ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 1 წუთი
მადურომ აღნიშნა, რომ ტრამპთან გამართული შეხვედრა „პატივისცემით სავსე და გულწრფელი“ იყო
მადურომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მიესალმება დიპლომატიას, თუ იქნება მოწოდება, რომელიც პატივისცემაზე დამყარებულ დიალოგს ისახავს მიზნად.
მადურომ აღნიშნა, რომ ტრამპთან გამართული შეხვედრა „პატივისცემით სავსე და გულწრფელი“ იყო
მადურომ აღნიშნა, რომ ტრამპთან გამართული შეხვედრა „პატივისცემით სავსე და გულწრფელი“ იყო / Reuters
 

„ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ დაადასტურა, რომ ათი დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ლათინურ ამერიკაში ამერიკული სამხედრო ძალების თავმოყრასთან დაკავშირებით „გულწრფელი“ სატელეფონო საუბარი გამართა.

ოთხშაბათს სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში მადურომ განაცხადა: „ვესაუბრე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. შემიძლია ვთქვა, რომ საუბარი პატივისცემის ფარგლებში და გულწრფელიც კი იყო. თუ ეს საუბარი ნიშნავს სახელმწიფოებსა და ქვეყნებს შორის პატივისცემაზე დამყარებული დიალოგისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, ჩვენ მივესალმებით დიალოგსა და დიპლომატიას, რადგან ჩვენ ყოველთვის მშვიდობისკენ ვისწრაფვით.“

აგვისტოდან მოყოლებული, შეერთებულმა შტატებმა ნარკოვაჭრობასთან ბრძოლის საბაბით კარიბის ზღვის აუზში საბრძოლო გემების ფლოტი და მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი განათავსა, ხოლო სულ მცირე 22 ნავზე განხორციელებული მომაკვდინებელი თავდასხმების შედეგად მინიმუმ 83 ადამიანი დაიღუპა.

მადურომ კი განაცხადა, რომ ოპერაცია მისი მემარცხენე მთავრობის დასამხობად და საბოლოოდ, ქვეყნის ნავთობის დიდი მარაგების ხელში ჩასაგდებად ხორციელდება.

ტრამპმა დაადასტურა, რომ კვირას ტელეფონით ესაუბრა მადუროს, თუმცა დეტალები არ გაუმჟღავნებია.

როდესაც ტრამპს განმარტება სთხოვეს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სატელეფონო საუბრისას განიხილებოდა შესაძლო შეხვედრა ან ამნისტიის პირობები, თუ მადურო გადადგება, მან უპასუხა: „ვერ ვიტყვი, რომ ეს კარგი იყო თუ ცუდი. ეს იყო სატელეფონო საუბარი“.

ვაშინგტონმა მადურო ე.წ. „მზის კარტელის“ ლიდერობაში დაადანაშაულა და 24 ნოემბერს აღნიშნული სტრუქტურა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფორმაციისთვის, რომელიც მადუროს დაკავებას შეუწყობს ხელს, ჯილდოდ 50 მილიონი დოლარი დაწესდა.“

აღმოაჩინეთ
ღაზაში 2025 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა 2022 წლის მაჩვენებელს 4-ჯერ და უფრო მეტადაც აღემატება
ბერლინის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა
მინისტრი ქურუმი: „ჩვენი საერთო სახლისთვის - დედამიწისთვის გამოსავლის ძიებას არ შევწყვეტთ“
აშშ-ის დაზვერვის დირექტორმა კლეიტონმა განაცხადა, რომ სისტემებში შესაძლოა უფრო მეტი შეფერხება მოხდეს
ლიბიაში გაეროს მისიამ განაცხადა, რომ ბენღაზის პორტზე განხორციელებული თავდასხმების გამო შეშფოთებულია
უკრაინა: „რუსეთის სხვადასხვა თავდასხმის შედეგად 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა“
ტრამპი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანზე თავდასხმები შესაძლოა ახალი წლის შემდეგ განახლდეს
თურქეთის წითელი ნახევარმთვარისგან ღაზას 25 ათას ადამიანზე გათვლილი სასურსათო დახმარება
ირანი აცხადებს, რომ ბაჰრეინში აშშ-ის რადარებს დაარტყა
ფიდანი: აშშ თავის გლობალურ სტრატეგიას ხელახლა განიხილავს
მინისტრი ფიდანი: იემენის ტერიტორიაზე სამხედროების განთავსების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ არს
თბილისში თურქეთის ელჩმა, არიმ, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები შეაფასა
ზელენსკი: „მოკავშირეებს ესმით, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების ყველაზე მკაფიო გარანტია ნატოს წევრობაა“
პარა ტაეკვონდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების სპორტსმენებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვეს
უკრაინა: რუსეთის მიერ კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა