ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
მამდანი ისლამოფობიისა და პალესტინელების წინააღმდეგ მიმართული რასიზმის წინაშე ბრძოლის პირობას დებს
ნიუ-იორკის პირველმა მუსლიმმა არჩეულმა მერმა, მამდანიმ, პალესტინელი სტუდენტის შემთხვევაზე მითითებით, რომელსაც უსამართლოდ დასდეს ბრალი შეიარაღებულ თავდასხმაში, განაცხადა, რომ ნიუ-იორკი სიძულვილის ენის წინააღმდეგ უნდა დადგეს.
მამდანი ისლამოფობიისა და პალესტინელების წინააღმდეგ მიმართული რასიზმის წინაშე ბრძოლის პირობას დებს
მამდანი ისლამოფობიისა და პალესტინელების წინააღმდეგ მიმართული რასიზმის წინაშე ბრძოლის პირობას დებს / AP
 

ნიუ-იორკის არჩეულმა მერმა, ზოჰრან მამდანიმ, პირობა დადო, რომ მომავალ კვირას, უფლებამოსილების შესრულების დაწყებისთანავე, ისლამოფობიისა და ანტიპალესტინური რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლას პრიორიტეტად აქცევს.

მამდანიმ, რომელიც ისტორიაში შევა როგორც ქალაქის პირველი მუსლიმი მერი, ეს განცხადება ბრაუნის უნივერსიტეტის პალესტინელი სტუდენტის, მუსტაფა ხარბუშის წინააღმდეგ მიმართული მიზანმიმართული შევიწროების კამპანიის გამო გააკეთა.

არჩეულმა მერმა სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც კონსპირაციულმა თეორეტიკოსებმა ხარბუში უსაფუძვლოდ დააკავშირეს მომაკვდინებელ შეიარაღებულ თავდასხმასთან, სტუდენტის პირადი მონაცემები გასაჯაროვდა (ე.წ. doxxing) და მან სიკვდილის მუქარები მიიღო.

სამიზნეში ამოღების ინციდენტი გამოიწვია იმ ფოტოს გავრცელებამ, რომელზეც ხარბუშს კეფია (არაბული თავსაბურავი) ახურავს.

სამშაბათს სიტყვით გამოსვლისას მამდანიმ განაცხადა: „როგორც მერი, ჩემს მოვალეობად მივიჩნევ ყველა ნიუ-იორკელის დაცვას, დაფასებას და მხარდაჭერას; ისლამოფობიასა და ანტიპალესტინურ რასიზმთან ბრძოლას კი ყოველ ნაბიჯზე ვაპირებ“.

მამდანიმ პირად სატელეფონო საუბარში ხარბუშთან განიხილა მისი აკადემიური გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობებისა და ანთროპოლოგიის სფეროში და მისი გეგმები სადოქტორო ხარისხის მოპოვებასთან დაკავშირებით.

ხარბუშს მანამდე ნიუ-იორკში საზაფხულო სტაჟირება ჰქონდა გავლილი.

მამდანიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, დაიცვას მაცხოვრებლები იდენტობის ნიადაგზე განხორციელებული თავდასხმებისგან და აღნიშნა: „მუსტაფას ვუთხარი, რომ მოხარულები ვიქნებით მისი კვლავ ნიუ-იორკში ხილვით“.

მოსალოდნელია, რომ მამდანი ფიცს დადებს და მოვალეობის შესრულებას 1 იანვარს, ახალ წელს შეუდგება.

აღმოაჩინეთ
აშშ-ის დაზვერვის დირექტორმა კლეიტონმა განაცხადა, რომ სისტემებში შესაძლოა უფრო მეტი შეფერხება მოხდეს
ლიბიაში გაეროს მისიამ განაცხადა, რომ ბენღაზის პორტზე განხორციელებული თავდასხმების გამო შეშფოთებულია
უკრაინა: „რუსეთის სხვადასხვა თავდასხმის შედეგად 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა“
ტრამპი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანზე თავდასხმები შესაძლოა ახალი წლის შემდეგ განახლდეს
თურქეთის წითელი ნახევარმთვარისგან ღაზას 25 ათას ადამიანზე გათვლილი სასურსათო დახმარება
ირანი აცხადებს, რომ ბაჰრეინში აშშ-ის რადარებს დაარტყა
ფიდანი: აშშ თავის გლობალურ სტრატეგიას ხელახლა განიხილავს
მინისტრი ფიდანი: იემენის ტერიტორიაზე სამხედროების განთავსების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ არს
თბილისში თურქეთის ელჩმა, არიმ, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები შეაფასა
ზელენსკი: „მოკავშირეებს ესმით, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების ყველაზე მკაფიო გარანტია ნატოს წევრობაა“
პარა ტაეკვონდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების სპორტსმენებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვეს
უკრაინა: რუსეთის მიერ კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
მინისტრი ფიდანი ანკარაში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფიტოს შეხვდა
მომხმარებელთა ნდობის ინდექსი ნოემბერში გაიზარდა
WSJ: აშშ „უკრაინის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ ნატოს წევრობის“ იდეას აყენებს