ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 1 წუთი
MİT-ის ოპერაცია კიბერჯაშუშური ქსელის წინააღმდეგ
დაკავებულია 2 პირი
MİT-ის ოპერაცია კიბერჯაშუშური ქსელის წინააღმდეგ
MİT-ის ოპერაცია კიბერჯაშუშური ქსელის წინააღმდეგ / AA
 

თურქეთის ეროვნულმა სადაზვერვო ორგანიზაციამ (MİT) ორი ეჭვმიტანილი დააკავა იმ კიბერჯაშუშური ქსელის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის დროს, რომელიც უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის სახელით მოქმედებდა და თავდაცვის მრეწველობისა და კრიტიკული საჯარო დაწესებულებების უკაბელო ინტერნეტქსელებს იღებდა მიზანში.

ჯაშუშები MİT-ს ვერ გაექცნენ

MİT-მა მოქმედება იმ სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო, რომლის თანახმადაც ორი პირი კრიტიკული დაწესებულებების ინტერნეტქსელებში შეღწევის მიზნით მუშაობდა, რის შემდეგაც აღნიშნულ პირებზე ახლო თვალთვალი დააწესა.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ ეჭვმიტანილები სპეციალური ტექნიკური აპლიკაციებისა და მოწყობილობების გამოყენებით ანკარასა და სტამბოლში მათთვის მიცემულ მარშრუტებზე გადაადგილდებოდნენ და Wi-Fi ქსელების კარტოგრაფირებას ახდენდნენ.

გამოვლენილი ფაქტების საფუძველზე, MİT-ის კოორდინაციით სტამბოლის პოლიციასთან ერთად ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის შედეგად ორი პირი დააკავეს.

სამიზნე კრიტიკული დაწესებულებები იყო

დაკავებულმა პირებმა აღიარეს, რომ ანკარაში კრიტიკული საჯარო დაწესებულებების, თავდაცვის მრეწველობის ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების ცენტრალური ოფისების, სამხედრო ობიექტებისა და სხვა ქვეყნების მისიების მიმდებარედ გადაადგილდებოდნენ. მათ ასევე განაცხადეს, რომ ინსტრუქციები სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული დასაქმების განცხადებების მეშვეობით მიეწოდებოდათ, ხოლო ჯაშუშური საქმიანობის სანაცვლოდ ანაზღაურებას კრიპტოვალუტის აპლიკაციების საშუალებით იღებდნენ.

MİT-ის მიერ გაგრძელებული გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული პირები უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის სახელით მოქმედებდნენ.

კიბერჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირები სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში დატოვების მიზნით ციხეში გადაიყვანეს.

აღმოაჩინეთ
აშშ-ის სენატორები ღაზაში ზამთრის დახმარების შესატანად ისრაელზე ზეწოლისკენ მოუწოდებენ
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა და უკრაინამ გაეროში შავ ზღვასა და ენერგოობიექტებზე იერიშებში ერთმანეთი დაადანაშაულეს
გაერო: „2025 წელს ახლო წრის პირების მიერ ქალთა მკვლელობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი დარჩა“
აშშ-ის საფონდო ბირჟებმა Nvidia-ს მიერ ჰუანგის თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ ზრდა დაიწყო
თურქეთი შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობისთვის „ეფექტიან მექანიზმს“ შეიმუშავებს
გერმანიის ქალაქ მიოლნში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული თურქეთის სამი მოქალაქე გაიხსენეს
ირანი: „გადავდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც აშშ-ის საზღვაო ბლოკადას სამხედრო მეთოდებით გაარღვევს“
პრეზიდენტმა ერდოღანმა კაბინეტის სხდომის შემდეგ მოქალაქეებს მიმართა:
რუტე: „თურქეთი ნატოს როგორც სამხრეთ ფლანგზე, ისე აზიასთან ურთიერთობებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს“
ლიბიის სანაპიროსთან რუსეთის კორვეტსა და სატვირთო გემზე თავდასხმა უკრაინამ განახორციელა
დემოკრატებმა შუალედურ არჩევნებში წარმომადგენელთა პალატაში 10 წლის უდიდესი უმრავლესობა მოიპოვეს
ღაზაში 2025 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა 2022 წლის მაჩვენებელს 4-ჯერ და უფრო მეტადაც აღემატება
ბერლინის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა
მინისტრი ქურუმი: „ჩვენი საერთო სახლისთვის - დედამიწისთვის გამოსავლის ძიებას არ შევწყვეტთ“