COP31-ის თავმჯდომარემ და გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების მინისტრმა, მურათ ქურუმმა განაცხადა: „შესაძლოა, ყველა მოლაპარაკება ერთსა და იმავე წერტილში არ დასრულდეს. შესაძლოა, ყველა მოლოდინი არ გამართლდეს. თუმცა, ჩვენი საერთო სახლისთვის - დედამიწისთვის საუბარს, მოსმენასა და გამოსავლის ძიებას არ შევწყვეტთ“.
მინისტრმა ქურუმმა NSosyal-ის საკუთარ ანგარიშზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა არ არის ისეთი საკითხი, რომელსაც რომელიმე ქვეყანა მარტო გაუმკლავდება.
ქურუმის თქმით, COP31-ის განმავლობაში ისინი ამ საერთო პასუხისმგებლობის შესასრულებლად, ქვეყნებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად მუშაობდნენ. მან მადლიერება გამოხატა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ, რომელიც ღონისძიების განხორციელებას ხელმძღვანელობდა, ასევე ემინე ერდოღანის მიმართ - პატრონაჟისა და ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის.
თავის პოსტში ქურუმმა აღნიშნა:
„მადლობას ვუხდი ავსტრალიის მთავრობას, განსაკუთრებით ჩვენს პარტნიორს ამ მოლაპარაკებების პროცესში - ავსტრალიის კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის მინისტრ კრის ბოუენს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოს, ასევე ყველა ქვეყნის წარმომადგენელსა და დამკვირვებელს, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში ანტალიაში თავიანთ ქვეყნებს წარმოადგენდნენ და საერთო ნიადაგის გამოსანახად ძალისხმევას იჩენდნენ. შესაძლოა, ყველა მოლაპარაკება ერთსა და იმავე წერტილში არ დასრულდეს. შესაძლოა, ყველა მოლოდინი არ გამართლდეს. თუმცა, ჩვენი საერთო სახლისთვის - დედამიწისთვის საუბარს, მოსმენასა და გამოსავლის ძიებას არ შევწყვეტთ“.
ანტალიაში გამართული მსოფლიოს უმსხვილესი კლიმატის სამიტი COP31 ისე დასრულდა, რომ შემაჯამებელი (ჩარჩო) გადაწყვეტილების პროექტი მიღებული არ იქნა.













