თავდაცვის ექსპორტმა 2025 წლის პირველ 10 თვეში 31 პროცენტით მოიმატა და 6,7 მილიარდ დოლარს მიაღწია
იანვარ-ოქტომბრის პერიოდში თურქეთის მთლიან ექსპორტში თავდაცვისა და საავიაციო სექტორის წილი 3,5 პროცენტამდე გაიზარდა.
თავდაცვის მრეწველობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ჰალუქ გორგუნმა სამშაბათს განაცხადა, რომ თურქეთის თავდაცვისა და საავიაციო მრეწველობის ექსპორტი 2025 წლის პირველ 10 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31 პროცენტით გაიზარდა და 6,7 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ამ ზრდასთან ერთად, თავდაცვისა და საავიაციო სექტორის წილი თურქეთის მთლიან ექსპორტში 3,5 პროცენტამდე გაიზარდა.
ჰალუქ გორგუნმა თურქულ სოციალურ მედია პლატფორმა NSosyal-ზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ჩვენი სექტორის საექსპორტო წარმატება არის, ჩვენი თავდაცვის მრეწველობის თანამშრომლობის საქმიანობის ნაყოფი, რომელსაც მთელ მსოფლიოში ვახორციელებთ. ჩვენ იგივე მონდომებით ვაგრძელებთ ამ საქმიანობას“.
თურქეთის მთლიანმა ექსპორტმა წლის პირველ 10 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,9 პროცენტით მოიმატა და 224,6 მილიარდ დოლარს მიაღწია.