ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
გაერო პაკისტან-ინდოეთის დაძაბულობის ფონზე მხარეებს „მაქსიმალური თავშეკავებისკენ“ მოუწოდებს
გაერო პაკისტან-ინდოეთის დაძაბულობის ფონზე მხარეებს „მაქსიმალური თავშეკავებისკენ“ მოუწოდებს
გაერო პაკისტან-ინდოეთის დაძაბულობის ფონზე მხარეებს „მაქსიმალური თავშეკავებისკენ“ მოუწოდებს
/ Reuters

გაერო ხაზს უსვამს, რომ ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობა მშვიდობიანი გზებით უნდა მოგვარდეს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო), ქაშმირის ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ნაწილში 26 ადამიანის სიცოცხლის იმსხვერპლა მომაკვდინებელი თავდასხმის შემდეგ, ინდოეთსა და პაკისტანს „მაქსიმალური თავშეკავებისკენ“ მოუწოდა.

გაეროს პრესსპიკერმა სტეფან დიუჟარიკმა ხუთშაბათს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშს ბოლო 24 საათის განმავლობაში ამ მთავრობებთან პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა სიტუაციას „ძალიან ახლოს და დიდი შეშფოთებით“ აკვირდება.

„ჩვენ ღიად დავგმეთ 22-ში ჯამუსა და ქაშმირში მომხდარი ტერორისტული თავდასხმა, რომელმაც მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა,“ - თქვა დიუჟარიკმა და ორივე მთავრობას „მაქსიმალური თავშეკავების გამოჩენისა და მოვლენების შემდგომი გაუარესების თავიდან აცილებისკენ“ მოუწოდა.

დიუჟარიკმა დაამატა: „მიგვაჩნია, რომ პაკისტანსა და ინდოეთს შორის ნებისმიერი საკითხი შეიძლება და უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად, შინაარსიანი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დიალოგის გზით.“

თავდასხმამ, რომელსაც 26 ადამიანი ემსხვერპლა, ინდოეთში შოკი და რისხვა გამოიწვია და გააძლიერა მოწოდებები პაკისტანის წინააღმდეგ მოქმედებისკენ, რომელსაც ქვეყანა თავის მოსისხლე მტრად მიიჩნევს. ინდოეთმა, რომელსაც რეგიონში 500 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული, განაცხადა, რომ აღნიშნულ თავდასხმას პაკისტანთან „საზღვრისპირა“ კავშირები ჰქონდა, თუმცა ამ ბრალდების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საჯაროდ არ წარუდგენია.

პაკისტანმა კი თავდასხმასთან რაიმე კავშირი უარყო. ინდოეთის მმართველ პარტია BJP-სთან დაახლოებული მედიასაშუალებების ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საეჭვო ჯგუფმა „წინააღმდეგობის ფრონტმა“ (The Resistance Front) აიღო, თუმცა ეს მტკიცება დაუდასტურებელია.

აშშ „ყურადღებით აკვირდება“ მოვლენებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტამი ბრიუსმა გაიმეორა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიცია, რომ აშშ ინდოეთის გვერდით დგას და გმობს ყველა ტერორისტულ აქტს.

ბრიუსმა თქვა: „პრეზიდენტმა ტრამპმა და მინისტრმა რუბიომ ამ საკითხზე ღიად ისაუბრეს. აშშ ინდოეთის გვერდით დგას და მკაცრად გმობს ყველა ტერორისტულ აქტს. ვლოცულობთ დაღუპულთათვის და დაშავებულთა გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. მოვითხოვთ ამ საზარელი ქმედების ჩამდენთა პასუხისგებაში მიცემას.”

კითხვაზე, იყენებს თუ არა აშშ დიპლომატიურ ინსტრუმენტებს პაკისტანსა და ინდოეთს შორის დაძაბულობის შესამსუბუქებლად, ბრიუსმა უპასუხა: „ეს არის სწრაფად ცვალებადი სიტუაცია და, როგორც წარმოგიდგენიათ, ჩვენ მას ყურადღებით ვაკვირდებით. და, რა თქმა უნდა, ამჟამად არ ვაფიქსირებთ პოზიციას ქაშმირის ან ჯამუს სტატუსის შესახებ. ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც დღეს შემიძლია.“

პროტესტები პაკისტანში

ხუთშაბათს, მთელი პაკისტანის მასშტაბით, მათ შორის ქაშმირის პაკისტანის მიერ ადმინისტრირებულ ნაწილში, ასობით პაკისტანის მოქალაქე გამოვიდა საპროტესტო აქციებზე ინდოეთის მუქარის მიმართ თავისი რისხვის გამოსახატად.

პაკისტანელმა ბიზნესმენმა, აჯმალ ბალოჩმა, ლაჰორში რელიგიური პარტიის მიერ ორგანიზებულ პროტესტზე, რომელსაც დაახლოებით 700 ადამიანი ესწრებოდა, საინფორმაციო სააგენტო AFP-ს განუცხადა: „თუ ინდოეთს ომი სურს, მაშინ ეს ღიად თქვას.“

ინდოეთმა განაცხადა, რომ შეაჩერებს მდინარე ინდის წყლის ხელშეკრულებას, რომელიც ორ მეზობელს შორის წყლის განაწილებას არეგულირებს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან შეძლოს პაკისტანისკენ მდინარის დინების სრულად შეზღუდვა.

25 წლის პაკისტანელმა მუჰამედ ოვეისმა თქვა: „წყალი ჩვენი უფლებაა და ალაჰის ნებით, თუნდაც ომის გზით, ამ წყალს დავიბრუნებთ. ჩვენ უკან არ დავიხევთ.“

აღმოაჩინეთ
831 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ექსპორტი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთიდან 115 ქვეყანაში
ქურთულმუში: თურქეთის ადგილის არაღიარება ევროპაში ხედვის ნაკლებობაა
ტრამპი: ირანის ლიდერთან შეხვედრა შეთანხმების შემთხვევაში „პატივი იქნება“
გამოკითხვა: 36 ქვეყნის უმრავლესობაში ისრაელის შესახებ „უარყოფითი“ განწყობები უფრო გავრცელებულია
ზელენსკი, თურქეთზე მითითებით, პუტინს მოუწოდებს „ნეიტრალურ ქვეყანაში პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ“
აშშ-ის სანქციები კუბის ლიდერ მიგელ დიას-კანელის წინააღმდეგ
პუტინი: კიევი შიდაპოლიტიკური მდგომარეობის გამო კრიზისის მოსაგვარებლად მზად არ არის
თურქეთსა და თურქმენეთს შორის სამთავრობოებსშორისი ეკონომიკური კომისიის მე-9 სხდომის ოქმი გაფორმდა
ევროკავშირისგან 50 მილიონ ევროზე მეტი მხარდაჭერა სომხეთს.
ისლამური ეკონომიკის მე-3 გლობალური სამიტი გრძელდება
სტუბმა განაცხადა, რომ ევროკავშირი 40 წევრამდე უნდა გაფართოვდეს, თურქეთისა და კანადის ჩათვლით
ტრამპი: „მე არ დავასრულებ ცეცხლის შეწყვეტას, თუ თეირანი ამერიკელ ჯარისკაცებს არ მოკლავს“
ებოლას ეპიდემიის დროს ქალები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან
ჩილეში მკაცრი ეკონომიის ზომების საწინააღმდეგო სტუდენტური პროტესტი ძალადობაში გადაიზარდა
ქუვეითი: ირანის თავდასხმის შედეგად დაზიანებულ საერთაშორისო აეროპორტში ფრენები განახლდა