ᲛᲔᲪᲜᲘᲔᲠᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲢᲔᲥᲜᲝᲚᲝᲒᲘᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
ევროპის საავიაციო გიგანტები ევროკავშირის კონკურენციის კომისართან სატელიტურ გაერთიანებას განიხილავენ
ევროპული საავიაციო კომპანიები Airbus-ი, Thales-ი და Leonardo, Starlink-ისთვის კონკურენციის გასაწევად ერთობლივი საწარმოს შექმნის მიზნით, ევროკავშირის მარეგულირებლებთან სატელიტური გაერთიანების გეგმებს განიხილავენ.
ევროპის საავიაციო გიგანტები ევროკავშირის კონკურენციის კომისართან სატელიტურ გაერთიანებას განიხილავენ
/ TRT World
 

ევროპული საავიაციო კომპანიები Airbus-ი, Thales-ი და Leonardo სატელიტური ბიზნესების შესაძლო გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ოთხშაბათს ევროკავშირის კონკურენციის საკითხებზე პასუხისმგებელ პირს, ტერეზა რიბერას შეხვდებიან. ეს ინფორმაცია ევროკომისიის დღის წესრიგში აისახა.

სამი კომპანიის მიერ ერთობლივი კოსმოსური კომპანიის დაარსების წინასწარი გეგმები ილონ მასკის Starlink-თან კონკურენციის გაწევის მცდელობების ფარგლებში განიხილება. ამჟამად ევროკავშირის კონკურენციის სფეროს წარმომადგენლებთან წინასწარი მოლაპარაკებები მიმდინარეობს; ეს ნაბიჯი, როგორც წესი, შერწყმის შეთანხმებებზე ოფიციალური თანხმობის მოთხოვნამდე იდგმება.

აღინიშნება, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ძალიან ადრეულ ეტაპზეა და არ არის მოსალოდნელი, რომ ეს პროცესი კონკრეტული შედეგით მომავალი წლის გვიან ეტაპამდე დასრულდება. ეს ინფორმაცია გასულ თვეს Reuters-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

ზოგადად, კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები ევროკავშირის კონკურენციის სფეროს წარმომადგენლებს ხვდებიან, რათა მიაწოდონ ინფორმაცია გარიგებების შესახებ და მიიღონ მოსაზრებები მარეგულირებელ პროცესში მოსალოდნელ პოტენციურ დაბრკოლებებზე და იმ ზომებზე, რომლებიც შეიძლება იქნას მიღებული, განსაკუთრებით კონკურენციასთან დაკავშირებული შეშფოთების მოსახსნელად.

Airbus-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუ Thales-თან და Leonardo-სთან სატელიტური გაერთიანების მოლაპარაკებები MBDA-ს ევროპული სარაკეტო პროექტის მსგავს ინიციატივას დაუდებს საფუძველს. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის კონკურენციის მარეგულირებლები წარსულთან შედარებით უფრო მოქნილ მიდგომას გამოიჩენენ.

მსგავსიWhy are Elon Musk’s Starlink satellites burning up in the skies?

აღმოაჩინეთ
სენეგალის სანაპიროსთან, დაახლოებით 100 ადამიანის გადამყვანი მიგრანტების ნავი გადაბრუნდა
ტრამპი APEC-ის სამიტისა და სამმხრივი შეხვედრისთვის ჩინეთშია
თურქეთის მასპინძლობით ანტალიაში მიმდინარე COP31 მეორე კვირაა გრძელდება.
აშშ-მა ირანის კუნძულ კეშმზე არაერთი თავდასხმა განახორციელა
FBI: კიბერთავდასხმების ავტომატიზაციისთვის ARTEX-ი გამოიყენეს
იაპონიამ საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსული თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლო თვითმფრინავები ააფრინა
178 მსხვილი გლობალური ბრენდი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა
IMF-მ განაცხადა, რომ უკრაინასთან 1,6 მილიარდი დოლარის შეთანხმების მიმართულებით პროგრესია მიღწეული
მინისტრი ფიდანი: თურქეთის ცენტრალურ როლს ყველა აფასებს
კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს „აბსურდულად“ მიიჩნევს
მინისტრი ქურუმი: არ გვსურს, ანტალიაში განხილული საკითხები საკონფერენციო დარბაზებში დარჩეს
ირანი უარყოფს აშშ-სთან არსებულ „არც ომის, არც მშვიდობის“ სტატუს-კვოს
პრეზიდენტი ერდოღანი: პალესტინის საქმეს ყველა პლატფორმაზე ყველაზე ძლიერად დავიცავთ
ეკლესიაზე განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმის გამო სამ პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
აიზენკოტმა ნეთანიაჰუს მოწოდება ერთიანობისკენ „მანიპულაციად“ შეაფასა და უარყო