ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ჰეზბოლას ომში ჩართვის შემდეგ, ისრაელმა ლიბანში 31 ადამიანი მოკლა
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო: აღნიშნული მონაცემები პირველად დათვლას ეყრდნობა და საბოლოო ციფრებს არ ასახავს.
ჰეზბოლას ომში ჩართვის შემდეგ, ისრაელმა ლიბანში 31 ადამიანი მოკლა
ჰეზბოლას ომში ჩართვის შემდეგ, ისრაელმა ლიბანში 31 ადამიანი მოკლა / Reuters

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ორშაბათს დილით ისრაელის მიერ ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებსა და ლიბანის სამხრეთზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა, 149 კი დაშავდა.

სამინისტრომ აღნიშნა, რომ ეს მონაცემები წინასწარია და საბოლოო ციფრებს არ წარმოადგენს.

ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის არმიამ ლიბანში საჰაერო იერიშების სერია დაიწყო და განაცხადა, რომ ეს თავდასხმები იყო „პასუხი ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ სარაკეტო ცეცხლზე“.

კვირას ჰეზბოლამ განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების შემდეგ ირანის მხარდაჭერა მათი „მოვალეობაა“.

ისრაელის მხრიდან განხორციელებულმა ბოლოდროინდელმა ქმედებებმა კიდევ უფრო გააფართოვა კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, რომელიც მას შემდეგ გამწვავდა, რაც შაბათს აშშ-მა და ისრაელმა ირანზე მიიტანეს იერიში. ჰეზბოლა თეირანის ერთ-ერთი უმთავრესი მოკავშირეა რეგიონში.

ომის დაწყებიდან მოყოლებული 260-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმრავლესობა (200-ზე მეტი) ირანშია. კონფლიქტის რეგიონული მასშტაბით გავრცელების, საპასუხო დარტყმების, აშშ-ის წინააღმდეგ გამართული პროტესტებისა და მზარდი შეტაკებების შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა ისრაელში, 31 - ლიბანში, 3 - აშშ-ში და რამდენიმე ადამიანი - ყურის ქვეყნებში.

2023 წლის ოქტომბერში ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებული ტრანსსასაზღვრო თავდასხმისა და მასზე მოყოლილი ისრაელის მიერ ღაზაში განხორციელებული გენოციდის შემდეგ, ჰეზბოლა ისრაელთან დაპირისპირების გამო დასუსტდა.

მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის ნოემბერში ისრაელმა და ჰეზბოლამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ისრაელი ლიბანში სხვადასხვა სამიზნეზე დარტყმებს მაინც აგრძელებდა.

გასულ ივნისში, ისრაელსა და ირანს შორის მომხდარი 12-დღიანი ომის დროს, ჰეზბოლას პროცესებში ჩარევა არ მოუხდენია.

აღმოაჩინეთ
თურქული ნიავი ლოს-ანჯელესის გულში: Turkish Vibe Zone-მა კარები გააღო
„თურქეთი წვლილს შეიტანს მუდმივი მშვიდობის დამყარებაში“
სოციალური მედიის ჭარბი მოხმარება ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისის მთავარი მიზეზია
თურქულმა და ესპანურმა თავდაცვის ინდუსტრიებმა შეთანხმებები გააფორმეს
მინისტრ ფიდანის განცხადება ნატოს სამიტზე: თურქეთი რომ არა, ტრამპი არ ჩამოვიდოდა
საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ყაზანში ვლადიმერ პუტინს შეხვდა
ტრამპმა და ფეზეშქიანმა ხელი მოაწერეს: აშშ-ირანის შეთანხმება „ოფიციალურად გაფორმდა“
საფრანგეთი ლიცეუმებში მობილური ტელეფონების აკრძალვას გეგმავს
ტრამპი: „ირანთან ძალიან ძლიერი შეთანხმება გავაფორმეთ“
პრეზიდენტმა ერდოღანმა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე უერტასი მიიღო
მინისტრი იუმაქლი: ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას უფრო მწვანე თურქეთისთვის
პრეზიდენტმა ერდოღანმა ფენერის ბერძენი პატრიარქი ბართლომეოსი მიიღო
ბენ-გვირმა აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი ვიზის მიღებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო გააუქმა
საფრანგეთში, G7-ის სამიტის ფარგლებში, ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ
კონიაში ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემა განთავსდება