ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
ტრამპი სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხზე უკრაინითა და რუსეთით „უკიდურესად შეწუხებულია“
თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპი დაიღალა „შეხვედრებით, რომლებიც მხოლოდ შეხვედრისთვის იმართება“ და ომის დასასრულებლად ქმედებაზე გადასვლას ითხოვს.
ტრამპი სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხზე უკრაინითა და რუსეთით „უკიდურესად შეწუხებულია“
ტრამპი სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხზე უკრაინითა და რუსეთით „უკიდურესად შეწუხებულია“ / AP
 

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ კვირის ბოლოს ევროპაში დაგეგმილ უკრაინის მოლაპარაკებებზე წარმომადგენელს გააგზავნის, თუკი რეალური სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შანსი იქნება.

ტრამპის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა ხუთშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპი დაიღალა იმ მრავალრიცხოვანი შეხვედრებისგან, რომლებსაც ომის დასრულების კუთხით შედეგი არ მოაქვს.

„პრეზიდენტი ამ ომის ორივე მხარით ძალიან იმედგაცრუებულია და დაიღალა იმ შეხვედრებისგან, რომლებიც მხოლოდ შეხვედრის გამართვისთვის ტარდება“, - განაცხადა ლევიტმა.

კიევი თეთრი სახლის მხრიდან სწრაფი მშვიდობის მიღწევის მიზნით ზეწოლას განიცდის, თუმცა ეწინააღმდეგება გასულ თვეში შემოთავაზებულ, აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ გეგმას, რომელსაც ბევრი მოსკოვის სასარგებლოდ მიიჩნევს.

ოთხშაბათს საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან სატელეფონო საუბრების შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ მათ მწვავე კონსულტაციები გამართეს და ამ შაბათ-კვირას ევროპაში შეხვედრის შესაძლებლობას განიხილავენ.

„პრეზიდენტს სურს, რომ ამ ომის დასასრულებლად ქმედებაზე გადავიდეთ, და ადმინისტრაციამ მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში 30 საათზე მეტი დაჰყო მოლაპარაკებებში რუსებთან, უკრაინელებთან და ევროპელებთან. ვნახოთ, რა მოხდება ამ შაბათ-კვირის შეხვედრებზე; თვალი ადევნეთ მოვლენებს“, - დასძინა ლევიტმა.

მოლაპარაკებებისგან დაღლა

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ შაბათს ევროპაში დაგეგმილ შეხვედრაზე დელეგაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგზავნის, თუკი რუსეთის მიერ აღმოსავლეთ ევროპელი მეზობლის წინააღმდეგ წარმოებული ომის დასრულების „კარგი შანსი“ იქნება.

„ვნახოთ, მივიღებთ თუ არა მონაწილეობას შეხვედრაში. მათ სურთ, რომ მონაწილეობა მივიღო. მათ სურთ, რომ ჩვენ ჩავერთოთ და თუ ჩავთვლით, რომ კარგი შანსი არსებობს, შაბათს ევროპაში შეხვედრას დავესწრებით; ბევრი დროის დაკარგვა არ გვინდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ნეგატიური მოვლენაა. გვინდა, რომ ეს საკითხი გადაიჭრას. გვინდა, ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპს არ დაუკონკრეტებია, სად გაიმართება შეხვედრა, თუმცა Axios-ი იტყობინება, რომ შეხვედრის ადგილი პარიზი იქნება და მოლაპარაკებებში თითოეული ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები მიიღებენ მონაწილეობას.

აღმოაჩინეთ
სენეგალის სანაპიროსთან, დაახლოებით 100 ადამიანის გადამყვანი მიგრანტების ნავი გადაბრუნდა
ტრამპი APEC-ის სამიტისა და სამმხრივი შეხვედრისთვის ჩინეთშია
თურქეთის მასპინძლობით ანტალიაში მიმდინარე COP31 მეორე კვირაა გრძელდება.
აშშ-მა ირანის კუნძულ კეშმზე არაერთი თავდასხმა განახორციელა
FBI: კიბერთავდასხმების ავტომატიზაციისთვის ARTEX-ი გამოიყენეს
იაპონიამ საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსული თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლო თვითმფრინავები ააფრინა
178 მსხვილი გლობალური ბრენდი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა
IMF-მ განაცხადა, რომ უკრაინასთან 1,6 მილიარდი დოლარის შეთანხმების მიმართულებით პროგრესია მიღწეული
მინისტრი ფიდანი: თურქეთის ცენტრალურ როლს ყველა აფასებს
კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს „აბსურდულად“ მიიჩნევს
მინისტრი ქურუმი: არ გვსურს, ანტალიაში განხილული საკითხები საკონფერენციო დარბაზებში დარჩეს
ირანი უარყოფს აშშ-სთან არსებულ „არც ომის, არც მშვიდობის“ სტატუს-კვოს
პრეზიდენტი ერდოღანი: პალესტინის საქმეს ყველა პლატფორმაზე ყველაზე ძლიერად დავიცავთ
ეკლესიაზე განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმის გამო სამ პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
აიზენკოტმა ნეთანიაჰუს მოწოდება ერთიანობისკენ „მანიპულაციად“ შეაფასა და უარყო