომ სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი თურქეთის, კატარისა და ეგვიპტის წარმომადგენლებს შეხვდებოდა, რათა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგი ეტაპი განეხილათ.

ეს შეხვედრა ტარდება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ. შეთანხმების პირველი ეტაპი მოიცავდა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ისრაელის ძალების ნაწილობრივ გაყვანას, მძევლებისა და პატიმრების გაცვლას და პალესტინის დასახლებებში სრულმასშტაბიანი ჰუმანიტარული დახმარების შეტანას.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული მეორე ეტაპი მოითხოვს საერთაშორისო სტაბილურობის ძალების (ISF) განლაგებას, „ჰამასის“ განიარაღებას, ისრაელის სრულ გასვლას რეგიონიდან და „ტექნოკრატიული“ პალესტინური კომიტეტის შექმნას, რომელიც დროებით მართავს ღაზას.

პალესტინელები ისრაელს არაერთხელ ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში, რომელმაც შეაჩერა ორწლიანი ომი. 2023 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული ამ ომს 70 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა (უმეტესად ქალები და ბავშვები), ხოლო 170 000-ზე მეტი დაშავდა.

ღაზას ჯანდაცვის უწყებების მონაცემებით, ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლის შემდეგ, ისრაელის თავდასხმების შედეგად სულ მცირე 395 პალესტინელი დაიღუპა და 1088 დაშავდა.

აღმოაჩინეთ
ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან, კუშნერთან და უიტკოფთან, სატელეფონო საუბარი გამართა
მინისტრი ჩიფჩი: „იტალიასთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ვგეგმავთ“
სირიის პრეზიდენტი ალ-შარა ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთში გაემგზავრა
აშშ-ის 2026 წლის შუალედური არჩევნები: დემოკრატებმა სენატში 54 ადგილს მიაღწიეს
შუალედური არჩევნების შემდეგ ჩინეთი „აშშ-სთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად მზადაა“
პრეზიდენტმა ერდოღანმა სამხრეთ კორეის კომპანიების მაღალი რანგის ხელმძღვანელები მიიღო
ევროკავშირის მოწოდება კრიზისებისთვის მზადყოფნის შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელისთვის განკუთვნილი 4 მილიარდი დოლარის დახმარება შეწყდება
აშშ-ის 2026 წლის შუალედური არჩევნები: დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა მოიპოვეს
პრეზიდენტმა ერდოღანმა ლი ჯე მიონი-სთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა
ვითარება აშშ-ის არჩევნებამდე: დემოკრატები გამოკითხვებში სენატის 7-ვე გადამწყვეტ ბრძოლაში ლიდერობენ
პრეზიდენტ ერდოღანს სამხრეთ კორეაში ოფიციალური ცერემონიით დახვდნენ
აშშ საარჩევნო ყუთებთან: არჩევნები ტრამპის მეორე ვადის ბედს გადაწყვეტს
ირანის არმია: „აშშ-ის მხრიდან ნებისმიერი ახალი აგრესიის შემთხვევაში, ომი რეგიონით არ შემოიფარგლება“
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა