ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ევროვიზიის წინ ისრაელის მიმართ პროტესტი და ბოიკოტის მოწოდებები იზრდება
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 12-16 მაისს გასამართი 2026 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წინ, ისრაელის მონაწილეობის წინააღმდეგ ევროპის მასშტაბით პროტესტი და ბოიკოტის მოწოდებები სულ უფრო იზრდება.
ევროვიზიის წინ ისრაელის მიმართ პროტესტი და ბოიკოტის მოწოდებები იზრდება
ევროვიზიის წინ ისრაელის მიმართ პროტესტი და ბოიკოტის მოწოდებები იზრდება / Reuters

წელს 12-16 მაისს ვენაში გასამართი ევროვიზიის მე-70 სიმღერის კონკურსისთვის მზადება გრძელდება, ხოლო ისრაელის მონაწილეობის წინააღმდეგ პროტესტი და ბოიკოტის მოწოდებები დღითიდღე იზრდება.

ბოლო კვირების განმავლობაში უკმაყოფილება მხოლოდ ქუჩის დემონსტრაციებით არ შემოიფარგლა და კულტურის, მედიისა და პოლიტიკის სფეროებშიც აისახა.

მრავალი ქვეყანა არ გადასცემს ევროვიზიას

ესპანეთის სახელმწიფო რადიო და ტელევიზია (RTVE), რომელიც ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ფინალში პირდაპირ მოხვედრის უფლება აქვთ და რომელმაც ისრაელის მონაწილეობის გამო კონკურსის ბოიკოტირების გადაწყვეტილება მიიღო, აღარ გადასცემს ღონისძიებას, რომელსაც 1961 წლიდან უწყვეტად აშუქებდა.

ირლანდიაც იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ კონკურსს და უარს ამბობენ მის ტრანსლაციაზე.

სლოვენიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (RTV SLO), რომელიც კონკურსის ბოიკოტის მომხრე ქვეყნებს შორის არის, განაცხადა, რომ ევროვიზიის დღეებში მაუწყებლობას დაუთმობს თემას „პალესტინის ხმები“.

RTV SLO-მ განმარტა, რომ ეკრანებზე გამოიტანს პალესტინის შესახებ ფილმებს, დოკუმენტურ მასალებსა და ანალიტიკურ გადაცემებს.

რეაქცია იზრდება იმ ქვეყნებშიც, რომლებიც მონაწილეობენ კონკურსში

პორტუგალიაში ეროვნული შესარჩევი ეტაპის 16-მა მონაწილემ განაცხადა, რომ არჩევის შემთხვევაში ევროვიზიაში მონაწილეობაზე უარს იტყვიან. ხელოვანებმა მოითხოვეს ისრაელის მონაწილეობის აკრძალვა, რომელიც ღაზაში პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდურ ქმედებებს ახორციელებს.

საბერძნეთში მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ SYRIZA-მ მოუწოდა მთავრობას, ისრაელის მონაწილეობის გამო გამოეთიშოს კონკურსს და გააკრიტიკა „სტრატეგიული პარტნიორობა ნეთანიაჰუს რეჟიმთან, რომელიც ღაზაში გენოციდს სჩადის“.

მალტაში 150-ზე მეტმა ხელოვანმა და ინტელექტუალმა მოითხოვა ქვეყნის ევროვიზიიდან გამოსვლა, თუ ისრაელს არ მოხსნიან კონკურსიდან, ხოლო დედაქალაქ ვალეტაში გაიმართა საპროტესტო მსვლელობა ლოზუნგით: „არა მუსიკა გენოციდისთვის“.

იტალიის სახელმწიფო ტელევიზიის (RAI) სამეთვალყურეო საბჭოს ზოგიერთმა წევრმა მოუწოდა ევროპის მაუწყებელთა კავშირს (EBU), რომ წლევანდელ კონკურსზე ადგილი დაეთმოს პალესტინის თემატიკას.

მეორე მხრივ, ბელგიის ფლამანდიურმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (VRT), ისრაელის ევროვიზიაში მონაწილეობასთან დაკავშირებული კრიტიკის გამო, კონკურსის წინ „ღაზაში თავდასხმების“ კონტექსტში სპეციალურ გადაცემებს მოამზადებს.

ხელოვანთა მასობრივი ბოიკოტის მოწოდება

ისრაელის ევროვიზიაში მონაწილეობაზე ერთ-ერთი ყველაზე მწვავე რეაქცია მუსიკალურმა სამყარომ გამოხატა.

კამპანიის „No Music for Genocide“ (არა მუსიკა გენოციდისთვის) ფარგლებში გამოქვეყნდა ღია წერილი. წერილში, რომელსაც ხელი 1000-ზე მეტმა ხელოვანმა მოაწერა, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროვიზია არ უნდა იქნას გამოყენებული „ისრაელის მიერ პალესტინელების წინააღმდეგ წარმოებული გენოციდის შესანიღბად და ნორმალიზებისთვის“.

წერილში ასევე მოუწოდეს EBU-ს, ჩამოაშოროს კონკურსს ისრაელის მაუწყებელი KAN.

ხელოვანებმა შეახსენეს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმის გამო მოიხსნა კონკურსიდან და ისრაელის მიმართ მსგავსი პოლიტიკის არგატარებას „ორმაგი სტანდარტი“ უწოდეს.

აღმოაჩინეთ
რუსეთი: უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად კრასნოდარის ოლქში 2 ადამიანი დაიღუპა
ფიდანმა ტრიპოლიში თურქეთის შეიარაღებული ძალების ლიბიის ოპერატიული ჯგუფის სარდლობა მოინახულა
თურქეთმა მკაცრად დაგმო კოლუმბიის მცდელობა გოლანის მაღლობების ოკუპაციის ლეგიტიმაციის შესახებ
ლიბანის პარლამენტმა ქვეყანაში სიკვდილით დასჯის გაუქმება დაამტკიცა
ირანის პარლამენტი ამზადებს კანონპროექტს ჰორმუზის სრუტის შესახებ
ჰუსიტების თავდასხმებს სავაჭრო გემსა და სამაშველო ჯგუფებზე 7 ადამიანი ემსხვერპლა
ირან-აშშ-ის მოლაპარაკებების შუამავალი, პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი ნაკვი თეირანში ჩავიდა
სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადს, მის ძმას მაჰერ ასადს და ბიძაშვილ ნაჯიბს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
აბასი თურქეთს ეწვევა
მინისტრი ფიდანი ლიბიას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
პრეზიდენტმა ერდოღანმა ავსტრიის კანცლერ შტოკერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
კოლუმბიაში 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა: 132 ადამიანი დაიღუპა
ისრაელელი მაღალჩინოსნის განცხადება: „მექას შეთანხმება ისრაელის წინააღმდეგ არის მიმართული“
რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა; ზაპოროჟიეში 5 ადამიანი დაიღუპა
თურქეთმა კოლუმბიას სამძიმარი გამოუცხადა