ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 1 წუთი
ირანი ბირთვულ ობიექტებზე დარტყმას რეგიონული იერიშებით უპასუხებს
თეირანმა განაცხადა, რომ ქვეყნის ბირთვულ ან სხვა სენსიტიურ ობიექტებზე აშშ-ის ნებისმიერ თავდასხმას მკაცრად უპასუხებს და დარტყმას ამერიკულ ინტერესებსა და მის მოკავშირეებზე განახორციელებს.
ირანი ბირთვულ ობიექტებზე დარტყმას რეგიონული იერიშებით უპასუხებს
ირანის განცხადებით, ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმები რეგიონულ კონფლიქტს გააფართოებს (ფოტო: არქივი) / Reuters

ირანის შეიარაღებული ძალების შტაბმა გააფრთხილა აშშ, რომ ქვეყნის ბირთვულ ან სხვა სენსიტიურ ობიექტებზე ნებისმიერი თავდასხმა გამოიწვევს რეგიონულ იერიშებს, რომლებიც მიმართული იქნება როგორც ამერიკული ინტერესების, ისე ვაშინგტონის მოკავშირეებისა და მხარდამჭერების წინააღმდეგ.

შეიარაღებული ძალების შტაბმა აღნიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯი განიხილება ომის მთელ რეგიონში გაფართოებად და გამოიწვევს შეიარაღებული ძალების მხრიდან "ძლიერ" პასუხს.

ეს გაფრთხილება მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარას ირანის ნათანზის ბირთვულ კომპლექსთან მდებარე მიწისქვეშა კაზმას მთის ობიექტზე თავდასხმის შესახებ. ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ რეგიონს „ძალიან მძიმე“ დარტყმას მიაყენებს.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი ვარაუდით, ირანმა რეგიონში ბირთვული ცენტრიფუგები გადაიტანა, თუმცა ვაშინგტონს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.

ქუვეითში სარადარო სისტემები გახდა სამიზნე

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) მანამდე განაცხადა, რომ ოპერაცია „ნასრ 2“-ის 24-ე ტალღის ფარგლებში, ქუვეითში, ალი ალ-სალემის ავიაბაზის მახლობლად მდებარე ადრეული შეტყობინების რადარი, ტაქტიკური სარადარო კომპლექსი და კიდევ ერთი სარადარო სისტემა გაანადგურა ქუვეითის კუნძულ ბუბიანზე.

IRGC-მ აღნიშნა, რომ სარადარო სისტემები მწყობრიდან გამოვიდა და „აგრესორის“ (აშშ) წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები გაგრძელდება.

გასული კვირიდან აშშ-მა გააძლიერა თავდასხმები ირანზე, რაზეც თეირანმა უპასუხა იმ ობიექტებსა და ბაზებზე დარტყმებით, რომლებსაც, მისი თქმით, აშშ-ის არმია რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაში იყენებს.

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთდარტყმები ხორციელდება იმის მიუხედავად, რომ ივნისში, პაკისტანის შუამავლობით, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს თებერვალში დაწყებული ომის დასასრულებლად და მუდმივი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.

აღმოაჩინეთ
COP31-ში მონაწილეობას 6 კონტინენტიდან 102 ლიდერი მიიღებს
ჩინეთის ჩრდილოეთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მრავალი ადამიანი ემსხვერპლა
ჰამასი ღაზაში კარვის ჩამონგრევასთან დაკავშირებით: „პასუხისმგებლობა ისრაელს ეკისრება“
საფრანგეთი: აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან იქნება
ეგვიპტეში მატარებლის ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 112 კი დაშავდა
გამოქვეყნდა თურქეთ-ერაყის ერთობლივი განცხადება პრესისთვის
პრეზიდენტ ერდოღანის მილოცვა აზერბაიჯანის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით
პრეზიდენტი ერდოღანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
საუდის არაბეთის 3 ქალაქში ადრეული გაფრთხილების სისტემა ამოქმედდა
იაპონიაში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
კოლუმბიაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა
ყარაბაღის გამარჯვებიდან 6 წელი გავიდა
ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერი ნაღმზე აფეთქდა
MİT-ის ხელმძღვანელი ქალნი: პრობლემა პალესტინა კი არა, ოკუპაციაა
TRT World Forum 2026-ზე გაიმართა პანელი: „თურქეთი: რეგიონული ძალიდან რეგიონთაშორის აქტორამდე“