ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 1 წუთი
ტრამპმა თანაშემწეებს ირანის ბლოკადის გასახანგრძლივებლად მომზადება დაავალა
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ მისი სხვა არჩევანი — დაბომბვის გაგრძელება ან კონფლიქტიდან გამოსვლა — ბლოკადის შენარჩუნებაზე მეტ რისკს შეიცავს.
ტრამპმა თანაშემწეებს ირანის ბლოკადის გასახანგრძლივებლად მომზადება დაავალა
ტრამპი უარყოფს ირანის გეგმას ჰორმუზის ხელახლა გახსნასა და ბირთვული მოლაპარაკებების გადადებაზე.
 

სამშაბათს The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანაშემწეებს ირანის წინააღმდეგ გაფართოებული ბლოკადისთვის მზადების დაწყება დაავალა.

ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ ბოლო შეხვედრებზე ტრამპმა უპირატესობა გემების მიმოსვლის შეფერხების გზით ირანის ეკონომიკასა და ნავთობის ექსპორტზე ზეწოლის გაგრძელებას მიანიჭა.

ინფორმაციის თანახმად, ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ტრამპი სხვა ვარიანტებს — დაბომბვის განახლებას ან კონფლიქტიდან გამოსვლას — ბლოკადის გაგრძელებაზე უფრო რისკიანად მიიჩნევს.

28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაცია დაიწყეს, რასაც თეირანმა რეგიონში — ძირითადად ყურის ქვეყნებში — აშშ-ის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული თავდასხმებით უპასუხა.

8 აპრილს პაკისტანის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა; ამას 11-12 აპრილს ისლამაბადში გამართული შეხვედრები მოჰყვა, თუმცა მოლაპარაკებები შეთანხმებით არ დასრულებულა.

მოგვიანებით ტრამპმა განაცხადა, რომ პაკისტანის თხოვნით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი თეირანისგან წინადადების მიღებამდე გახანგრძლივდა.

ორშაბათს გაკეთებულ განცხადებაში კი ტრამპმა აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა დათანხმდეს თეირანის ბოლო შეთავაზებას, რომელიც „ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას ითვალისწინებს, ხოლო ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ კითხვებს სამომავლო მოლაპარაკებებისთვის ტოვებს“.

აღმოაჩინეთ
ღაზაში 2025 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა 2022 წლის მაჩვენებელს 4-ჯერ და უფრო მეტადაც აღემატება
ბერლინის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა
მინისტრი ქურუმი: „ჩვენი საერთო სახლისთვის - დედამიწისთვის გამოსავლის ძიებას არ შევწყვეტთ“
აშშ-ის დაზვერვის დირექტორმა კლეიტონმა განაცხადა, რომ სისტემებში შესაძლოა უფრო მეტი შეფერხება მოხდეს
ლიბიაში გაეროს მისიამ განაცხადა, რომ ბენღაზის პორტზე განხორციელებული თავდასხმების გამო შეშფოთებულია
უკრაინა: „რუსეთის სხვადასხვა თავდასხმის შედეგად 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა“
ტრამპი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანზე თავდასხმები შესაძლოა ახალი წლის შემდეგ განახლდეს
თურქეთის წითელი ნახევარმთვარისგან ღაზას 25 ათას ადამიანზე გათვლილი სასურსათო დახმარება
ირანი აცხადებს, რომ ბაჰრეინში აშშ-ის რადარებს დაარტყა
ფიდანი: აშშ თავის გლობალურ სტრატეგიას ხელახლა განიხილავს
მინისტრი ფიდანი: იემენის ტერიტორიაზე სამხედროების განთავსების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ არს
თბილისში თურქეთის ელჩმა, არიმ, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები შეაფასა
ზელენსკი: „მოკავშირეებს ესმით, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების ყველაზე მკაფიო გარანტია ნატოს წევრობაა“
პარა ტაეკვონდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების სპორტსმენებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვეს
უკრაინა: რუსეთის მიერ კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა