ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
საბალენკა: სპორტში ქალების მიერ ტრანს სპორტსმენებთან შეჯიბრება „სამართლიანი არ არის“
ბოლო ორი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა სპორტულმა ფედერაციამ დაიწყო მუშაობა ან შეცვალა არსებული წესები, რათა აეკრძალათ ელიტარულ ქალთა სპორტულ კატეგორიებში ასპარეზობა ნებისმიერი პირისთვის, რომელმაც გარდატეხის ასაკი მამრობითი სქესის წარმომადგენლ
საბალენკა: სპორტში ქალების მიერ ტრანს სპორტსმენებთან შეჯიბრება „სამართლიანი არ არის“
არინა საბალენკა / Reuters
 

ქალთა ჩოგბურთის მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა არინა საბალენკამ ქალთა სპორტში ტრანსი სპორტსმენების მონაწილეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პროფესიულ ჩოგბურთში ქალების დაპირისპირება ბიოლოგიურ მამაკაცებთან სამართლიანი არ იქნება.

ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის (WTA) გენდერული მონაწილეობის პოლიტიკა ამჟამად ტრანს სპორტსმენებს ტურნირებში მონაწილეობის უფლებას აძლევს იმ პირობით, თუ ისინი სულ მცირე ოთხი წლის განმავლობაში აცხადებენ, რომ ქალი არიან, შემცირებული აქვთ ტესტოსტერონის დონე და თანხმობას აცხადებენ ტესტირების პროცედურებზე.

აღნიშნული პირობები შესაძლოა, ინდივიდუალური შემთხვევების მიხედვით, კიდევ უფრო შეიცვალოს WTA-ს სამედიცინო დირექტორის მიერ.

„დიდი სლემის“ ტურნირების ოთხგზის ჩემპიონმა საბალენკამ პიერს მორგანთან ინტერვიუში, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა, ტრანს სპორტსმენებთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა: „ეს რთული კითხვაა. მე მათთან პრობლემა არ მაქვს“.

„თუმცა, მაინც ვგრძნობ, რომ მათ ქალებთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვთ და, ძირითადად, არ მიმაჩნია სამართლიანად, რომ ქალებს ბიოლოგიურ მამაკაცებთან უწევდეთ დაპირისპირება,“ - დასძინა ბელარუსმა სპორტსმენმა.

„ეს არ არის სამართლიანი. ქალი მთელი ცხოვრება შრომობს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის მისაღწევად და შემდეგ უწევს შეხვდეს მამაკაცს, რომელიც ბიოლოგიურად გაცილებით ძლიერია; ამიტომ სპორტში ასეთ რაღაცებს არ ვეთანხმები,“ - განაცხადა საბალენკამ.

2022 წლის უიმბლდონის მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის ფინალისტმა ნიკ კირიოსმაც განაცხადა, რომ ეთანხმება საბალენკას ამ საკითხში: „ვფიქრობ, მან ძალიან სწორი აქცენტი გააკეთა“.

ბოლო ორი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა სპორტულმა ფედერაციამ დაიწყო მუშაობა ან შეცვალა არსებული წესები, რათა აეკრძალათ ელიტარულ ქალთა სპორტულ კატეგორიებში ასპარეზობა ნებისმიერი პირისთვის, რომელმაც გარდატეხის ასაკი მამრობითი სქესის წარმომადგენლად განვლო.

აღმოაჩინეთ
WSJ: აშშ „უკრაინის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ ნატოს წევრობის“ იდეას აყენებს
აშშ-ში მასშტაბური ტექნოლოგიური შეფერხებების შემდეგ კიბერუსაფრთხოების ხელმძღვანელი გაათავისუფლეს
Microsoft-ის CEO-ს გაფრთხილება: გლობალურ ინფრასტრუქტურაში შესაძლოა კრიზისი შეიქმნას
ზელენსკი: შეხვედრაზე, რომელშიც ის არ მონაწილეობს, უკრაინის შესახებ საუბარი შეცდომაა
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ვოტრენმა აღნიშნა, რომ მისი ჯარისკაცები დროდადრო უკრაინაში იმყოფებიან
მინისტრი ქურუმი: მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ანტალიაში ძლიერი შეთანხმება წარმოვადგინოთ
ელ-ნინიოს გვალვამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გამოიწვია
სენეგალის სანაპიროსთან, დაახლოებით 100 ადამიანის გადამყვანი მიგრანტების ნავი გადაბრუნდა
ტრამპი APEC-ის სამიტისა და სამმხრივი შეხვედრისთვის ჩინეთშია
თურქეთის მასპინძლობით ანტალიაში მიმდინარე COP31 მეორე კვირაა გრძელდება.
პუტინმა APEC-ის ბიზნესლიდერებს განუცხადა, რომ ეკონომიკური ზეწოლა „წარსულს ჩაბარდა“, და სის შეხვდა
აშშ-მა ირანის კუნძულ კეშმზე არაერთი თავდასხმა განახორციელა
FBI: კიბერთავდასხმების ავტომატიზაციისთვის ARTEX-ი გამოიყენეს
იაპონიამ საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსული თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლო თვითმფრინავები ააფრინა
178 მსხვილი გლობალური ბრენდი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა