ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
პრეზიდენტმა ერდოღანმა ყურბან ბაირამის დღესასწაულზე ერს მიმართა
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყურბან ბაირამი მიულოცა თურქეთს, თურქ ერს და მთელ კაცობრიობას.
პრეზიდენტმა ერდოღანმა ყურბან ბაირამის დღესასწაულზე ერს მიმართა
/ AA

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარასკევს, მუსლიმთა წმინდა დღესასწაულთან, ყურბან ბაირამთან დაკავშირებით, მოსალოცი გზავნილი გაავრცელა.

პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ერდოღანმა გამოთქვა იმედი, რომ დღესასწაული "სიკეთის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის და მთელი კაცობრიობისთვის".

პრეზიდენტმა დღესასწაული მიულოცა თურქეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს, ასევე "ღაზისა და პალესტინის ყველა ჩვენს მეგობარს".

ყურბან ბაირამი ისლამში აღინიშნება იმის მოსაგონებლად, თუ როგორ იყო წმ. აბრაამი მზად, ღვთის ბრძანებით შეეწირა თავისი ვაჟი, და ასევე ღვთაებრივი ჩარევა, რომლის შედეგადაც საბოლოოდ მოხდა ცხვრის შეწირვა.

მუსლიმები ამ ჩარევის აღსანიშნავად მსხვერპლად სწირავენ ცხოველებს და მათ ხორცს უზიარებენ შეჭირვებულებსა და ნათესავებს.

დაახლოებით 2 მილიონი მომლოცველი ყურბან ბაირამის პირველ დღეს ჰაჯის რიტუალებს ასრულებს.

დაახლოებით ორმა მილიონმა მუსლიმმა მომლოცველმა პარასკევს დილით დაიწყო ჯემარათის სვეტებისთვის ქვების სროლის რიტუალი მინას რაიონში, დასავლეთ საუდის არაბეთში, რომელიც ყოველწლიური ჰაჯის მომლოცველების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რიტუალია.

ჯემარათ-ულ აქაბასთვის ქვების სროლის დასრულების შემდეგ, მომლოცველები გააგრძელებენ სხვა სადღესასწაულო რიტუალებს, მაგალითად, მსხვერპლშეწირვის რიტუალს, რაც ოთხდღიანი ყურბან ბაირამის დასაწყისს განასახიერებს.

მომლოცველები მინაში დარჩებიან თაშრიქის დღეების განმავლობაში (შაბათიდან ორშაბათამდე) და გააგრძელებენ ქვების სროლის რიტუალს.

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ მომლოცველთა წარმატებით გადაყვანა მოხდა არაფათის მთაზე, რაშიც გამოყენებული იყო ხელოვნური ინტელექტის მოწინავე სისტემები.

ექვსდღიანი ჰაჯის სეზონი ოთხშაბათს დაიწყო და ბოლო რიტუალები ორშაბათამდე გაგრძელდება.

საუდის არაბეთის სტატისტიკის გენერალურმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ 1446 ჰიჯრის კალენდარული წლისთვის ჰაჯზე მომლოცველთა რაოდენობა შეადგენს 1 673 230-ს, საიდანაც 1 506 576 უცხოეთიდანაა ჩასული.

ადგილობრივი მომლოცველების, ანუ საუდის არაბეთის მოქალაქეებისა და რეზიდენტების რაოდენობა კი 166 654-ია.

გასულ წელს მსოფლიოს 200 ქვეყნიდან 1,8 მილიონზე მეტმა მუსლიმმა მომლოცველმა შეასრულა ჰაჯი.

ჰაჯი ისლამის ხუთი ბურჯიდან ერთ-ერთია და არის თაყვანისცემის ფორმა, რომელიც ფინანსურად შეძლებულმა ყველა მუსლიმმა სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა შეასრულოს.

ჰაჯი მოიცავს რიტუალების სერიას, რომელიც მიზნად ისახავს ისლამის ძირითადი ცნებების განმარტებას და წინასწარმეტყველ აბრაამისა და მისი ოჯახის მიერ განცდილი სირთულეების გახსენებას."

აღმოაჩინეთ
ათათურქის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახელმწიფო ცერემონია ანითქაბირში გაიმართა
პრეზიდენტმა ერდოღანმა Apple-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ტიმ კუკი მიიღო
COP31-ზე ირანის პავილიონში აშშ-ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული ბავშვები გაიხსენეს
ერდოღანი: „მეტი კონფლიქტი რეგიონისთვის მეტი დანაკარგის გარდა არაფერს ნიშნავს“
COP31-ში მონაწილეობას 6 კონტინენტიდან 102 ლიდერი მიიღებს
ჩინეთის ჩრდილოეთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მრავალი ადამიანი ემსხვერპლა
ჰამასი ღაზაში კარვის ჩამონგრევასთან დაკავშირებით: „პასუხისმგებლობა ისრაელს ეკისრება“
საფრანგეთი: აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან იქნება
ეგვიპტეში მატარებლის ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 112 კი დაშავდა
გამოქვეყნდა თურქეთ-ერაყის ერთობლივი განცხადება პრესისთვის
პრეზიდენტ ერდოღანის მილოცვა აზერბაიჯანის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით
პრეზიდენტი ერდოღანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
საუდის არაბეთის 3 ქალაქში ადრეული გაფრთხილების სისტემა ამოქმედდა
იაპონიაში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
კოლუმბიაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა