ᲛᲔᲪᲜᲘᲔᲠᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲢᲔᲥᲜᲝᲚᲝᲒᲘᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
Axios: „Anthropic-სა და OpenAI-ს გაცილებით უფრო განვითარებული ხელოვნური ინტელექტის სისტემები აქვთ
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში დაფუძნებულ ხელოვნური ინტელექტის კომპანიებს Anthropic-სა და OpenAI-ს აქვთ გაცილებით უფრო განვითარებული ხელოვნური ინტელექტის მოდელები, რომლებიც შიდა მოხმარებისთვის შეიქმნა, თუმცა საზოგადოებისთვის ჯერ არ წარუდგენიათ.
Axios: „Anthropic-სა და OpenAI-ს გაცილებით უფრო განვითარებული ხელოვნური ინტელექტის სისტემები აქვთ
Axios: „Anthropic-სა და OpenAI-ს ბევრად უფრო განვითარებული ხელოვნური ინტელექტის სისტემები აქვთ, რომლებიც ჯერ არ გამოუქვეყნებიათ“ / Reuters (Wire)
 

Axios-ის ინფორმაციით, რომელიც კომპანიებში მიმდინარე შიდა განხილვების შესახებ ინფორმირებულ წყაროებს ეყრდნობა, ორივე კომპანიას საზოგადოებისთვის წარდგენილ მოდელებზე გაცილებით უფრო განვითარებული სისტემები აქვს, თუმცა უჭირს მათი უსაფრთხო გამოყენებისა და კონტროლის უზრუნველყოფა.

წყაროების განცხადებით, მოდელების მსჯელობის უნარი ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მათემატიკა, მეცნიერება, კიბერუსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტის კვლევა, სწრაფად ვითარდება. ამასთან, კომპანიებს სულ უფრო მეტად უჭირთ ამ მოდელების კონტროლი საკუთარ შიდა ტესტირებაშიც კი.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიებსა და ხელოვნური ინტელექტის მკვლევართა საზოგადოებაში განიხილება შესაძლებლობა, რომ მომავალში შექმნილი ყველაზე განვითარებული მოდელები საზოგადოებისთვის წარდგენის ნაცვლად მხოლოდ შიდა გამოყენებისთვის დარჩეს, ან საერთოდ შეჩერდეს ახალი მოდელების გაწვრთნის პროცესი.

Axios-თან საუბრისას ერთ-ერთმა მკვლევარმა განაცხადა, რომ თუ მოდელების განვითარება იმ მიმართულებით გაგრძელდება, რომ ისინი ადამიანებზე უფრო ჭკვიანები გახდნენ, მათ ადამიანების წარმატებით მოტყუებაც შეეძლებათ.

მკვლევრის შეფასებით, ამ ეტაპზე უსაფრთხოების არსებული მეთოდები შესაძლოა არაეფექტური გახდეს.

აღინიშნა, რომ მოწინავე მოდელები მსჯელობის პროცესებს სულ უფრო ნაკლებად ხილულს ხდიან, ზოგიერთ შემთხვევაში კი ადამიანებისგან შემდგარი ზედამხედველების დარწმუნების მიზნით რეალობასთან შეუსაბამო განმარტებებსაც ქმნიან.

 

 

 

 

აღმოაჩინეთ
ლიბიის სანაპიროსთან რუსეთის კორვეტსა და სატვირთო გემზე თავდასხმა უკრაინამ განახორციელა
დემოკრატებმა შუალედურ არჩევნებში წარმომადგენელთა პალატაში 10 წლის უდიდესი უმრავლესობა მოიპოვეს
ღაზაში 2025 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა 2022 წლის მაჩვენებელს 4-ჯერ და უფრო მეტადაც აღემატება
ბერლინის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა
მინისტრი ქურუმი: „ჩვენი საერთო სახლისთვის - დედამიწისთვის გამოსავლის ძიებას არ შევწყვეტთ“
აშშ-ის დაზვერვის დირექტორმა კლეიტონმა განაცხადა, რომ სისტემებში შესაძლოა უფრო მეტი შეფერხება მოხდეს
ლიბიაში გაეროს მისიამ განაცხადა, რომ ბენღაზის პორტზე განხორციელებული თავდასხმების გამო შეშფოთებულია
უკრაინა: „რუსეთის სხვადასხვა თავდასხმის შედეგად 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა“
ტრამპი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანზე თავდასხმები შესაძლოა ახალი წლის შემდეგ განახლდეს
თურქეთის წითელი ნახევარმთვარისგან ღაზას 25 ათას ადამიანზე გათვლილი სასურსათო დახმარება
ირანი აცხადებს, რომ ბაჰრეინში აშშ-ის რადარებს დაარტყა
ფიდანი: აშშ თავის გლობალურ სტრატეგიას ხელახლა განიხილავს
მინისტრი ფიდანი: იემენის ტერიტორიაზე სამხედროების განთავსების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ არს
თბილისში თურქეთის ელჩმა, არიმ, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები შეაფასა
ზელენსკი: „მოკავშირეებს ესმით, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების ყველაზე მკაფიო გარანტია ნატოს წევრობაა“