ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
რუსეთი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში მთვარეზე ბირთვული ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს
ობიექტი რუსულ-ჩინურ ერთობლივ კვლევებს ენერგიით უზრუნველყოფს.
რუსეთი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში მთვარეზე ბირთვული ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს
რუსეთი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში მთვარეზე ბირთვული ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს / Reuters

იმ დროს, როდესაც წამყვანი სახელმწიფოები დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის ათვისებას აჩქარებენ, რუსეთი მომავალი ათი წლის განმავლობაში მთვარეზე ბირთვული ენერგეტიკული სადგურის განთავსებას გეგმავს. აღნიშნული სადგურის მიზანი მთვარის პროგრამისა და რუსულ-ჩინური ერთობლივი კვლევითი სადგურის ენერგიით მომარაგებაა.

მას შემდეგ, რაც 1961 წელს საბჭოთა კოსმონავტი იური გაგარინი კოსმოსში გაფრენილი პირველი ადამიანი გახდა, რუსეთი საკუთარ თავს კოსმოსის კვლევაში წამყვან ძალად მიიჩნევდა, თუმცა ბოლო წლებში მან აშშ-სა და ჩინეთის წინაშე პოზიციები დათმო.

რუსეთის ამბიციებს მძიმე დარტყმა მიაყენა 2023 წლის აგვისტოში უპილოტო ხომალდ „ლუნა-25“-ის (Luna-25) მისიის მარცხმა, როდესაც ის დაშვების მცდელობისას მთვარის ზედაპირს შეეჯახა. გარდა ამისა, ილონ მასკმა რევოლუციური ცვლილებები შეიტანა კოსმოსური ხომალდების გაშვების სფეროში, რაც ერთ დროს რუსეთის მთავარ სპეციალიზაციას წარმოადგენდა.

რუსეთის სახელმწიფო კოსმოსურმა სააგენტო „როსკოსმოსმა“ (Roscosmos) განაცხადა, რომ 2036 წლისთვის მთვარეზე ენერგობლოკის აშენებას გეგმავს და ამ მიზნის მისაღწევად საავიაციო კომპანია „ლავოჩკინთან“ (Lavochkin) ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

„როსკოსმოსის“ განმარტებით, სადგურის დანიშნულება რუსეთის მთვარის პროგრამის ენერგოუზრუნველყოფაა, რაც მოიცავს მავალებს (როვერებს), ობსერვატორიასა და რუსულ-ჩინური ერთობლივი „მთვარის საერთაშორისო კვლევითი სადგურის“ ინფრასტრუქტურას.

„ეს პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მუდმივმოქმედი სამეცნიერო მთვარის სადგურის შესაქმნელად და ერთჯერადი მისიებიდან მთვარის კვლევის გრძელვადიან პროგრამაზე გადასასვლელად“, — აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ „როსკოსმოსს“ პირდაპირ არ დაუკონკრეტებია, რომ სადგური ბირთვული იქნება, მან აღნიშნა, რომ პროექტის მონაწილეთა შორის არიან რუსეთის სახელმწიფო ბირთვული კორპორაცია „როსატომი“ (Rosatom) და ქვეყნის წამყვანი ბირთვული კვლევითი ცენტრი — „კურჩატოვის ინსტიტუტი“.

„როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა, დიმიტრი ბაკანოვმა ივნისში განაცხადა, რომ სააგენტოს ერთ-ერთი მიზანი მთვარეზე ბირთვული ენერგოსადგურის განთავსება და დედამიწის „მოძმე“ პლანეტის — ვენერას კვლევაა.

მთვარე ჩვენი პლანეტიდან 384,400 კილომეტრითაა დაშორებული. იგი აბალანსებს დედამიწის ღერძის რხევას, რითაც ხელს უწყობს სტაბილური კლიმატის შენარჩუნებას. გარდა ამისა, ის დედამიწის ოკეანეებში მოქცევებსა და უკუქცევებს იწვევს.

აღმოაჩინეთ
ტრამპი სი ძინპინთან „ძალიან ნაყოფიერი“ შეხვედრის იმედს გამოთქვამს
ერდოღანი: „თურქეთი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ფართო ფრენების ქსელის მქონე ქვეყნად ვაქციეთ“
თურქეთის დიდი დარტყმა ისრაელთან დაკავშირებულ ქსელზე: დაკავებულია 175 პირი
ირანმა განაცხადა, რომ დარტყმა მიაყენა ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერს ჰორმუზის სრუტეში
ტრამპმა განაცხადა, რომ პოლონეთში აშშ-ის ბაზის შექმნის საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს
არაღჩი: „დღეს მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს სტრატეგიულ ბალანსს“
თურქეთმა დაგმო ჰუსიტების მიერ მექას მიმართულებით განხორციელებული თავდასხმა
HÜRKUŞ-II, სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის გადაცემული პირველი ადგილობრივი წარმოების თვითმფრინავი იქნება
ანგარიში: „47 წელიწადში გრენლანდიასა და ანტარქტიდაში 12,5 ტრილიონი ტონა ყინული დადნა“
ფიდანი: „ჩვენს რეგიონში თურქეთი და აზერბაიჯანი სტაბილურობის ორ კუნძულს წარმოადგენს“
Bayraktar-ის კუთვნილმა უპილოტო საფრენმა აპარატმა AKINCI-მ საჰაერო სამიზნე SUNGUR-ით გაანადგურა
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანმა საბერძნეთთან ურთიერთობები შეაფასა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ირანის წინააღმდეგ თავდასხმების შეჩერებას
ჰუსიტები აცხადებენ, რომ საუდის არაბეთის კუთვნილი F-15 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს
რუსეთი: „კოსმოსში შეიარაღების რბოლის თავიდან ასაცილებლად უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები“