ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
თურქეთის რესპუბლიკა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკასთან ახალ ეკონომიკურ შეთანხმებას გააფორმებს
თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯევდეთ ილმაზმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკასთან (ჩკთრ) კავშირები „ჩვეულებრივი ურთიერთობა არ არის“ და კიდევ ერთხელ დაადასტურა ანკარის, როგორც გარანტორი სახელმწიფოს მხარდაჭერა ჩკთრ-ის მიმართ
თურქეთის რესპუბლიკა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკასთან ახალ ეკონომიკურ შეთანხმებას გააფორმებს
თურქეთის რესპუბლიკა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკასთან ახალ ეკონომიკურ შეთანხმებას გააფორმებს / Anadolu Agency
 

ვიცე-პრეზიდენტმა ჯევდეთ ილმაზმა აღნიშნა, რომ თურქეთი და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა (ჩკთრ) გააგრძელებენ თანამშრომლობის გაღრმავებას და მარტის ბოლომდე დაასრულებენ მუშაობას ახალ ეკონომიკურ შეთანხმებაზე.

ხუთშაბათს, ანკარაში ჩკთრ-ის პრემიერ-მინისტრ უნალ უსტელთან შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, ილმაზმა შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა და აღნიშნა, რომ მუშაობა გრძელდება ახალ ეკონომიკურ და ფინანსურ თანამშრომლობის ჩარჩოზე.

„ჩვენი მიზანი ნათელი და მკაფიოა. ჩვენ გვსურს ჩკთრ გაცილებით აყვავებულ და ძლიერ მომავალში გადავიყვანოთ,“ - განაცხადა ილმაზმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთსა და ჩკთრ-ს შორის ურთიერთობა „არ არის უბრალო კავშირი ორ ქვეყანას შორის“ და დასძინა, რომ თურქეთი, როგორც გარანტორი სახელმწიფო, კვლავაც „ჩკთრ-ის გვერდით დარჩება“.

ილმაზის თქმით, არსებული თანამშრომლობის პროტოკოლი ეფექტურად ხორციელდება და ორივე მხარე მიზნად ისახავს მარტის ბოლომდე დაასრულოს მოლაპარაკებები ახალ შეთანხმებაზე.

კვიპროსის საკითხთან დაკავშირებით ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტა უნდა ეფუძნებოდეს „კუნძულის რეალობას“, „ორ სახელმწიფოსა და ორ ხალხს“ და სუვერენული თანასწორობის პრინციპებს.

„ჩკთრ და თურქეთის რესპუბლიკა მუდმივად გააგრძელებენ გზას თანამშრომლობის სულისკვეთებით. ვინც არ უნდა ეცადოს ჩვენს რეგიონში რაიმე თამაშების გათამაშებას, რეგიონული რეალობა მათ მახეებს გააბათილებს,“ - დაამატა მან.

შეხვედრის შემდეგ სიტყვით გამოვიდა ჩკთრ-ის პრემიერ-მინისტრი უნალ უსტელიც, რომელმაც ყურადღება გაამახვილა რეგიონულ მოვლენებზე და ახსენა საბერძნეთს, ისრაელსა და სამხრეთ კვიპროსის ბერძნულ ადმინისტრაციას შორის გაფორმებული თავდაცვის პროტოკოლი.

უსტელის თქმით, მას შემდეგ, რაც საბერძნეთმა, ისრაელმა და სამხრეთ კვიპროსის ბერძნულმა ადმინისტრაციამ თავდაცვის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, მათ დაიწყეს შეიარაღების რბოლა და მედიის საშუალებით საკუთარი ახალი თავდაცვითი აღჭურვილობის დემონსტრირებას ახდენენ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კვიპროსელი თურქები „მარტო არ არიან“ და თურქეთის რესპუბლიკა, როგორც სამშობლო, ჩკთრ-ის გვერდით დგას.

ამ ქვეყნების სამმხრივ თავდაცვით თანამშრომლობაზე საუბრისას უსტელმა განაცხადა: „რაც არ უნდა გააკეთონ, ეჭვი არ გვეპარება, რომ საჭირო დროს ჩვენც იმავე სიმტკიცითა და იმავე ფორმით ვუპასუხებთ მათ“.

უსტელმა ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კუნძულზე ორი ხალხი და ორი სახელმწიფოა და ნებისმიერმა გადაწყვეტამ ეს რეალობა უნდა ასახოს.

აღმოაჩინეთ
აშშ-ის დაზვერვის დირექტორმა კლეიტონმა განაცხადა, რომ სისტემებში შესაძლოა უფრო მეტი შეფერხება მოხდეს
ლიბიაში გაეროს მისიამ განაცხადა, რომ ბენღაზის პორტზე განხორციელებული თავდასხმების გამო შეშფოთებულია
უკრაინა: „რუსეთის სხვადასხვა თავდასხმის შედეგად 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა“
ტრამპი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანზე თავდასხმები შესაძლოა ახალი წლის შემდეგ განახლდეს
თურქეთის წითელი ნახევარმთვარისგან ღაზას 25 ათას ადამიანზე გათვლილი სასურსათო დახმარება
ირანი აცხადებს, რომ ბაჰრეინში აშშ-ის რადარებს დაარტყა
ფიდანი: აშშ თავის გლობალურ სტრატეგიას ხელახლა განიხილავს
მინისტრი ფიდანი: იემენის ტერიტორიაზე სამხედროების განთავსების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ არს
თბილისში თურქეთის ელჩმა, არიმ, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები შეაფასა
ზელენსკი: „მოკავშირეებს ესმით, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების ყველაზე მკაფიო გარანტია ნატოს წევრობაა“
პარა ტაეკვონდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების სპორტსმენებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვეს
უკრაინა: რუსეთის მიერ კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
მინისტრი ფიდანი ანკარაში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფიტოს შეხვდა
მომხმარებელთა ნდობის ინდექსი ნოემბერში გაიზარდა
WSJ: აშშ „უკრაინის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ ნატოს წევრობის“ იდეას აყენებს