აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის დასრულება „ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ“ და აღნიშნა, რომ შუალედურ არჩევნებში კონგრესში უმრავლესობის მომპოვებელი დემოკრატიული პარტიის წევრები „ხელთ არსებულ გამარჯვებას მარცხად აქცევენ“.
დონალდ ტრამპმა გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ირანთან ომი შეაფასა.
ტრამპმა მიუთითა, რომ 2027 წლის იანვარში დემოკრატების მიერ კონგრესში უმრავლესობის ფლობის გამო, ირანში „სამხედრო ვარიანტები შესაძლოა შეზღუდული იყოს“ და თქვა: „ისინი გამარჯვებას მარცხად აქცევენ“.
ტრამპის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ შეტევითი მოქმედებებისთვის 2027 წლის იანვრის ბოლომდე „დაფინანსება არსებობს“, რის შემდეგაც მან აღნიშნა: „ამ ომის დასრულება ნებისმიერ დროს შეგვიძლია“.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ის მიერ 28 თებერვალს განხორციელებული თავდასხმებით დაწყებული ომის პირველ საათებში ჰორმოზგანის ქალაქ მინაბში გოგონათა დაწყებით სკოლაზე იერიშის გამო ირანი კომპენსაციის მოთხოვნით სარჩელს შეიტანს, დონალდ ტრამპმა განაცხადა: „მეც ვითხოვ კომპენსაციას მათ მიერ მოკლული ადამიანების გამო“.














