ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 1 წუთი
რუსულმა თავდასხმებმა უკრაინის ორი რეგიონი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა
რუსულმა მასშტაბურმა თავდასხმამ უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში, სადაც ტემპერატურა ნულს ქვემოთ დაეცა, ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.
რუსულმა თავდასხმებმა უკრაინის ორი რეგიონი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა
რუსულმა თავდასხმებმა უკრაინის ორი რეგიონი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა / Reuters
 

უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, რუსულმა თავდასხმებმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. ტემპერატურის ნულს ქვემოთ დაცემის ფონზე, ათასობით ადამიანი შუქისა და გათბობის გარეშე დარჩა.

უკრაინის სახელმწიფო ენერგოოპერატორმა „უკრენერგომ“ განაცხადა, რომ მასშტაბური დრონების თავდასხმის სამიზნე რამდენიმე რეგიონის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გახდა.

„მტერმა რამდენიმე რეგიონის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა“, — განაცხადა კომპანიამ შუაღამემდე ცოტა ხნით ადრე.

„შედეგად, დნიპროპეტროვსკისა და ზაპორიჟიეს ოლქებში, მათ შორის საოლქო ცენტრებში, მომხმარებელთა უმეტესობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა“.

დნიპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვლადისლავ გაივანენკომ აღნიშნა, რომ თავდასხმებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურა დააზიანა.

„ვითარება რთულია. თუმცა, როგორც კი უსაფრთხოების მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს, ენერგეტიკოსები სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებენ“, — დაწერა ვლადისლავ გაივანენკომ Telegram-ზე.

ზაპორიჟიეს ოლქის გუბერნატორის, ივან ფედოროვის თქმით, საკვანძო ობიექტებს ელექტროენერგია უკვე აღუდგა, თუმცა მოსახლეობის უმეტესი ნაწილი კვლავ შუქის გარეშეა.

„ჩვენ დღე და ღამე ვმუშაობთ, რათა ყველა მომხმარებელს რაც შეიძლება მალე მივაწოდოთ ელექტროენერგია“, — განაცხადა მან და დასძინა, რომ წყალმომარაგება დიდწილად უკვე აღდგენილია.

კიევი და მისი მოკავშირეები აცხადებენ, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშების მიზანი ცივ თვეებში მოსახლეობის გამოფიტვა და დათრგუნვაა.

აღმოაჩინეთ
ტრამპი APEC-ის სამიტისა და სამმხრივი შეხვედრისთვის ჩინეთშია
თურქეთის მასპინძლობით ანტალიაში მიმდინარე COP31 მეორე კვირაა გრძელდება.
აშშ-მა ირანის კუნძულ კეშმზე არაერთი თავდასხმა განახორციელა
FBI: კიბერთავდასხმების ავტომატიზაციისთვის ARTEX-ი გამოიყენეს
იაპონიამ საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსული თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლო თვითმფრინავები ააფრინა
178 მსხვილი გლობალური ბრენდი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა
IMF-მ განაცხადა, რომ უკრაინასთან 1,6 მილიარდი დოლარის შეთანხმების მიმართულებით პროგრესია მიღწეული
მინისტრი ფიდანი: თურქეთის ცენტრალურ როლს ყველა აფასებს
კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს „აბსურდულად“ მიიჩნევს
მინისტრი ქურუმი: არ გვსურს, ანტალიაში განხილული საკითხები საკონფერენციო დარბაზებში დარჩეს
ირანი უარყოფს აშშ-სთან არსებულ „არც ომის, არც მშვიდობის“ სტატუს-კვოს
პრეზიდენტი ერდოღანი: პალესტინის საქმეს ყველა პლატფორმაზე ყველაზე ძლიერად დავიცავთ
ეკლესიაზე განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმის გამო სამ პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
აიზენკოტმა ნეთანიაჰუს მოწოდება ერთიანობისკენ „მანიპულაციად“ შეაფასა და უარყო
თურქეთმა და 17-მა ქვეყანამ დაგმეს ისრაელის თავდასხმა ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე