ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 1 წუთი
თურქეთმა სირიაში მიღწეულ შეთანხმებას „ტერორიზმისგან გაწმენდილი ზონისთვის“ გარდამტეხი მომენტი უწოდა
თურქეთის კომუნიკაციების სამმართველოს ხელმძღვანელმა განაცხადა: „ტერიტორიული მთლიანობის მქონე და ტერორისტული ორგანიზაციებისგან გაწმენდილი სირია რეგიონული მშვიდობის გასაღებია.
თურქეთმა სირიაში მიღწეულ შეთანხმებას „ტერორიზმისგან გაწმენდილი ზონისთვის“ გარდამტეხი მომენტი უწოდა
თურქეთმა სირიაში მიღწეულ შეთანხმებას „ტერორიზმისგან გაწმენდილი ზონისთვის“ გარდამტეხი მომენტი უწოდა / AA

თურქეთის კომუნიკაციების სამმართველოს ხელმძღვანელმა, ბურჰანეთინ დურანმა, კვირას სირიაში მიღწეული „ცეცხლის შეწყვეტისა და სრული ინტეგრაციის შეთანხმება“ შეაფასა, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი „ტერორიზმისგან გაწმენდილი ზონის“ შექმნის მიზნისკენ, რასაც პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დიდი ხანია ხაზგასმით აღნიშნავს.

თურქულ სოციალურ პლატფორმა NSosyal-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დურანმა განაცხადა: „შეთანხმების პირობების შესრულება მკაცრად გაკონტროლდება“. მან ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენები შემთხვევითი არ არის და პრეზიდენტ ერდოღანის მიერ წლების განმავლობაში გაჟღერებული პრინციპებისა და გაფრთხილებების გამოძახილია.

დურანის თქმით, სირიაში მუდმივი სტაბილურობა დამოკიდებულია ყველა ეთნიკური და კონფესიური ჯგუფის უფლებების დაცვაზე თანასწორი მოქალაქეობის საფუძველზე. მან დასძინა: „ტერიტორიული მთლიანობის მქონე და ტერორისტული ორგანიზაციებისგან გაწმენდილი სირია რეგიონული მშვიდობის გასაღებია. სირიის მთავრობის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ძალისხმევა მნიშვნელოვანია“.

ხაზგასმით აღნიშნა რა, რომ თურქეთი ძლიერი აქტორია როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან, დურანმა განმარტა, რომ ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციები ხელს უწყობს თურქეთის საზღვრების გასწვრივ უსაფრთხო ზონის შექმნას, ხოლო დიპლომატიური ძალისხმევა მხარს უჭერს სირიის მომავლის ფორმირების პროცესებს.

„სირიის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი თურქეთისთვის შეუცვლელი პრიორიტეტია“, - განაცხადა დურანმა და დასძინა, რომ ანკარა მეზობლის უსაფრთხოებას საკუთარი უსაფრთხოებისგან განცალკევებით არ განიხილავს, მშვიდობას პრინციპად მიიჩნევს, სტაბილურობას კი - მიზნად.

აღმოაჩინეთ
COP31-ში მონაწილეობას 6 კონტინენტიდან 102 ლიდერი მიიღებს
ჩინეთის ჩრდილოეთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მრავალი ადამიანი ემსხვერპლა
ჰამასი ღაზაში კარვის ჩამონგრევასთან დაკავშირებით: „პასუხისმგებლობა ისრაელს ეკისრება“
საფრანგეთი: აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან იქნება
ეგვიპტეში მატარებლის ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 112 კი დაშავდა
გამოქვეყნდა თურქეთ-ერაყის ერთობლივი განცხადება პრესისთვის
პრეზიდენტ ერდოღანის მილოცვა აზერბაიჯანის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით
პრეზიდენტი ერდოღანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
საუდის არაბეთის 3 ქალაქში ადრეული გაფრთხილების სისტემა ამოქმედდა
იაპონიაში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
კოლუმბიაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა
ყარაბაღის გამარჯვებიდან 6 წელი გავიდა
ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერი ნაღმზე აფეთქდა
MİT-ის ხელმძღვანელი ქალნი: პრობლემა პალესტინა კი არა, ოკუპაციაა
TRT World Forum 2026-ზე გაიმართა პანელი: „თურქეთი: რეგიონული ძალიდან რეგიონთაშორის აქტორამდე“