ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
ირანმა აშშ-ის ბრალდებები მისი სარაკეტო პროგრამის შესახებ „დიდ ტყუილად“ შეაფასა და უარყო
თეირანმა ვაშინგტონის ბრალდებები საფუძველმოკლებულად მიიჩნია და უარყო, ამასთანავე, ჟენევის ახალი ბირთვული მოლაპარაკებების წინ დიპლომატიისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
ირანმა აშშ-ის ბრალდებები მისი სარაკეტო პროგრამის შესახებ „დიდ ტყუილად“ შეაფასა და უარყო
ირანმა აშშ-ის ბრალდებები მისი სარაკეტო პროგრამის შესახებ „დიდ ტყუილად“ შეაფასა და უარყო / Reuters

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, თითქოს თეირანი აშშ-ზე დარტყმის განხორციელებისუნარიან რაკეტებს ქმნის, ვაშინგტონის ბრალდებებს სარაკეტო პროგრამის შესახებ „დიდი ტყუილები“ უწოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ისმაილ ბექაიმ ოთხშაბათს X-ზე დაწერა: „ყველაფერი, რასაც ისინი ირანის ბირთვულ პროგრამაზე, ბალისტიკურ რაკეტებსა და იანვრის არეულობისას დაღუპულთა რაოდენობაზე ამტკიცებენ, უბრალოდ ’დიდი ტყუილების’ გამეორებაა“.

მიუხედავად იმისა, რომ ბექაის ზუსტად არ დაუკონკრეტებია, რომელ ბრალდებებს პასუხობდა, მისი განცხადება რამდენიმე საათით ადრე ტრამპის მიერ გაჟღერებულ იმ მტკიცებას მოჰყვა, რომ ირანი ცდილობს შექმნას რაკეტები, რომლებსაც ამერიკის ტერიტორიამდე მიღწევა შეუძლიათ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ამ თვეში „ალ-ჯაზირასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თეირანს არ აქვს აშშ-ზე თავდასხმის შესაძლებლობა, თუმცა ვაშინგტონის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, ის ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ბაზებს დაარტყამს.

ყოველწლიურ მიმართვაში „ქვეყნის მდგომარეობის შესახებ“ (State of the Union), ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ირანს ბირთვული იარაღის წარმოების უფლება არასოდეს მიეცემა და განაცხადა, რომ თეირანის ადმინისტრაცია „ამჟამად კვლავ თავის ბნელ ბირთვულ ზრახვებს მიჰყვება“.

„ტერორისტული აქტები“

ირანმა არაერთხელ უარყო ბრალდებები ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობის შესახებ, თუმცა ამტკიცებს, რომ ბირთვული ტექნოლოგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების უფლება ხელშეუხებელია.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ირანის ძალებმა დეკემბერში დაწყებული და 8-9 იანვარს პიკს მიღწეული საპროტესტო ტალღის დროს 32 000 ადამიანი მოკლეს.

ირანელი ოფიციალური პირები აღიარებენ 3 000-ზე მეტ გარდაცვალებას, თუმცა აცხადებენ, რომ ძალადობა აშშ-ისა და ისრაელის მიერ წაქეზებული „ტერორისტული აქტების“ გამო მოხდა.

ტრამპის განცხადებები მოჰყვა ომანის შუამავლობით ბირთვულ პროგრამაზე გამართულ ორმხრივ მოლაპარაკებებს, რომელთა მესამე რაუნდიც ხუთშაბათს არის დაგეგმილი.

ვაშინგტონმა არაერთხელ მოითხოვა ირანისგან ურანის გამდიდრების სრული შეწყვეტა, თუმცა მას ასევე სურდა მოლაპარაკებების ფარგლებში ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამისა და რეგიონში არსებული შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერის საკითხების განხილვა, რაზეც ირანმა უარი განაცხადა.

შეთანხმების მისაღწევად ირანზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი სამხედრო-საზღვაო ძალები განათავსა.

აღმოაჩინეთ
ლაიენმა განაცხადა, რომ მიესალმება თურქეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას
ათათურქის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახელმწიფო ცერემონია ანითქაბირში გაიმართა
პრეზიდენტმა ერდოღანმა Apple-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ტიმ კუკი მიიღო
COP31-ზე ირანის პავილიონში აშშ-ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული ბავშვები გაიხსენეს
ერდოღანი: „მეტი კონფლიქტი რეგიონისთვის მეტი დანაკარგის გარდა არაფერს ნიშნავს“
COP31-ში მონაწილეობას 6 კონტინენტიდან 102 ლიდერი მიიღებს
ჩინეთის ჩრდილოეთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მრავალი ადამიანი ემსხვერპლა
ჰამასი ღაზაში კარვის ჩამონგრევასთან დაკავშირებით: „პასუხისმგებლობა ისრაელს ეკისრება“
საფრანგეთი: აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან იქნება
ეგვიპტეში მატარებლის ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 112 კი დაშავდა
გამოქვეყნდა თურქეთ-ერაყის ერთობლივი განცხადება პრესისთვის
პრეზიდენტ ერდოღანის მილოცვა აზერბაიჯანის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით
პრეზიდენტი ერდოღანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
საუდის არაბეთის 3 ქალაქში ადრეული გაფრთხილების სისტემა ამოქმედდა
იაპონიაში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა