ჰაქან ფიდანმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის დიპლომატებს უმასპინძლა
ფიდანმა განაცხადა: „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია ჰუმანიტარული და პოლიტიკური კრიზისების წინაშე ისლამური სამყაროს ერთობლივ მოქმედებას უზრუნველყოფს, ამასთანავე, დღითიდღე უფრო ეფექტურ როლს ასრულებს გლობალური მასშტაბით სამართლიანობის დამკვიდრებაში“
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ანკარაში გამართულ იფთარის (მარხვის ვახშამი) პროგრამაზე ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის (OIC) წევრი და დამკვირვებელი ქვეყნების ელჩებსა და თურქეთში არსებული OIC-ის ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა.
დიპლომატიური წყაროების თანახმად, იფთარის ვახშამი ოთხშაბათს დედაქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა.
ფიდანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა: „OIC უზრუნველყოფს ისლამური სამყაროს ერთობლივ მოქმედებას ჰუმანიტარული და პოლიტიკური კრიზისების დროს და ყოველდღიურად უფრო აქტიურ როლს თამაშობს მსოფლიოში სამართლიანობის დამყარების საქმეში“.
ფიდანმა ასევე დასძინა, რომ თურქეთი, OIC-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის სტატუსით, კვლავაც გააგრძელებს წვლილის შეტანას ორგანიზაციის საქმიანობაში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დაამატა: „ვიმედოვნებ, ეს წმინდა თვე მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანი იქნება მთელი კაცობრიობისთვის. მადლობას ვუხდი ბატონ ელჩებს მობრძანებისთვის“.