ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
TİKA-სგან ვენესუელას 2 სატვირთო მანქანა თავშესაფარი და პირველადი მოხმარების ნივთები გადაეცა
თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TİKA), ვენესუელაში მიწისძვრით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ ლა-გუაირას 2 სატვირთო მანქანა თავშესაფრისა და პირველადი მოხმარების ნივთებით დაეხმარა.
TİKA-სგან ვენესუელას 2 სატვირთო მანქანა თავშესაფარი და პირველადი მოხმარების ნივთები გადაეცა
TİKA-სგან ვენესუელას 2 სატვირთო მანქანა თავშესაფარი და პირველადი მოხმარების ნივთები გადაეცა

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TİKA), ვენესუელაში მიწისძვრით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ ლა-გუაირას 2 სატვირთო მანქანა თავშესაფრისა და პირველადი მოხმარების ნივთებით დაეხმარა.

დახმარება, რომელიც მოიცავდა საძილე ტომრებს, კარვებს, სამზარეულოს ნაკრებებსა და პორტატიულ ქურებს, ლა-გუაირას გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ქალაქის ხოსე მარია ვარგასის სახელობის სტადიონზე გადაეცათ, სადაც ჰუმანიტარული ტვირთი გროვდება.

დახმარების გადაცემის პროცესს ესწრებოდნენ თურქეთის ელჩი კარაკასში ნაჯი აიდან ქარამანოღლუ, ლა-გუაირას გუბერნატორი ხოსე ალეხანდრო ტერანი, TİKA-ს ბოგოტას პროგრამის კოორდინატორი აჰმედ ფარუქ მუშთაქოღლუ, ასევე თურქეთის შეიარაღებული ძალების ჰუმანიტარული დახმარების ბრიგადის მეთაური, ბრიგადის გენერალი მეჰმეთ ბაჰთიარი, AFAD-ის (კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) წარმომადგენლები და ეროვნული სამედიცინო სამაშველო ჯგუფი (UMKE).

ელჩმა ქარამანოღლუმ თავის გამოსვლაში აღნიშნა: „ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმყოფებით ლა-გუაირაში ჰუმანიტარული დახმარების გადმოსაცემად. დღეს TİKA-მ აქ 100 კარავი, 200 საძილე ტომარა, 200 საწოლი და სამზარეულოს სხვა ნივთები ჩამოიტანა. ეს TİKA-ს მიერ გაწეული უკვე მესამე დახმარებაა“.

ქარამანოღლუმ განაცხადა: „მიწისძვრის შემდეგ ჭრილობების მოშუშების პროცესი ჩვენთვის, სამწუხაროდ, ძალიან ნაცნობია. ჩვენ აქ ვართ, რათა მეგობარ ვენესუელელ ხალხს ვუჩვენოთ, რომ ისინი მარტო არ არიან და ჩვენი დახმარება არ იქნება ერთჯერადი, ის კვლავ გაგრძელდება“.

ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ჰუმანიტარული დახმარება გაგრძელდება და აღნიშნა, რომ 12 ივლისს თურქეთიდან ვენესუელაში ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული კიდევ 2 თვითმფრინავი ჩავა.

„ჩვენ მომავალშიც დავამტკიცებთ, რომ მეგობარი ვენესუელელი ხალხის გვერდით ვართ“, - დასძინა მან.

ცოტა ხნის წინ TİKA-მ ლა-გუაირაში მყოფ საჭიროების მქონე პირებს ასევე გადასცა სამძებრო-სამაშველო აღჭურვილობა, გადაუდებელი საჭიროების ნივთები, საკვები და ჰიგიენური საშუალებები.

აღმოაჩინეთ
COP31-ში მონაწილეობას 6 კონტინენტიდან 102 ლიდერი მიიღებს
ჩინეთის ჩრდილოეთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მრავალი ადამიანი ემსხვერპლა
ჰამასი ღაზაში კარვის ჩამონგრევასთან დაკავშირებით: „პასუხისმგებლობა ისრაელს ეკისრება“
საფრანგეთი: აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან იქნება
ეგვიპტეში მატარებლის ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 112 კი დაშავდა
გამოქვეყნდა თურქეთ-ერაყის ერთობლივი განცხადება პრესისთვის
პრეზიდენტ ერდოღანის მილოცვა აზერბაიჯანის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით
პრეზიდენტი ერდოღანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
საუდის არაბეთის 3 ქალაქში ადრეული გაფრთხილების სისტემა ამოქმედდა
იაპონიაში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
კოლუმბიაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა
ყარაბაღის გამარჯვებიდან 6 წელი გავიდა
ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერი ნაღმზე აფეთქდა
MİT-ის ხელმძღვანელი ქალნი: პრობლემა პალესტინა კი არა, ოკუპაციაა
TRT World Forum 2026-ზე გაიმართა პანელი: „თურქეთი: რეგიონული ძალიდან რეგიონთაშორის აქტორამდე“