უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ლიბიის სანაპიროსთან რუსულ სატვირთო გემ „MV ANGARA-სა“ და რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის კორვეტ „მერკურიზე“ თავდასხმები განახორციელეს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთის არმიის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს საპასუხო დარტყმებით განაგრძობს.
ზელენსკის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) და უსაფრთხოების ძალებმა ლიბიის სანაპიროსთან რუსეთის კორვეტ „მერკურიზე“ თავდასხმა განახორციელეს. მისი განცხადებით, გემი ჩაიძირა.
ზელენსკიმ განცხადებაში აღნიშნა: „კორვეტთან ერთად Ka-27 ტიპის სამხედრო ვერტმფრენიც განადგურდა“.
მისივე ინფორმაციით, ლიბიის სანაპიროსთან რუსულ სატვირთო გემ MV ANGARA-საც დაესხნენ თავს. თავდასხმებისას უკრაინული წარმოების სულ 7 საზღვაო უპილოტო აპარატი გამოიყენეს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აღნიშნულ სატვირთო გემს რუსეთი იარაღის გადასაზიდად იყენებდა. მან ასევე გაავრცელა ვიდეომასალა, რომელშიც, მისი თქმით, თავდასხმებია ასახული.


















