ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ჟენევაში რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფოკუსში ტერიტორიული დათმობებია
აშშ-ის შუამავლობით ჟენევაში გამართული შეხვედრები ტარდება მას შემდეგ, რაც აბუ-დაბიში მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა. ტერიტორიული საკითხი კვლავ რჩება უთანხმოების მთავარ წერტილად. მნიშვნელოვანი პროგრესის მოლოდინი დაბალია.
ჟენევაში რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფოკუსში ტერიტორიული დათმობებია
ჟენევაში რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფოკუსში ტერიტორიული დათმობებია / Reuters

უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები სამშაბათს და ოთხშაბათს ჟენევაში შეიკრიბებიან აშშ-ის შუამავლობით გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის. კრემლის განცხადებით, ეს შეხვედრა, სავარაუდოდ, ტერიტორიულ საკითხებზე იქნება ფოკუსირებული.

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს აიძულოს მოსკოვი და კიევი მიაღწიონ შეთანხმებას, რათა დასრულდეს კონფლიქტი, რომელიც 1945 წლის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბურ ომად ითვლება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ტერიტორიული დათმობების საკითხზე მანამდე არსებულ ყველაზე მძიმე ზეწოლას განიცდის.

რუსეთი ითხოვს, რომ უკრაინამ დათმოს დონეცკის ოლქის დარჩენილი 20%, რომლის დაკავებაც მოსკოვმა ვერ შეძლო; კიევი კი ამ მოთხოვნას უარყოფს.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ორშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა: „ამჯერად ვგეგმავთ საკითხთა უფრო ფართო წრის, ფაქტობრივად, მთავარი თემების განხილვას“. მისი თქმით, ეს „მთავარი თემები“ მოიცავს როგორც ტერიტორიულ საკითხს, ისე რუსეთის მიერ წამოყენებულ ყველა სხვა მოთხოვნას.

შეხვედრის ადგილი აბუ-დაბიდან შვეიცარიის ტბისპირა ქალაქში გადავიდა. აბუ-დაბიში გამართული წინა ორი რაუნდი მხარეებმა კონსტრუქციულად შეაფასეს, თუმცა მათ რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევა არ მოჰყოლია.

ჟენევის რაუნდი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მეოთხე წლისთავამდე (24 თებერვალი) რამდენიმე დღით ადრე ტარდება. ომის დაწყებიდან დღემდე ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა, მილიონობითმა დატოვა სახლი, ხოლო უკრაინის მრავალი ქალაქი, დაბა და სოფელი განადგურდა.

რუსეთს ოკუპირებული აქვს უკრაინის ტერიტორიების დაახლოებით 20%, მათ შორის ყირიმი და დონბასის ის ნაწილები, რომლებიც 2022 წლამდე იყო დაკავებული. ბოლო საჰაერო თავდასხმებმა მნიშვნელოვნად დააზიანა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რის გამოც მკაცრი ზამთრის პირობებში ასობით ათასი უკრაინელი გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესის იმედი დაბალია

კრემლის განცხადებით, რუსულ დელეგაციას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მრჩეველი ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს.

თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინელი მომლაპარაკებლები მედინსკის წარსულში ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ის რუსეთის აგრესიის გასამართლებლად მათ „ისტორიის გაკვეთილებს“ უტარებდა, ჟენევაში რაიმე სერიოზული გარღვევის მოლოდინი კიდევ უფრო შემცირდა.

მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობას მიიღებს სამხედრო დაზვერვის უფროსი იგორ კოსტიუკოვი; პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი კი იმუშავებს ცალკეულ სამუშაო ჯგუფში, რომელიც ეკონომიკურ საკითხებს განიხილავს.

შაბათს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები იქნება „სერიოზული და არსებითი“, თუმცა დასძინა: „მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვა, ხანდახან ისეთი განცდაა, თითქოს მხარეები სრულიად განსხვავებულ რამეებზე საუბრობენ“.

კიევის დელეგაციას უხელმძღვანელებენ უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და ზელენსკის მთავარი მრჩეველი კირილო ბუდანოვი. ასევე ესწრება პრეზიდენტის უფროსი თანაშემწე სერჰი კისლიცია.

ჟენევაში გამგზავრებამდე უმეროვმა განაცხადა, რომ უკრაინის მიზანი - „მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობა“ - უცვლელი რჩება.

ტერიტორიული საკითხის გარდა, რუსეთი და უკრაინა მკვეთრად განსხვავდებიან ისეთ თემებზე, როგორიცაა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კონტროლი და დასავლური ჯარების შესაძლო როლი ომისშემდგომ უკრაინაში.

სააგენტო როიტერი-ს წყაროს ცნობით, მოლაპარაკებებში ტრამპის ადმინისტრაციას წარმოადგენენ აშშ-ის წარგზავნილები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, რომლებიც ამ კვირაში ჟენევაში ირანთან გამართულ მოლაპარაკებებშიც მონაწილეობდნენ.

აღმოაჩინეთ
იტალიაში 100-ზე მეტ სკოლაში ბომბის განგაში გამოცხადდა
ისრაელმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელთა 165 ჰა მიწის ჩამორთმევის ბრძანება გასცა
ლოს-ანჯელესში ავტომობილის ხალხის მასაში შევარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
ლაიენმა განაცხადა, რომ მიესალმება თურქეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას
COP31-ზე ირანის პავილიონში აშშ-ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული ბავშვები გაიხსენეს
ჩინეთის ჩრდილოეთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მრავალი ადამიანი ემსხვერპლა
საფრანგეთი: აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან იქნება
MİT-ის ხელმძღვანელი ქალნი: პრობლემა პალესტინა კი არა, ოკუპაციაა
რუბიომ უარყო მტკიცება, რომ პოსტს დატოვებას და თეთრი სახლისთვის კანდიდატურის წამოყენებას გეგმავს
ოთხი ქვეყნის დაგმობა ჰუსიტების მხრიდან სარაკეტო თავდასხმის მცდელობის გამო
აშშ-მა კუბის არმიისა და ენერგომომარაგების ქსელების წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა
საფრანგეთში ბოლო წლების ყველაზე დიდი აქცია: ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა
საბერძნეთში მოსწავლეები, სტუდენტები და მასწავლებლები კვლავ ქუჩაში გამოვიდნენ
ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან, კუშნერთან და უიტკოფთან, სატელეფონო საუბარი გამართა
სირიის პრეზიდენტი ალ-შარა ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთში გაემგზავრა
აშშ-ის 2026 წლის შუალედური არჩევნები: დემოკრატებმა სენატში 54 ადგილს მიაღწიეს
შუალედური არჩევნების შემდეგ ჩინეთი „აშშ-სთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად მზადაა“
ევროკავშირის მოწოდება კრიზისებისთვის მზადყოფნის შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელისთვის განკუთვნილი 4 მილიარდი დოლარის დახმარება შეწყდება
აშშ-ის 2026 წლის შუალედური არჩევნები: დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა მოიპოვეს