ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
რუსეთი უკრაინაში უცხოელი ჯარისკაცების განთავსებას არ შეეგუება
პესკოვმა დედაქალაქ მოსკოვში ჟურნალისტებთან დღის წესრიგში მდგარ საკითხებზე შეფასებები გააკეთა.
რუსეთი უკრაინაში უცხოელი ჯარისკაცების განთავსებას არ შეეგუება
დიმიტრი პესკოვი / reuters
 

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში უცხოური სამხედრო ქვედანაყოფების განთავსების შემთხვევაში, რუსეთი ამას არ შეეგუება.

პესკოვმა დედაქალაქ მოსკოვში ჟურნალისტებთან დღის წესრიგში მდგარ საკითხებზე შეფასებები გააკეთა.

პესკოვმა შეაფასა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადება იმის შესახებ, რომ ცეცხლის შეწყვეტამდე უკრაინაში ევროპელი სამხედროები უნდა გაიგზავნონ და აღნიშნა: „უკრაინაში უცხოური სამხედრო ქვედანაყოფების განთავსება რუსული მხარისთვის კატეგორიულად მიუღებელია და ამასთან შეგუება შეუძლებელია“.

პესკოვის თქმით, ჯონსონმა უკრაინის კრიზისის მოგვარების პროცესში დესტრუქციული როლი ითამაშა და 2022 წელს ომის დასრულებას ხელი შეუშალა.

რუსეთის ფედერალური სტატისტიკის სამსახურზე (როსსტატი) კიბერთავდასხმის შედეგად უკრაინის ომში რუსეთის არმიის დანაკარგების შესახებ ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა: „რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ერთადერთი უწყებაა, რომელსაც დანაკარგების შესახებ მონაცემების ოფიციალურად გამოცხადების უფლებამოსილება აქვს. ამიტომ, სხვა წყაროებიდან გავრცელებული მონაცემები მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული“.

პესკოვმა აღნიშნა, რომ ევროპელი წარმომადგენლების მოსკოვში ჩასვლასთან დაკავშირებით არანაირი სიახლე არ არის და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად მიმდინარე მოლაპარაკებების შინაარსზე ინფორმაციის გაზიარება არ სურთ.

„უკრაინასთან დაკავშირებით დასახული მიზნების მისაღწევად ყველაფერი კეთდება“

პესკოვმა შეაფასა ლიბიის გეგმები, პასუხი გასცეს მის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ რუსულ მშრალტვირთმზიდ გემსა და რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის კუთვნილ კორვეტზე განხორციელებულ თავდასხმებს და თქვა, რომ მსგავს ვითარებაში პასუხის გაცემის უფლება ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს.

პესკოვმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ამ თავდასხმების შედეგად დაშავებული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის ცნობილია, ხოლო უცხოურ პორტებში მყოფ უკრაინულ გემებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის ალბათობასთან დაკავშირებით განაცხადა: „უკრაინასთან დაკავშირებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად ყველაფერი კეთდება“.

აღმოაჩინეთ
ლიბიის სანაპიროსთან რუსეთის კორვეტსა და სატვირთო გემზე თავდასხმა უკრაინამ განახორციელა
დემოკრატებმა შუალედურ არჩევნებში წარმომადგენელთა პალატაში 10 წლის უდიდესი უმრავლესობა მოიპოვეს
ღაზაში 2025 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა 2022 წლის მაჩვენებელს 4-ჯერ და უფრო მეტადაც აღემატება
ბერლინის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა
მინისტრი ქურუმი: „ჩვენი საერთო სახლისთვის - დედამიწისთვის გამოსავლის ძიებას არ შევწყვეტთ“
აშშ-ის დაზვერვის დირექტორმა კლეიტონმა განაცხადა, რომ სისტემებში შესაძლოა უფრო მეტი შეფერხება მოხდეს
ლიბიაში გაეროს მისიამ განაცხადა, რომ ბენღაზის პორტზე განხორციელებული თავდასხმების გამო შეშფოთებულია
უკრაინა: „რუსეთის სხვადასხვა თავდასხმის შედეგად 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა“
ტრამპი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანზე თავდასხმები შესაძლოა ახალი წლის შემდეგ განახლდეს
თურქეთის წითელი ნახევარმთვარისგან ღაზას 25 ათას ადამიანზე გათვლილი სასურსათო დახმარება
ირანი აცხადებს, რომ ბაჰრეინში აშშ-ის რადარებს დაარტყა
ფიდანი: აშშ თავის გლობალურ სტრატეგიას ხელახლა განიხილავს
მინისტრი ფიდანი: იემენის ტერიტორიაზე სამხედროების განთავსების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ არს
თბილისში თურქეთის ელჩმა, არიმ, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები შეაფასა
ზელენსკი: „მოკავშირეებს ესმით, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების ყველაზე მკაფიო გარანტია ნატოს წევრობაა“