ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 1 წუთი
კიევში რუსული თავდასხმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
უკრაინის დედაქალაქს ღამის საათებში ბალისტიკური რაკეტები მოხვდა; თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე ხუთი დაშავდა. რუსეთმა კი განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოო ობიექტები იყო.
კიევში რუსული თავდასხმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
კიევში რუსული თავდასხმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა / َAA

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ხუთშაბათს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე ხუთი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. თავდასხმები დედაქალაქში შუაღამის შმდეგ მალევე განხორციელდა.

მას შემდეგ, რაც უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გაავრცელეს გაფრთხილება მრავალი ბალისტიკური რაკეტის მოახლოების შესახებ, კიევში მყოფმა AFP-ის ჟურნალისტებმა ერთმანეთის მიყოლებით აფეთქებების ხმა გაიგონეს.

დედაქალაქის ცაზე კაშკაშა ნათებების სერია გამოჩნდა და ზედიზედ მოხდა აფეთქებები. მერმა ვიტალი კლიჩკომ ხუთშაბათს Telegram-ზე დაწერა: „მტრის თავდასხმის შედეგად კიევში ორი ადამიანი დაიღუპა“.

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ ხუთი ადამიანი დაშავდა, ხოლო დარტყმები სვიატოშინსკისა და დარნიცკის რაიონებში განხორციელდა.

მერმა კლიჩკომ მანამდე სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ დაიბომბა საწყობი და „რაკეტის ნამსხვრევები არასაცხოვრებელ შენობებს დაეცა“. ამავდროულად, მერის თქმით, უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთის მთავარი ქალაქი ხარკოვიც საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე გახდა.

თავდასხმა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტიდან რამდენიმე საათში მოხდა, რომელიც თავდაცვის სფეროში კავშირების გაძლიერების მიზნით განხორციელდა.

აღმოაჩინეთ
ზელენსკი: საჰაერო თავდაცვისთვის მოწოდებული რაკეტების რაოდენობა 2025 წელთან შედარებით 3-ჯერ შემცირდა
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეიბანი თურქეთში ჩამოდის
ტრამპმა ირანს მოუწოდა, ხელახლა გახსნას ჰორმუზის სრუტე
რუსეთი: ნატო და ევროკავშირი საერთაშორისო ტერორიზმის ნაწილი გახდნენ
რუსეთის თავდასხმებმა კიევის შემოგარენში 14 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია
MİT-ის ხელმძღვანელი ქალინი ანკარაში ლიბიელ ოფიციალურ პირებს შეხვდა
Fitch: თურქული ბანკებისა და ხაზინის საერთაშორისო რეპუტაცია მაღალია
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ ახალი ოპერაციების დამტკიცების შესახებ განაცხადა
თურქეთი შავ ზღვაში იმ გემებზე მყოფი მოქალაქეების მდგომარეობას აკვირდება, რომლებზეც თავდასხმა მოხდა
Apple-მა Telegram-ი App Store-იდან მცირე ხნით წაშალა
სომხეთის პრეზიდენტმა ხაჩატურიანმა ფაშინიანის ახალი კაბინეტი დაამტკიცა
პრეზიდენტი ერდოღანი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც სალმანს ესაუბრა
თურქეთი, ეგვიპტე და კატარი გენოციდში ბრალდებულ ისრაელს გმობენ
მინისტრ ფიდანის ინტენსიური დიპლომატიური საქმიანობა
იაპონიაში 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა