ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ტაიანი გმობს ბენ-გვირის განცხადებებს ფლოტილიის დაკავებულებთან დაკავშირებით
რომის პროკურატურამ ისრაელის ულტრამემარჯვენე მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო დაკავებული აქტივისტებისადმი მოპყრობის გამო; ევროკავშირი კი სანქციების დაწესებას განიხილავს.
ტაიანი გმობს ბენ-გვირის განცხადებებს ფლოტილიის დაკავებულებთან დაკავშირებით
ტაიანი გმობს ბენ-გვირის განცხადებებს ფლოტილიის დაკავებულებთან დაკავშირებით / Reuters

სამშაბათს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმო ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ-გვირის „მიუღებელი“ განცხადებები, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ რომში მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიის დაკავებისას აქტივისტებისადმი მოპყრობასთან დაკავშირებით.

ბენ-გვირმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იტალია, რომელიც თავისი ფორმის გამო ცნობილია როგორც „ჩექმა“, „ვიეტნამური ჩუსტების“ (ფლიპ-ფლოპების) ქვეყნად იქცა.

სხვა განცხადებაში ბენ-გვირმა აღნიშნა: „არავითარ გამოძიებას არ გავექცევი და კვლავინდებურად ამაყად ვიდგები ჩვენი მებრძოლების გვერდით“.

იტალიის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ, ულტრამემარჯვენე ისრაელელი მინისტრის სიტყვებზე მითითებით, განაცხადა: „ეს არის მიუღებელი და მინისტრისთვის შეუფერებელი სიტყვები. იტალია ისრაელის მეგობარია, რომელიც ყოველთვის იცავს თავისუფლებასა და დემოკრატიას“. მან ასევე დასძინა, რომ ბენ-გვირის სიტყვები „მოცემული ჯენტლმენის მორალურ დონეზე მეტყველებს“.

იტალიური მედიის ინფორმაციით, რომის პროკურატურამ ბენ-გვირის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო მაისში გლობალურუ სუმუდის ფლოტილიის დაკავებისას იტალიის მოქალაქეებისადმი მოპყრობასთან დაკავშირებით.

ეს გამოძიება ნაწილია უფრო ფართო მოკვლევისა, რომელიც რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს ისრაელის ხელისუფლების მიერ იმ გემების დაკავების თაობაზე, რომლებსაც აქტივისტები (მათ შორის იტალიის მოქალაქეები) გადაჰყავდათ. პროკურატურა წამებისა და გატაცების ბრალდებებს სწავლობს.

იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს ცნობით, ბენ-გვირის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ვიდეოს გამო, რომელიც მან გასულ თვეში აქტივისტების დაკავების შემდეგ გამოაქვეყნა.

ისრაელის ციხეების სამსახურმა უარყო ბრალდებები დაკავების პროცესში აქტივისტებისადმი ცუდი მოპყრობის შესახებ.

აღნიშნულმა ინციდენტმა ფართო გამოხმაურება პოვა მთელ ევროპაში. საფრანგეთის შემდეგ, რომელმაც ომის დანაშაულებისა და წამების ბრალდებებზე გამოძიება დაიწყო, იტალია გახდა მეორე ევროპული ქვეყანა, რომელმაც ოფიციალური მოკვლევა წამოიწყო ისრაელის მიერ დაკავებული აქტივისტებისადმი მოპყრობის თაობაზე.

ევროკავშირი განიხილავს ბენ-გვირისთვის სანქციების დაწესებას აქტივისტებისადმი მოპყრობისა და ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ძალადობის ესკალაციის გამო. ამ საკითხზე გადაწყვეტილება მომავალ ორშაბათს არის მოსალოდნელი.

აღმოაჩინეთ
ნატოს ორდღიანი სამიტის დაწყებისას, პრეზიდენტმა ერდოღანმა ანკარაში ტრამპს უმასპინძლა
მსოფლიოს ყურადღება ანკარისკენაა მიპყრობილი
ნატოს ანკარის სამიტი თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმით დაიწყო
მინისტრი ფიდანი: თურქეთი ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთი ცენტრალური აქტორია
რუტემ ერდოღანს ნატოს სამიტისთვის „შესანიშნავი“ ადგილის გამო მადლობა გადაუხადა
ფიდანი: ერდოღან-ტრამპის კარგმა ურთიერთობამ შესაძლოა ნატოს შიგნით არსებული დაძაბულობა შეამციროს
პრეზიდენტი ერდოღანი ნატოს სამიტზე მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლებს
ჩინეთმა სტრატეგიული წყალქვეშა რაკეტის გამოცდა „წარმატებით“ ჩაატარა
აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ანკარის პროგრამა ცნობილი გახდა
პრეზიდენტი ერდოღანი კანადის პრემიერ-მინისტრ კარნის ტელეფონით ესაუბრა
ჰაქან ფიდანი: ისრაელი შელახული იმიჯის გამოსასწორებლად ახალ მტერს ეძებს
ივნისის სიცხის ტალღის დროს ევროპელთა ორ მესამედზე მეტისთვის ტემპერატურამ 35°C-ს გადააჭარბა
ისტორიული ზღვარი თავდაცვისა და ავიაციის ექსპორტში
ბელგიის თავდაცვის მინისტრი: „ნატოს თურქეთი სჭირდება“
WMO: El Niño-ს გაძლიერებასთან ერთად ექსტრემალური ამინდის მოვლენების რისკის ზრდაა მოსალოდნელი