ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი: ეპშტეინთან დაკავშირებული 2 მილიონზე მეტი დოკუმენტი შესწავლის პროცესშია
ეპშტეინის საქმე აშშ-ში კვლავ რჩება პოლიტიკურად საკამათო საკითხად. საკანონმდებლო ორგანოები და მსხვერპლთა უფლებადამცველები მეტ გამჭვირვალობას მოითხოვენ
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი: ეპშტეინთან დაკავშირებული 2 მილიონზე მეტი დოკუმენტი შესწავლის პროცესშია
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი: ეპშტეინთან დაკავშირებული 2 მილიონზე მეტი დოკუმენტი შესწავლის პროცესშია / Reuters

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული ფაილების ერთ პროცენტზე ნაკლები გამოაქვეყნა და საზოგადოების ინფორმირებამდე კიდევ ორ მილიონზე მეტი დამატებითი დოკუმენტი უნდა შემოწმდეს.

აშშ-ის საოლქო მოსამართლე პოლ ა. ენგელმაიერმა თავის განცხადებაში აღნიშნა: „დღემდე დეპარტამენტმა (ეპშტეინის ფაილების გამჭვირვალობის შესახებ კანონის შესაბამისად) დაახლოებით 125 ათასი გვერდისგან შემდგარი 12 285 დოკუმენტი ატვირთა იუსტიციის დეპარტამენტის ეპშტეინის ბიბლიოთეკის ვებგვერდზე; ამასთან, არსებობს კიდევ 2 მილიონზე მეტი დოკუმენტი, რომლებიც კანონის ფარგლებში განხილვის სხვადასხვა ეტაპზეა“.

დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ამჟამად ამ საქმეზე 400-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს, მათ შორის ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის 125-ზე მეტი პროკურორი.

ენგელმაიერმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ განხილვის პროცესში აშშ-ის სხვა პროკურატურებისა და იუსტიციის დეპარტამენტის სხვადასხვა განყოფილების ათობით ადვოკატია ჩართული, ასევე მონაწილეობს FBI-ს 100-ზე მეტი სპეციალურად მომზადებული დოკუმენტების ანალიზის ექსპერტი.

გასულ თვეში დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შემოწმების შემდეგ დოკუმენტებს „რაც შეიძლება მოკლე დროში“ გამოაქვეყნებდა. ეს ვალდებულება გამომდინარეობს ეპშტეინის ფაილების გამჭვირვალობის შესახებ კანონიდან (რომელიც 19 ნოემბერს შევიდა ძალაში), ასევე მოქმედი ფედერალური კანონმდებლობისა და სასამართლო განჩინებებიდან.

წერილში ხაზგასმულია, რომ დეპარტამენტი მოწადინებულია გამოაქვეყნოს ჩანაწერები „რაც შეიძლება სწრაფად“, ამასთან, მსხვერპლთა კონფიდენციალურობის მაქსიმალური დაცვა „შესაძლებლობის ფარგლებში“ პრიორიტეტულ ამოცანად არის მიჩნეული.

წერილს ხელს აწერენ გენერალური პროკურორი პემ ბონდი, გენერალური პროკურორის მოადგილე ტოდ ბლანში და ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურორი ჯეი კლეიტონი. კლეიტონმა განაცხადა, რომ სანამ შემოწმება გრძელდება, მთავრობა მზად არის ნებისმიერ კითხვას უპასუხოს.

ეპშტეინი 2019 წელს ნიუ-იორკის ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს, სანამ იგი სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობის ბრალდებით სასამართლოს მოლოდინში იყო. 2008 წელს ფლორიდის სასამართლოში ეპშტეინმა აღიარა დანაშაული არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ჩაბმის მცდელობისთვის, თუმცა ეს შედარებით მსუბუქი განაჩენი „მომგებიან გარიგებად“ იქნა შეფასებული.

მსხვერპლები ამტკიცებენ, რომ ეპშტეინი მართავდა სექს-ტრეფიკინგის ფართო ქსელს, რომლითაც მდიდრები და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები სარგებლობდნენ.

ეპშტეინის საქმე აშშ-ში კვლავ რჩება პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხად. სხვადასხვა ჯგუფის კანონმდებლები და მსხვერპლთა უფლებადამცველები ითხოვენ მეტ გამჭვირვალობას იმ პირთა შესახებ, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ ეპშტეინთან და შესაძლოა ეხმარებოდნენ მას დანაშაულის ჩადენაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ უარყო ეპშტეინის მიერ ჩადენილ დანაშაულებში რაიმე ფორმით მონაწილეობა. ტრამპთან წარსულში არსებულმა სოციალურმა და ბიზნეს კავშირებმა, ისევე როგორც ეპშტეინის ფართო კონტაქტებმა აშშ-სა და საზღვარგარეთის პოლიტიკურ, ბიზნეს და აკადემიურ წრეებთან, გააძლიერა მოწოდებები ოფიციალური დოკუმენტების ფართომასშტაბიანი გასაჯაროების შესახებ.

აღმოაჩინეთ
ჰოლანდიურმა გაზეთმა, რომელმაც ღაზაში ბავშვების მკვლელობა დაადასტურა, ევროპის პრესის ჯილდო მოიპოვა
თურქეთიდან 4 თვეში 195 მილიონი დოლარის ლიმონის ექსპორტი განხორციელდა
მინისტრი ფიდანი ირანელ კოლეგას ესაუბრა
სომხეთში არჩევნები სამშვიდობო ძალისხმევისა და რუსეთის გავლენის ფონზე მიმდინარეობს
პრეზიდენტი ერდოღანი „ნულოვანი ნარჩენების“ ფორუმის დახურვის პროგრამას დაესწრება
ემინე ერდოღანი: „ნულოვანი ნარჩენების ფორუმს“ ისტორიულ შეხვედრად მივიჩნევთ
მინისტრი ფიდანი: ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ბანგლადეშთან თანამშრომლობის განვითარება
ევროკავშირი განიხილავს კანდიდატი ქვეყნებისთვის შეზღუდული ინტეგრაციის ვარიანტს სრულ წევრობამდე
831 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ექსპორტი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთიდან 115 ქვეყანაში
ქურთულმუში: თურქეთის ადგილის არაღიარება ევროპაში ხედვის ნაკლებობაა
ტრამპი: ირანის ლიდერთან შეხვედრა შეთანხმების შემთხვევაში „პატივი იქნება“
გამოკითხვა: 36 ქვეყნის უმრავლესობაში ისრაელის შესახებ „უარყოფითი“ განწყობები უფრო გავრცელებულია
ზელენსკი, თურქეთზე მითითებით, პუტინს მოუწოდებს „ნეიტრალურ ქვეყანაში პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ“
აშშ-ის სანქციები კუბის ლიდერ მიგელ დიას-კანელის წინააღმდეგ
პუტინი: კიევი შიდაპოლიტიკური მდგომარეობის გამო კრიზისის მოსაგვარებლად მზად არ არის