იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, გამოცხადდა ცუნამის გაფრთხილება

აღნიშნული მიწისძვრა ბოლოა იმ მიწისძვრების სერიაში, რომლებიც იაპონიის იმავე რეგიონში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაფიქსირდა.

By
იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა / AA

პირველადი მონაცემებით, იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 6,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ (JMA) მოგვიანებით ცუნამის გაფრთხილება გამოაცხადა.

სააგენტომ, რომელმაც თავდაპირველი შეფასება 6,5-მდე შეცვალა, პარასკევს გაკეთებულ განცხადებაში ასევე გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ჩრდილოეთ წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლს შესაძლოა ერთ მეტრამდე (სამ ფუტამდე) სიმაღლის ცუნამის ტალღები დაატყდეს.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 11:44 საათზე (02:44 GMT) მოხდა, იმავე რეგიონში რამდენიმე დღით ადრე მომხდარი უფრო ძლიერი, 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ.

ერთი დღით ადრე რეგიონში 5,9 მაგნიტუდის კიდევ ერთი მიწისძვრა დაფიქსირდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ რეგიონში მომდევნო დღეებში შესაძლოა მსგავსი ან უფრო ძლიერი მიწისძვრა განმეორდეს. მთავრობის განცხადებით, ათასობით მოქალაქე ევაკუაციისთვის მზად უნდა იყოს.