ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 1 წუთი
გაერო ლიბიაში კონფლიქტის განახლების გამო ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებას აკეთებს
ლიბიური მედიის ცნობით, შეტაკებების გამო მიტიგას აეროპორტში ფრენები შეჩერებულია, ხოლო განათლების სამინისტრომ დედაქალაქის სკოლებში სწავლა შეაჩერა.
გაერო ლიბიაში კონფლიქტის განახლების გამო ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებას აკეთებს
/ AA

როგორც თვითმხილველები იტყობინებიან, ოთხშაბათს ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში შეიარაღებული შეტაკებები განახლდა.

ძალადობა დედაქალაქის აინ ზარას, რას ჰასანისა და ბინ აშურის უბნებში შეიარაღებულ ჯგუფებს შორის დაიწყო. დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ არის.

გაეროს ლიბიის მხარდაჭერის მისიამ ტრიპოლიში მიმდინარე კონფლიქტებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. X პლატფორმაზე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: "გაეროს ლიბიის მხარდაჭერის მისია ღრმად შეშფოთებულია ტრიპოლის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში მეორე ღამეს ზედიზედ ძალადობის ესკალაციით. ეს მდგომარეობა უამრავ მშვიდობიან მოსახლეს სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს". მან ასევე გააკეთა მოწოდება ყველა დასახლებულ პუნქტში "დაუყოვნებლივ და უპირობოდ" შეწყდეს ცეცხლი.

შეტაკებები ორშაბათს დაიწყო საპრეზიდენტო საბჭოს დაქვემდებარებაში მყოფი სტაბილურობის მხარდამჭერი დანაყოფის ხელმძღვანელის, აბდელ ღანი ალ-კიკლის გარდაცვალების შემდეგ.

ლიბია არასტაბილურობისა და ქაოსის პისპირასაა 2011 წლიდან, მას შემდეგ, რაც დაემხო მუამარ კადაფი, რომელიც ქვეყანას 40 წლის განმავლობაში რეპრესიული რეჟიმით მართავდა.

აღმოაჩინეთ
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი ხვალ სამხრეთ კორეას ეწვევა
ნატომ ბალტიის ზღვაში მცირე მასშტაბის სწავლებები დაიწყო
თავდასხმა ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტზე ირანული უპილოტო საფრენი აპარატით
იაპონიას ტროპიკულმა შტორმმა „ჯანგმიმ“ დაარტყა
პრეზიდენტი ერდოღანი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ესაუბრა
ჰაქან ფიდანი ინდონეზიაში გაემგზავრა
ირანმა სპარსეთის ყურეში აშშ-ის ობიექტებზე თავდასხმები განახორციელა
ფიდანი: ტრამპი ანკარაში ნატოს სამიტზე დასწრებას გეგმავს
მინისტრი ფიდანი ხვალ ინდონეზიას ეწვევა
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთის დატოვება მოითხოვეს
„ჭკვიანმა წამალმა“ კიბოს „უხილავობის ფარი“ მოხსნა: სიმსივნეები 30%-ით შეამცირა
ტრამპი: აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტა და ჰორმუზის გახსნა მომავალ კვირასაა მოსალოდნელი
მსოფლიოს შემაშინებელი „ჰანტავირუსის გემი“ კვლავ ზღვაში გადის
რუსეთის სარაკეტო და დრონებით თავდასხმების შედეგად უკრაინაში ცხრა ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა
მინისტრმა ფიდანმა ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა