ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 1 წუთი
გუტერეშმა მიანმარში განხორციელებული თავდასხმა, რომელსაც 50 ადამიანი ემსხვერპლა, „მკაცრად“ დაგმო
„პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ“
გუტერეშმა მიანმარში განხორციელებული თავდასხმა, რომელსაც 50 ადამიანი ემსხვერპლა, „მკაცრად“ დაგმო
გუტერეშმა „მკაცრად“ დაგმო მიანმარში მომხდარი ავიაიერიში, რომელსაც 50 ადამიანი ემსხვერპლა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა მიანმარში განხორციელებული საჰაერო თავდასხმა, რომელსაც 50 ადამიანი ემსხვერპლა, „მკაცრად“ დაგმო.

გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა სტეფან დიუჟარიკმა ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„შეშფოთებული ვართ არაკანის შტატში 28 სექტემბერს მომხდარი საჰაერო თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცნობებით, რასაც 50 ადამიანის დაღუპვა და დაახლოებით 60-ის დაშავება მოჰყვა“, - განაცხადა დიუჟარიკმა და აღნიშნა, რომ გენერალური მდივანი მომხდარ თავდასხმებს „მკაცრად გმობს“.

დიუჟარიკმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ დაშავებულთაგან ბევრის მდგომარეობა მძიმეა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

მისივე თქმით, გენერალურმა მდივანმა გუტერეშმა ყველა მხარეს ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა და ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული საჰაერო თავდასხმის განმახორციელებლებმა პასუხი უნდა აგონ.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ფოლკერ ტიურკმაც განაცხადა, რომ გმობს მიანმარის არაკანის შტატში, ბაზრის სიახლოვეს განხორციელებულ საჰაერო იერიშებს, რასაც სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა.

აღმოაჩინეთ
კატების ადამიანებთან კნავილის მიზეზი დადგინდა
ევროკავშირის 2027 წლის ბიუჯეტზე შეთანხმება შედგა
ისრაელმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელთა 165 ჰა მიწის ჩამორთმევის ბრძანება გასცა
ესპანეთში პროფკავშირებმა საყოველთაო გაფიცვა დაიწყეს
COP31 ანტალიაში იწყება: ლიდერები კლიმატის დასაცავად უფრო ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებენ
პრეზიდენტმა ერდოღანმა გაეროს გენერალური მდივანი გუტერეში მიიღო
Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის თვალთვალში ეჭვმიტანილი ქალი ტაივანში ჰონგ-კონგის პასპორტით შევიდა
ლოს-ანჯელესში ავტომობილის ხალხის მასაში შევარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
დანია უკრაინას სამხედრო და ენერგეტიკულ სფეროებში დაახლოებით 750 მილიონი დოლარის მხარდაჭერას გაუწევს
გაეროს გენერალურმა მდივანმა გუტერეშმა თურქეთი COP 31-ის ორგანიზებისთვის შეაქო
პრეზიდენტი ერდოღანი: „მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ვაძლიერებთ"
ლაიენმა განაცხადა, რომ მიესალმება თურქეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას
ათათურქის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახელმწიფო ცერემონია ანითქაბირში გაიმართა
პრეზიდენტმა ერდოღანმა Apple-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ტიმ კუკი მიიღო
COP31-ზე ირანის პავილიონში აშშ-ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული ბავშვები გაიხსენეს