ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
გაეროს წყაროები: 100 გატაცებული ნიგერიელი მოსწავლე გაათავისუფლეს
გაეროს წყაროებმა აღნიშნეს, რომ მოსალოდნელია გათავისუფლებული ბავშვების ნიგერის შტატის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გადაცემა.
გაეროს წყაროები: 100 გატაცებული ნიგერიელი მოსწავლე გაათავისუფლეს
გაეროს წყაროები: 100 გატაცებული ნიგერიელი მოსწავლე გაათავისუფლეს / Reuters

გაეროს წყარომ და ადგილობრივმა მედიამ კვირას გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ნიგერიის ხელისუფლებამ უზრუნველყო 100 მოსწავლის გათავისუფლება, რომლებიც გასულ თვეში შეიარაღებულმა პირებმა კათოლიკური სკოლიდან გაიტაცეს, ხოლო დანარჩენი 165 მოსწავლისა და თანამშრომლის ბედი, რომლებიც სავარაუდოდ ტყვეობაში არიან, გაურკვეველი რჩება.

მას შემდეგ, რაც ნოემბერში ნიგერის შტატის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში მდებარე წმინდა მარიამის სახელობის შერეული ტიპის სკოლა-ინტერნატიდან 315 მოსწავლე და თანამშრომელი გაიტაცეს, ქვეყანა შეძრა მასობრივი გატაცებების სერიამ, რამაც 2014 წელს ბოკო ჰარამის მიერ ჩიბოკში სკოლის მოსწავლე გოგონების გატაცებით ცნობილი მძევლების აყვანის ტალღა გაახსენა მოსახლეობას.

დაახლოებით 50-მა ადამიანმა მალევე მოახერხა გაქცევა, ხოლო 265 ადამიანი, სავარაუდოდ, ტყვეობაში დარჩა.

გაეროს წყაროს თანახმად, 100 ბავშვს ორშაბათს ნიგერის შტატის ადგილობრივ ხელისუფლებას გადასცემენ.

ადგილობრივი მედიაც იუწყება, რომ 100 ბავშვის გათავისუფლება მოხერხდა, თუმცა დეტალები იმის შესახებ, მოხდა თუ არა ეს მოლაპარაკებების გზით თუ სამხედრო ძალის გამოყენებით, არ ხმაურდება; ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია გამტაცებლების ხელში სავარაუდოდ დარჩენილი სხვა მოსწავლეებისა და თანამშრომლების ბედზე.

100 ბავშვის გათავისუფლების ფაქტი კვირას პრეზიდენტის პრესსპიკერმა, სანდეი დეირმა დაადასტურა.

ეპისკოპოს ბულუს იოჰანას პრესსპიკერმა, დანიელ ატორიმ განაცხადა: „ჩვენ ვლოცულობდით და ველოდით მათ დაბრუნებას; თუ ეს სიმართლეა, სასიხარულო ამბავია. თუმცა, ჩვენ ოფიციალურად არაფერი ვიცით და ფედერალურ მთავრობას სათანადო წესით ჩვენთვის არ უცნობებია“.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კრიმინალებისა და შეიარაღებული ჯგუფებისთვის ფულის სწრაფად შოვნის მიზნით გამოსასყიდისთვის გატაცებები გავრცელებულია, ნოემბერში მომხდარმა მასობრივმა გატაცებების სერიამ ასობით ადამიანის ტყვეობა გამოიწვია და კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიიპყრო ნიგერიის ისედაც პრობლემური უსაფრთხოების მდგომარეობისკენ.

ქვეყანა ჩრდილო-აღმოსავლეთში დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას ებრძვის; ჩრდილო-დასავლეთში შეიარაღებული „ბანდიტური“ დაჯგუფებები სოფლებს ძარცვავენ და ხალხს იტაცებენ; ხოლო ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ფერმერები და მწყემსები მიწისა და რესურსების შემცირების გამო ერთმანეთს უპირისპირდებიან.

სეპარატისტულ მოძრაობებთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფები, მართალია უფრო მცირე მასშტაბით, მაგრამ მაინც მოქმედებენ ქვეყნის არასტაბილურ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში.

აღმოაჩინეთ
ვაშინგტონში თურქეთ-აშშ-ის მოლაპარაკებები F-35-ის შესახებ „კონსტრუქციულ“ ატმოსფეროში წარიმართა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქალაქ ოდესასა და ზაპოროჟიეს ოლქზე თავდასხმების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
საქართველოში ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი ჩავიდა
მინისტრი ფიდანი: „უკრაინაში უაღრესად ნაყოფიერი ვიზიტი განვახორციელეთ“
საგარეო პოლიტიკა 15 ივლისის შემდეგ და თურქეთის მომავლის ხედვა
ამერიკელი კონგრესმენი: თურქეთის F-35-ის პროგრამაში დაბრუნების მოლაპარაკებები „ძალიან იმედისმომცემია"
15 ივლისის შემდგომი ენერგეტიკული პოლიტიკა
ფიდან-სიბიჰას პრესკონფერენციაზე მოულოდნელი განცხადება: "მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისთვის, ლიდერები შეიძლება შეხვდნენ თურქეთში"
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი: „ჩვენ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას ვიმსახურებთ“
კიევში რუსული თავდასხმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
აშშ-მა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ წამოწყებული თავდასხმების ბოლო ტალღა დაასრულა
ტრამპი: თუ ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება, ჩვენ მის ენერგეტიკულ სადგურებსა გავანადგურებთ
FETÖ-ს საბოტაჟები თავდაცვის მრეწველობაში და კრიტიკული პროექტები
პრეზიდენტ ერდოღანის სტატია სათაურით „15 ივლისი: თურქეთის საუკუნის დამოუკიდებლობის დეკლარაცია“
15 ივლისის ღამეს მომხდარი მოვლენები