ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ევროკავშირმა ხელოვნური ინტელექტისთვის Google-ის მონაცემების გამოყენების გამო მოკვლევა დაიწყო
ევროკავშირმა დაიწყო გამოძიება იმ ბრალდებით, რომ Google გამომცემლებისა და YouTube-ის კონტენტს უნებართვოდ და გადახდის გარეშე იყენებს თავისი ხელოვნური ინტელექტის გასაწვრთნელად.
ევროკავშირმა ხელოვნური ინტელექტისთვის Google-ის მონაცემების გამოყენების გამო მოკვლევა დაიწყო
ევროკავშირმა ხელოვნური ინტელექტისთვის Google-ის მონაცემების გამოყენების გამო მოკვლევა დაიწყო / Reuters

სამშაბათს ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ იწყებს მოკვლევას იმის შესაფასებლად, იყენებდა თუ არა კომპანია Google მედიისა და სხვა გამომცემლების მიერ ონლაინ გამოქვეყნებულ მასალებს ხელოვნური ინტელექტის სერვისების გასაწვრთნელად სათანადო კომპენსაციის გადახდის გარეშე.

ევროკომისიის განცხადებით, გამოძიება შეისწავლის შეშფოთებას იმის შესახებ, არღვევს თუ არა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი კონკურენციას გამომცემლებისა და კონტენტის შემქმნელებისთვის უსამართლო პირობების დაწესებით ან მათ მონაცემებზე პრივილეგირებული წვდომის უზრუნველყოფით.

„თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოება ეფუძნება მრავალფეროვან მედიას, ინფორმაციაზე ღია წვდომასა და ცოცხალ შემოქმედებით გარემოს“, - განაცხადა ევროკავშირის კონკურენციის საკითხებში პასუხისმგებელმა პირმა, ტერეზა რიბერამ.

„ხელოვნურ ინტელექტს ევროპის მასშტაბით ხალხისა და ბიზნესისთვის არაჩვეულებრივი ინოვაციები და მრავალი სარგებელი მოაქვს, თუმცა ეს პროგრესი ჩვენი საზოგადოების ფუნდამენტური პრინციპების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს“, - დასძინა მან.

ევროკავშირის კონკურენციის მარეგულირებელმა კომისიამ აღნიშნა, რომ გამოძიება ორ ძირითად საკითხზე იქნება ფოკუსირებული.

გამოძიება შეისწავლის, იყენებს თუ არა Google YouTube-ზე განთავსებულ ვიდეოებსა და კლიპებს ხელოვნური ინტელექტის მოდელების გასაწვრთნელად ისე, რომ კონტენტის მფლობელებს არ უხდის საჭირო თანხას და არ აძლევს შესაძლებლობას, უარი თქვან მათი მასალების ხელოვნური ინტელექტის მიერ დამუშავებაზე.

„Google YouTube-ის კონტენტის შემქმნელებს არ უხდის საფასურს, ასევე, YouTube-ზე მასალების ატვირთვის უფლების მიცემის პარალელურად, არ აძლევს მათ საშუალებას, აკრძალონ Google-ის მიერ ამ მონაცემების გამოყენება“, - განაცხადა კომისიამ.

„ამავდროულად, YouTube-ის პოლიტიკის გამო, ხელოვნური ინტელექტის მოდელების კონკურენტ შემქმნელებს ეკრძალებათ YouTube-ის კონტენტის გამოყენება საკუთარი მოდელების გასაწვრთნელად“.

გამოძიება ასევე შეამოწმებს, იყენებს თუ არა კომპანია სხვა ონლაინ რესურსების, მაგალითად გაზეთების ვებგვერდების კონტენტს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სერვისების მისაწოდებლად ისე, რომ არ გასცემს კომპენსაციას და არ იძლევა უარის თქმის საშუალებას.

მოკვლევა, განსაკუთრებით ეხება ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ რეზიუმეებს, რომლებიც მომხმარებლის საძიებო მოთხოვნის საპასუხოდ ჩნდება და „AI Mode“-ს - ჩატბოტის მსგავს საძიებო ჩანართს, რომელიც მომხმარებლის კითხვებს პასუხობს.

„ჩვენ ვიკვლევთ, აწესებს თუ არა Google უსამართლო პირობებს გამომცემლებისა და კონტენტის შემქმნელებისთვის, აყენებს თუ არა არახელსაყრელ მდგომარეობაში ხელოვნური ინტელექტის მოდელების კონკურენტ შემქმნელებს და ირღვევა თუ არა ევროკავშირის კონკურენციის წესები“, - განაცხადა რიბერამ.

კომისიას გამოძიების დასასრულებლად კონკრეტული ვადა არ აქვს და გამოძიების დაწყება შედეგის წინასწარ განსაზღვრას არ ნიშნავს. თუმცა, არსებობს რისკი, რომ კომპანიას სოლიდური ფულადი ჯარიმა დაეკისროს.

აღმოაჩინეთ
ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა იზრდება: 5 119 დაღუპული
რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა
ირანმა აშშ-ის ბაზებს შვიდი ღამის განმავლობაში მიმდინარე თავდასხმების შემდეგ უპასუხა
ვაშინგტონში თურქეთ-აშშ-ის მოლაპარაკებები F-35-ის შესახებ „კონსტრუქციულ“ ატმოსფეროში წარიმართა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქალაქ ოდესასა და ზაპოროჟიეს ოლქზე თავდასხმების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
საქართველოში ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი ჩავიდა
მინისტრი ფიდანი: „უკრაინაში უაღრესად ნაყოფიერი ვიზიტი განვახორციელეთ“
საგარეო პოლიტიკა 15 ივლისის შემდეგ და თურქეთის მომავლის ხედვა
ამერიკელი კონგრესმენი: თურქეთის F-35-ის პროგრამაში დაბრუნების მოლაპარაკებები „ძალიან იმედისმომცემია"
15 ივლისის შემდგომი ენერგეტიკული პოლიტიკა
ფიდან-სიბიჰას პრესკონფერენციაზე მოულოდნელი განცხადება: "მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისთვის, ლიდერები შეიძლება შეხვდნენ თურქეთში"
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი: „ჩვენ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას ვიმსახურებთ“
კიევში რუსული თავდასხმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
აშშ-მა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ წამოწყებული თავდასხმების ბოლო ტალღა დაასრულა
ტრამპი: თუ ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება, ჩვენ მის ენერგეტიკულ სადგურებსა გავანადგურებთ