ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
ბერლინის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა
ხანძრია გამო, საავადმყოფოს სრული ევაკუაცია განხორციელდა; შემთხვევის შედეგად ერთმა ადამიანმა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო, ხოლო კიდევ ერთი მძიმედ დაშავდა.
ბერლინის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა
ხანძარი ბერლინში / Anadolu Agency (Wire)
 

ბერლინის ლიხტენბერგის რაიონში მდებარე საავადმყოფოში, პალატაში გაჩენილი ხანძრისა და შენობაში კვამლის გავრცელების გამო, საავადმყოფოს სრული ევაკუაცია განხორციელდა; შემთხვევის შედეგად ერთმა ადამიანმა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო, ხოლო კიდევ ერთი მძიმედ დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კვირა ღამით, ბერლინის ლიხტენბერგის რაიონის ერთ-ერთ საავადმყოფოში, პალატაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა; ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

უფლებამოსილი პირების ცნობით, ხანძარი საავადმყოფოს შენობის ერთ-ერთი ნაწილის პირველ სართულზე გაჩნდა. შენობის სხვა ნაწილებში კვამლის სწრაფად გავრცელების გამო შენობის სრული ევაკუაცია განხორციელდა, სახანძრო ბრიგადები კი ცეცხლის ჩასაქრობად და იმის შესამოწმებლად ჩაერთვნენ, ხომ არ იყო ვინმე შიგნით ჩარჩენილი.

ბერლინის სახანძრო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ერთი ადამიანი, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება, და კიდევ ერთი მძიმედ დაშავებული პირი, გადაუდებელი სამედიცინო თანხლებით სხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. 13 ადამიანი კი მსუბუქად დაშავდა და მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ“.

ხანძრის ჩაქრობისა და შენობის განიავების შემდეგ, სახანძრო ჯგუფებმა შემთხვევის ადგილი პოლიციას გადააბარეს. პოლიციამ ხანძრის გაჩენის მიზეზთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ხანძრის მიზეზის შესახებ ჯერჯერობით სხვა დეტალები არ გავრცელებულა.

წყარო: ბერლინის სახანძრო სამსახური

აღმოაჩინეთ
სენეგალის სანაპიროსთან, დაახლოებით 100 ადამიანის გადამყვანი მიგრანტების ნავი გადაბრუნდა
ტრამპი APEC-ის სამიტისა და სამმხრივი შეხვედრისთვის ჩინეთშია
თურქეთის მასპინძლობით ანტალიაში მიმდინარე COP31 მეორე კვირაა გრძელდება.
აშშ-მა ირანის კუნძულ კეშმზე არაერთი თავდასხმა განახორციელა
FBI: კიბერთავდასხმების ავტომატიზაციისთვის ARTEX-ი გამოიყენეს
იაპონიამ საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსული თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლო თვითმფრინავები ააფრინა
178 მსხვილი გლობალური ბრენდი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა
IMF-მ განაცხადა, რომ უკრაინასთან 1,6 მილიარდი დოლარის შეთანხმების მიმართულებით პროგრესია მიღწეული
მინისტრი ფიდანი: თურქეთის ცენტრალურ როლს ყველა აფასებს
კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს „აბსურდულად“ მიიჩნევს
მინისტრი ქურუმი: არ გვსურს, ანტალიაში განხილული საკითხები საკონფერენციო დარბაზებში დარჩეს
ირანი უარყოფს აშშ-სთან არსებულ „არც ომის, არც მშვიდობის“ სტატუს-კვოს
პრეზიდენტი ერდოღანი: პალესტინის საქმეს ყველა პლატფორმაზე ყველაზე ძლიერად დავიცავთ
ეკლესიაზე განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმის გამო სამ პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
აიზენკოტმა ნეთანიაჰუს მოწოდება ერთიანობისკენ „მანიპულაციად“ შეაფასა და უარყო