ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 1 წუთი
შეიარაღებული თავდასხმა ბილიარდის სალონზე
შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა ეკვადორში მზარდი ბანდების ძალადობის ფონზე შვიდი ადამიანი მოკლეს
შეიარაღებული თავდასხმა ბილიარდის სალონზე
/ AA

ეკვადორის ქალაქ სანტო-დომინგოში, ბილიარდის სალონში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა. პოლიციის კვირას გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს თავდასხმა ქვეყანაში ბანდების ძალადობის გამო ბოლო დროს გახშირებული სისხლიანი თავდასხმების ჯაჭვის კიდევ ერთი რგოლია.

ეროვნულმა პოლიციამ განაცხადა, რომ მსხვერპლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს მას შემდეგ, რაც ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა მოაწყვეს ბილიარდის სალონზე, დედაქალაქ კიტოდან დაახლოებით 150 კილომეტრის დაშორებით, ღამის ცხოვრების უბანში.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ, თუმცა დამოუკიდებელი წყაროების მიერ ჯერ კიდევ დაუდასტურებელ სათვალთვალო კამერის კადრებში ჩანს, რომ შავ ნიღბებში გამოწყობილი თავდამსხმელების ჯგუფი ცეცხლს უხსნის შესასვლელში მდგომ ორ მამაკაცს, შემდეგ კი შენობაში შედის და უმისამართოდ ისვრის. დადგინდა, რომ თავდამსხმელები შემთხვევის ადგილზე პოლიციის მანქანის მისვლამდე ცოტა ხნით ადრე მიიმალნენ.

ეს თავდასხმა მოხდა გასულ თვეში, სანაპირო ქალაქ გენერალ-ვილიამილ-პლაიასში, ბილიარდის სალონში მომხდარი მსგავსი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, რომელსაც ცხრა ადამიანი ემსხვერპლა.

ეკვადორი, რომელიც ოდესღაც ლათინური ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მშვიდობიან ქვეყნად ითვლებოდა, ძალადობის მზარდი ტალღის წინაშე აღმოჩნდა, რაც მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნარკოკარტელებმა მისი პორტების გამოყენება დაიწყეს აშშ-სა და ევროპაში კოკაინის კონტრაბანდისთვის.

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში მკვლელობების მაჩვენებელი 2018 წელს ყოველ 100 000 მოსახლეზე ექვსი იყო, ხოლო 2024 წელს ეს მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 38-მდე გაიზარდა.

აღმოაჩინეთ
TRT-ის გენერალურმა დირექტორმა სობაჯიმ „TRT World ფორუმ 2026-ზე“ სიტყვით მიმართა დამსწრეებს
საგარეო საქმეთა მინისტრმა ფიდანმა „მექის თავდაცვის ალიანსი“ შეაფასა
TRT World ფორუმი დაიწყო: გლობალური სისტემის მომავალი სტამბოლში განიხილება
თურქეთის თავდაცვისა და საავიაციო მრეწველობამ საექსპორტო წარმატება გაამყარა
რუბიომ უარყო მტკიცება, რომ პოსტს დატოვებას და თეთრი სახლისთვის კანდიდატურის წამოყენებას გეგმავს
ოთხი ქვეყნის დაგმობა ჰუსიტების მხრიდან სარაკეტო თავდასხმის მცდელობის გამო
ისრაელის პრეზიდენტის თქმით, ტრამპის მიერ დახმარების შეწყვეტის შემდეგ „თავზარდაცემული დარჩა"
აშშ-მა კუბის არმიისა და ენერგომომარაგების ქსელების წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა
საფრანგეთში ბოლო წლების ყველაზე დიდი აქცია: ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა
ნატო-უკრაინის საბჭო ბრიუსელში საგანგებოდ შეიკრიბა
პრეზიდენტი ერდოღანი: „8 ნოემბერს აზერბაიჯანში ვიზიტს ვგეგმავ“
საბერძნეთში მოსწავლეები, სტუდენტები და მასწავლებლები კვლავ ქუჩაში გამოვიდნენ
საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვის წინ მთავრობა მზადყოფნაშია
ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან, კუშნერთან და უიტკოფთან, სატელეფონო საუბარი გამართა
მინისტრი ჩიფჩი: „იტალიასთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ვგეგმავთ“