ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 1 წუთი
მსოფლიოს ყურადღება ანკარისკენაა მიპყრობილი
ნატოს 36-ე ლიდერთა სამიტი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მასპინძლობით ანკარაში დაიწყო. სამიტზე, რომელსაც 31 მოკავშირე ქვეყნის ლიდერი ესწრება, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
მსოფლიოს ყურადღება ანკარისკენაა მიპყრობილი
მსოფლიოს ყურადღება ანკარისკენაა მიპყრობილი
 

ნატოს 36-ე ლიდერთა სამიტი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მასპინძლობით ანკარაში დაიწყო. სამიტზე, რომელსაც 31 მოკავშირე ქვეყნის ლიდერი ესწრება, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, განიხილება კრიტიკული საკითხები, რომლებიც გლობალური უსაფრთხოების დღის წესრიგს განსაზღვრავს.

სამიტის მთავარ თემებს შორისაა თანამშრომლობა თავდაცვის ინდუსტრიაში, ევროპა-აშშ-ის ურთიერთობების აქტუალური საკითხები, ალიანსის უსაფრთხოების ახალი ხედვა და რეგიონული კრიზისები.

საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით ადევნებს თვალს სამიტს; იგი ფართოდ შუქდება მსოფლიო მედიაში და დიდ ინტერესს იწვევს ციფრულ პლატფორმებზე.

თურქეთის სტრატეგიული პოზიცია ნატოში წინა პლანზეა

სოციალურ ქსელებში ჰეშთეგი #NATOsummit პირველ ადგილზეა როგორც თურქეთში, ისე მთელ მსოფლიოში ყველაზე განხილვად თემებს შორის.

სამიტთან დაკავშირებულ პოსტებში ხაზგასმულია თურქეთის სტრატეგიული მდებარეობა ნატოში, მისი დიპლომატიური როლი რეგიონულ კრიზისებში და თავდაცვის ინდუსტრიის განვითარება.

გამოქვეყნებულ პოსტებში აღინიშნება, რომ თურქეთი, რომელმაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზარდა თავდაცვის ინდუსტრიაში ადგილობრივი და ეროვნული წარმოების წილი, ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყანაა და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნატოს შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებაში.

სოციალური მედიის მომხმარებლები და საერთაშორისო მიმომხილველები ყურადღებას ამახვილებენ თურქეთის დიპლომატიურ ინიციატივებსა და სამედიაციო (შუამავლის) საქმიანობაზე კრიზისულ რეგიონებში. მათ შეფასებებში ანკარა "მშვიდობის გასაღებად" მოიხსენიება.

მოსალოდნელია, რომ ნატოს ლიდერთა სამიტის ფარგლებში დაგეგმილი სესიებისა და ორმხრივი შეხვედრების დასრულების შემდეგ, სამიტის დასკვნითი დეკლარაცია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

აღმოაჩინეთ
რუტე: „თურქეთი ნატოს როგორც სამხრეთ ფლანგზე, ისე აზიასთან ურთიერთობებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს“
ლიბიის სანაპიროსთან რუსეთის კორვეტსა და სატვირთო გემზე თავდასხმა უკრაინამ განახორციელა
დემოკრატებმა შუალედურ არჩევნებში წარმომადგენელთა პალატაში 10 წლის უდიდესი უმრავლესობა მოიპოვეს
ღაზაში 2025 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა 2022 წლის მაჩვენებელს 4-ჯერ და უფრო მეტადაც აღემატება
ბერლინის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა
მინისტრი ქურუმი: „ჩვენი საერთო სახლისთვის - დედამიწისთვის გამოსავლის ძიებას არ შევწყვეტთ“
აშშ-ის დაზვერვის დირექტორმა კლეიტონმა განაცხადა, რომ სისტემებში შესაძლოა უფრო მეტი შეფერხება მოხდეს
ლიბიაში გაეროს მისიამ განაცხადა, რომ ბენღაზის პორტზე განხორციელებული თავდასხმების გამო შეშფოთებულია
უკრაინა: „რუსეთის სხვადასხვა თავდასხმის შედეგად 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა“
ტრამპი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანზე თავდასხმები შესაძლოა ახალი წლის შემდეგ განახლდეს
თურქეთის წითელი ნახევარმთვარისგან ღაზას 25 ათას ადამიანზე გათვლილი სასურსათო დახმარება
ირანი აცხადებს, რომ ბაჰრეინში აშშ-ის რადარებს დაარტყა
ფიდანი: აშშ თავის გლობალურ სტრატეგიას ხელახლა განიხილავს
მინისტრი ფიდანი: იემენის ტერიტორიაზე სამხედროების განთავსების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ არს
თბილისში თურქეთის ელჩმა, არიმ, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები შეაფასა