ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
პრეზიდენტი ერდოღანი ნატოს სამიტზე მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლებს
სამიტზე 360-გრადუსიანი პერსპექტივით შეფასდება თავდაცვის სფეროში ინვესტიციების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების ფარგლებში გადადგმული ნაბიჯები და ალიანსის ძალისხმევა შეკავებისა და თავდაცვის კუთხით.
პრეზიდენტი ერდოღანი ნატოს სამიტზე მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლებს
პრეზიდენტი ერდოღანი ნატოს სამიტზე მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლებს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 7-8 ივლისს ანკარაში დაგეგმილი სამიტის ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში, 32 ქვეყნისა და მთავრობის მეთაურს შეხვდება.

პრეზიდენტი ერდოღანი შეხვედრებს გამართავს ისეთ ლიდერებთან, როგორებიც არიან: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, სლოვაკეთის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა, ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილოიკო სპაიჩი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა.

მოსალოდნელია, რომ 7 ივლისს ერდოღანი პირისპირ შეხვედრას გამართავს აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია ჩატარდება.

7 ივლისს საღამოს, პრეზიდენტი ერდოღანი და მისი მეუღლე ემინე ერდოღანი, პრეზიდენტის სასახლეში ქვეყნებისა და მთავრობების მეთაურებისა და მათი მეუღლეების პატივსაცემად ვახშამს გამართავენ.

ლიდერები ბეშთეფეს ეროვნულ საგამოფენო დარბაზში ცალ-ცალკე პრესკონფერენციებს გამართავენ

8 ივლისს პრეზიდენტი ერდოღანი ლიდერებს სამიტის ადგილზე დახვდება, რის შემდეგაც „საერთო ფოტოს“ გადაღება გაიმართება. ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, შეხვედრაზე პრეზიდენტი ერდოღანი და სხვა ლიდერები სიტყვით გამოვლენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი ერდოღანი, აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი და ზოგიერთი სხვა ლიდერი ბეშთეფეს ეროვნულ საგამოფენო დარბაზში ცალ-ცალკე პრესკონფერენციებს გამართავენ.

სამიტზე, სადაც 360-გრადუსიანი პერსპექტივით შეფასდება თავდაცვის ინვესტიციების გაზრდა და ალიანსის ძალისხმევა შეკავებისა და თავდაცვის სფეროში, ლიდერები სტრატეგიულ დონეზე გაცვლიან მოსაზრებებს ევროატლანტიკური სივრცის წინაშე არსებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების შესახებ.

სამიტში, სადაც განიხილება უკრაინაში არსებული ვითარება და ალიანსის სამხრეთით ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, ნატოს წევრი 32 ქვეყნის ლიდერთან ერთად მონაწილეობას მიიღებს 100-მდე მინისტრი, მრავალი მაღალი რანგის დიპლომატი, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

აღმოაჩინეთ
ათათურქის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახელმწიფო ცერემონია ანითქაბირში გაიმართა
პრეზიდენტმა ერდოღანმა Apple-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ტიმ კუკი მიიღო
COP31-ზე ირანის პავილიონში აშშ-ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული ბავშვები გაიხსენეს
ერდოღანი: „მეტი კონფლიქტი რეგიონისთვის მეტი დანაკარგის გარდა არაფერს ნიშნავს“
COP31-ში მონაწილეობას 6 კონტინენტიდან 102 ლიდერი მიიღებს
ჩინეთის ჩრდილოეთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მრავალი ადამიანი ემსხვერპლა
ჰამასი ღაზაში კარვის ჩამონგრევასთან დაკავშირებით: „პასუხისმგებლობა ისრაელს ეკისრება“
საფრანგეთი: აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან იქნება
ეგვიპტეში მატარებლის ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 112 კი დაშავდა
გამოქვეყნდა თურქეთ-ერაყის ერთობლივი განცხადება პრესისთვის
პრეზიდენტ ერდოღანის მილოცვა აზერბაიჯანის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით
პრეზიდენტი ერდოღანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
საუდის არაბეთის 3 ქალაქში ადრეული გაფრთხილების სისტემა ამოქმედდა
იაპონიაში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
კოლუმბიაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა