ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
დანიაში სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება
დანიამ განაცხადა, რომ 2027-2028 სასწავლო წლიდან დაწყებით და საშუალო სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება აღარ იქნება დაშვებული.
დანიაში სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება
დანიაში სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება / AFP (Wire)
 

დანიის განათლების სამინისტროს განცხადებით, შესაბამისი რეგულაცია, რომლის თანახმადაც მომავალი სასწავლო წლიდან დაწყებით და საშუალო სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება, ძალაში შევა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეგულაცია მობილურ ტელეფონებთან ერთად ინტერნეტზე წვდომის მქონე სხვა პირად ელექტრონულ მოწყობილობებსაც შეეხება. ასევე, სკოლების ინტერნეტქსელებში შინაარსის ფილტრაციის სისტემა დაინერგება.

განცხადების თანახმად, გაკვეთილების დროს შეიზღუდება ისეთ პლატფორმებზე წვდომა, რომლებსაც სასწავლო პროცესთან კავშირი არ აქვს, მათ შორის სოციალურ ქსელებზე, ონლაინ თამაშებისა და სავაჭრო ვებგვერდებზე. გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელი ვებგვერდები დაიბლოკება, მუნიციპალიტეტები და სკოლები მიიღებენ.

დანიის განათლების მინისტრმა მაგნუს ჰოინიკემაც ხაზი გაუსვა, რომ ბავშვებს სწავლის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ ისე, რომ მათ ყურადღება არ გაეფანტოთ სოციალური ქსელების, ონლაინვაჭრობისა და თამაშების გამო.

აღმოაჩინეთ
უკრაინა: „რუსეთის სხვადასხვა თავდასხმის შედეგად 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა“
ტრამპი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანზე თავდასხმები შესაძლოა ახალი წლის შემდეგ განახლდეს
თურქეთის წითელი ნახევარმთვარისგან ღაზას 25 ათას ადამიანზე გათვლილი სასურსათო დახმარება
ირანი აცხადებს, რომ ბაჰრეინში აშშ-ის რადარებს დაარტყა
ფიდანი: აშშ თავის გლობალურ სტრატეგიას ხელახლა განიხილავს
მინისტრი ფიდანი: იემენის ტერიტორიაზე სამხედროების განთავსების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ არს
თბილისში თურქეთის ელჩმა, არიმ, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები შეაფასა
ზელენსკი: „მოკავშირეებს ესმით, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების ყველაზე მკაფიო გარანტია ნატოს წევრობაა“
პარა ტაეკვონდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების სპორტსმენებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვეს
უკრაინა: რუსეთის მიერ კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
მინისტრი ფიდანი ანკარაში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფიტოს შეხვდა
მომხმარებელთა ნდობის ინდექსი ნოემბერში გაიზარდა
WSJ: აშშ „უკრაინის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ ნატოს წევრობის“ იდეას აყენებს
ირანმა აშშ ბიოლოგიური იარაღის ბრალდებებით ერაყში შეჭრის დროინდელი „სიცრუის“ გამეორებაში დაადანაშაულა
აშშ-ში მასშტაბური ტექნოლოგიური შეფერხებების შემდეგ კიბერუსაფრთხოების ხელმძღვანელი გაათავისუფლეს