ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 1 წუთი
ბაზრები აშშ-ირანის კრიტიკულ მოლაპარაკებებზეა ფოკუსირებული ნავთობის ფასები კი სტაბილურად ნარჩუნდება
ინვესტორების მიერ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობისა და აშშ-ირანის მოახლოებული ბირთვული მოლაპარაკებების შეფასების ფონზე, ნედლი ნავთობის ბაზრები ბოლო პერიოდის პიკურ ნიშნულებთან ახლოს ნარჩუნდება.
ბაზრები აშშ-ირანის კრიტიკულ მოლაპარაკებებზეა ფოკუსირებული ნავთობის ფასები კი სტაბილურად ნარჩუნდება
ბაზრები აშშ-ირანის კრიტიკულ მოლაპარაკებებზეა ფოკუსირებული ნავთობის ფასები კი სტაბილურად ნარჩუნდება / Reuters

„ბაზარი მიმდინარე გეოპოლიტიკური გაურკვევლობის გამო კვლავ მერყევი რჩება“, — აღნიშნა ANZ-ის ანალიტიკოსმა დენიელ ჰაინსმა კვლევით ანგარიშში.

„ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შემცირების ან უკრაინის საკითხში მნიშვნელოვანი პროგრესის შემთხვევაში, ნავთობის ფასებში ამჟამად ასახული რისკის პრემია შესაძლოა სწრაფად შემცირდეს. თუმცა, ნებისმიერი უარყოფითი შედეგი ან შემდგომი ესკალაცია ნავთობის ფასების ზრდის ფაქტორი გახდება“.

ირანმა, იმ ფონზე, როდესაც ყურის არაბული ქვეყნები აშშ-სთან უთანხმოების დიპლომატიური გზით დასრულებისკენ მოუწოდებენ, ორშაბათს ჰორმუზის სრუტეში — სასიცოცხლო მნიშვნელობის საერთაშორისო წყლის გზასა და ნავთობის საექსპორტო მარშრუტზე — სამხედრო წვრთნები დაიწყო.

ირანი, OPEC-ის წევრებთან — საუდის არაბეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ქუვეითთან და ერაყთან ერთად, ნედლი ნავთობის უდიდეს ნაწილს სწორედ ამ სრუტის გავლით, ძირითადად აზიაში ყიდის.

ამავდროულად, Citi-მა აღნიშნა, რომ თუ რუსული მიწოდების შეფერხებები მომდევნო თვეებში Brent-ის მარკის ნავთობის ფასს ბარელზე 65–70 დოლარის ფარგლებში შეინარჩუნებს, მოსალოდნელია, რომ OPEC+ წარმოების გაზრდით უპასუხებს.

OPEC+-ის სამი წყაროს თანახმად, იმ ფონზე, როდესაც ჯგუფი ზაფხულში პიკური მოთხოვნისთვის ემზადება და აშშ-ირანის ურთიერთობებში არსებული დაძაბულობა ფასებს მხარს უჭერს, OPEC+ მიდრეკილია აპრილიდან ნავთობის მოპოვების ზრდა განაახლოს.

Citi-მა განაცხადა: „ჩვენი საბაზისო სცენარით, როგორც ირანის, ისე რუსეთ-უკრაინის შეთანხმებები მიმდინარე წლის ზაფხულამდე ან ზაფხულის განმავლობაში შედგება, რაც ხელს შეუწყობს Brent-ის ნავთობის ფასის ბარელზე 60–62 დოლარის ნიშნულამდე შემცირებას“.

აღმოაჩინეთ
TRT-ის გენერალურმა დირექტორმა სობაჯიმ „TRT World ფორუმ 2026-ზე“ სიტყვით მიმართა დამსწრეებს
საგარეო საქმეთა მინისტრმა ფიდანმა „მექის თავდაცვის ალიანსი“ შეაფასა
TRT World ფორუმი დაიწყო: გლობალური სისტემის მომავალი სტამბოლში განიხილება
თურქეთის თავდაცვისა და საავიაციო მრეწველობამ საექსპორტო წარმატება გაამყარა
რუბიომ უარყო მტკიცება, რომ პოსტს დატოვებას და თეთრი სახლისთვის კანდიდატურის წამოყენებას გეგმავს
ოთხი ქვეყნის დაგმობა ჰუსიტების მხრიდან სარაკეტო თავდასხმის მცდელობის გამო
ისრაელის პრეზიდენტის თქმით, ტრამპის მიერ დახმარების შეწყვეტის შემდეგ „თავზარდაცემული დარჩა"
აშშ-მა კუბის არმიისა და ენერგომომარაგების ქსელების წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა
საფრანგეთში ბოლო წლების ყველაზე დიდი აქცია: ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა
ნატო-უკრაინის საბჭო ბრიუსელში საგანგებოდ შეიკრიბა
პრეზიდენტი ერდოღანი: „8 ნოემბერს აზერბაიჯანში ვიზიტს ვგეგმავ“
საბერძნეთში მოსწავლეები, სტუდენტები და მასწავლებლები კვლავ ქუჩაში გამოვიდნენ
საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვის წინ მთავრობა მზადყოფნაშია
ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან, კუშნერთან და უიტკოფთან, სატელეფონო საუბარი გამართა
მინისტრი ჩიფჩი: „იტალიასთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ვგეგმავთ“